პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუხლები ამიკანკალდა...ლალის ხელით ვეხებოდი: "დე, შენ ხარ?!" - ემიგრანტი დედისა და მსახიობი შვილის მოულოდნელი შეხვედრა რვა წლის შემდეგ
"მუხლები ამიკანკალდა...ლალის ხელით ვეხებოდი: "დე, შენ ხარ?!" - ემიგრანტი დედისა და მსახიობი შვილის მოულოდნელი შეხვედრა რვა წლის შემდეგ

თე­ატ­რა­ლუ­რი ოჯა­ხი­და­ნაა. ხე­ლო­ვა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იზ­რდე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე წელი დედა ზეს­ტა­ფო­ნის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, მაგ­რამ თა­ვად რა გზას აირ­ჩევ­და, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და. ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­ჩა­კე­ტი­ლი იყო. მი­იყ­ვა­ნეს ფეხ­ბურთზე, კა­რა­ტე­ზე, მუ­სი­კა­ზე, მაგ­რამ არც ერ­თმა არ მი­ი­ზი­და. შინ, ოთახ­ში მარ­ტო მყო­ფი არა­ფერს აშა­ვებ­და, მაგ­რამ არც არა­ფერს აკე­თებ­და. კარ­გი შვი­ლი იყო, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ბევ­რს ფიქ­რობ­და. სკო­ლის მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა გუნ­დის წევ­რი რომ გახ­და, მას­წავ­ლებ­ლებ­ზე იუ­მო­რის­ტულ ჩა­ნა­ხა­ტებს ქმნი­და. ლექ­სე­ბი გან­სა­კუთ­რებ­ლად უყ­ვარ­და და როცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მათი წა­კი­თხვაც შე­ეძ­ლო, ბედი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სცა­და. პირ­ვე­ლი­ვე წელს გოგი თო­და­ძის სო­ხუ­მის მიზ­ნობ­რივ ჯგუფ­ში, უფა­სო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე მოხ­ვდა და მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ი­სად­მი უფრო მძაფ­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბაც სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო.

25 წლის ნიკა ფა­იქ­რი­ძე მე­სა­მე წე­ლია, რაც თბი­ლი­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. სცე­ნა­ზე ისე­თი სა­ხე­ე­ბი შექ­მნა, რო­გო­რე­ბი­ცაა: რო­მეო, სო­სო­ია, ჯუჯა ცხვი­რი, ალი ყული ხანი, დონ პედ­რო, მა­ი­მუ­ნე­ბის ბე­ლა­დი "მა­უ­გლი­დან"... 15-ზე მეტ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო როლ­თან ერ­თად, მის ან­გა­რიშ­ზე უკვე ერთი მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი - "ღამე და თუ­თი­ყუ­შია". ახ­ლა­ხან კი ის სპექ­ტაკლში - "ბი­ლო­ქ­სი ბლუ­ზი" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე ჯა­რის­კა­ცის, ეპშ­ტე­ი­ნის რო­ლით წარ­დგა.

- 17 წლი­დან თბი­ლის­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. ცხოვ­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ა­ში პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი პი­ე­სა და სპექ­ტაკ­ლი ყო­ველ­თვის ჰგავს რო­მე­ლი­მე კარ­გი პო­ე­ტის ერთ კონ­კრე­ტულ ლექსს და ისი­ნი პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტე­ბია. სწო­რედ ასეთ პა­რა­ლე­ლებს ვე­ძებ მუ­შა­ო­ბი­სას. დღეს მეც ვწერ ლექ­სებს. გიჟი ხარო, - მე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი "გა­მო­სა­ვა­ლია", როცა პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბი, რამე მი­ხა­რია, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვრჩე­ბი და ა.შ. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კის მე­რი­დე­ბა. კარ­გად ვხვდე­ბი, არა­ვის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი არ ვარ, ამი­ტომ, როცა სცე­ნა­ზე ტაშს მიკ­რა­ვენ და ჩემი ლექ­სე­ბი მოს­წონთ, მიკ­ვირს.

- დიდი ხა­ნია, ლექ­სებს წერ?

- კი, მო­ზარ­დში რომ მი­მი­ღეს და "ფიფ­ქია და შვიდ ჯუ­ჯა­ში" ერთ-ერთი ჯუჯა უნდა მე­თა­მა­შა, დიმა ხვთი­სი­აშ­ვილს ვთხო­ვე, ჩემს პერ­სო­ნაჟს ყვე­ლა­ფე­რი ლექ­სად ეთ­ქვა ანუ მინ­დო­და, პო­ე­ტი ჯუჯა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. და­მე­თან­ხმა. მერე სა­ა­ხალ­წლო შო­უ­ე­ბის დროს მოხ­და იგი­ვე, შემ­დეგ - "ღამე და თუ­თი­ყუ­შის" დად­გმი­სას, კვლავ ჩემი ლექ­სე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე "აღ­მო­ჩე­ნა" გა­ვა­კე­თე. ზოგ­ჯერ ემო­ცი­ებს ვერ ერე­ვი, ასეთ დროს ლექ­სის წერა გე­ნი­ა­ლუ­რი გზაა. მე­ში­ნო­და, მაგ­რამ მა­ინც დავ­დე "ფე­ის­ბუკ­ზე". ერთი-ორი დღე არ შევ­სულ­ვარ და როცა ჩემი გვერ­დი გავ­ხსე­ნი, ბევ­რი მო­წო­ნე­ბა და და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი დამ­ხვდა. ნელ-ნელა გავ­თა­მამ­დი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "ფე­ის­ბუკ­ზე" მკი­თხეს, - რამ­დე­ნი ლექ­სი გაქ­ვსო? არ ვიცი, რად­გან არ ვით­ვლი.

- თქვი, რომ ბავ­შვო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტი და მათი ლექ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გიყ­ვარ­და...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი შე­ხედ­ვით აქ­ტი­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი ვარ, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლოა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი. მიყ­ვარს ადა­მი­ან­ში სი­მარ­ტო­ვე. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მინ­დე­ბა ეს გან­ცდა სცე­ნა­ზე გა­და­ვი­ტა­ნო, მაგ­რამ თუ სპექ­ტაკლში ბევ­რი იუ­მო­რი და ფე­რია სა­ჭი­რო, ვცდი­ლობ, სი­მარ­ტო­ვე ლექ­სებ­ში გა­ვა­ცო­ცხლო. ჩემი არც ერთი ლექ­სი არ მახ­სოვს. სუფ­რებ­ზე რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, რო­მე­ლი­მე წა­ი­კი­თხეო, ამას ვერ ვა­კე­თებ, რად­გან ჩემი ლექ­სე­ბი მო­დის წა­მი­ე­რად, ფურ­ცელ­ზე გა­და­მაქვს და მა­ვი­წყდე­ბა.

- სცე­ნა­ზე დგო­მას გარ­კვე­ულ­წი­ლად, სი­თა­მა­მე სჭირ­დე­ბა. ბავ­შვო­ბის თვი­სე­ბე­ბი ზოგს დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბა. შენი კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა დამ­თავ­რდა?

- რა თქმა უნდა! ყვე­ლა­ზე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად თავს სცე­ნა­ზე ვგრძნობ, სა­დაც ჩვენ ვა­კე­თებთ იმას, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში ვერ ვბე­დავთ ან ვერ ვაღ­წევთ. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ვი­ტყვი, რომ ალ­ბათ, თა­მა­მი ვარ. კარ­გი სა­მე­ზობ­ლო გვყავ­და. 90-იანი წლე­ბი ერ­თად ყოფ­ნი­სა და მხარ­ში დგო­მის ხარ­ჯზე გა­ვი­ტა­ნეთ, ახლა ისი­ნი ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე მო­დი­ან და უხა­რი­ათ ჩემი წარ­მა­ტე­ბა, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში მე­ზო­ბელ­თან და­ბა­დე­ბის დღე­ზეც ვერ შევ­დი­ო­დი, რად­გან მე­გო­ნა, ვა­წუ­ხებ­დი. თან არ ვი­ცო­დი, იქ რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. სხვე­ბი თუ ერ­თო­ბოდ­ნენ, მე - ვერა. ბავ­შვო­ბას­თან პა­რა­ლელს რომ ვავ­ლებ, რა შე­და­რე­ბაა, შე­ვიც­ვა­ლე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მუხლები ამიკანკალდა...ლალის ხელით ვეხებოდი: "დე, შენ ხარ?!" - ემიგრანტი დედისა და მსახიობი შვილის მოულოდნელი შეხვედრა რვა წლის შემდეგ

"მუხლები ამიკანკალდა...ლალის ხელით ვეხებოდი: "დე, შენ ხარ?!" - ემიგრანტი დედისა და მსახიობი შვილის მოულოდნელი შეხვედრა რვა წლის შემდეგ

თეატრალური ოჯახიდანაა. ხელოვანების გარემოცვაში იზრდებოდა. რამდენიმე წელი დედა ზესტაფონის თეატრის მსახიობი იყო, მაგრამ თავად რა გზას აირჩევდა, დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა. ამბობს, რომ ბავშვობაში ძალიან კარჩაკეტილი იყო. მიიყვანეს ფეხბურთზე, კარატეზე, მუსიკაზე, მაგრამ არც ერთმა არ მიიზიდა. შინ, ოთახში მარტო მყოფი არაფერს აშავებდა, მაგრამ არც არაფერს აკეთებდა. კარგი შვილი იყო, რომელიც უბრალოდ, ყოველთვის ბევრს ფიქრობდა. სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრი რომ გახდა, მასწავლებლებზე იუმორისტულ ჩანახატებს ქმნიდა. ლექსები განსაკუთრებლად უყვარდა და როცა აღმოაჩინა, რომ მათი წაკითხვაც შეეძლო, ბედი თეატრალურ უნივერსიტეტში სცადა. პირველივე წელს გოგი თოდაძის სოხუმის მიზნობრივ ჯგუფში, უფასო განყოფილებაზე მოხვდა და მსახიობის პროფესიისადმი უფრო მძაფრად დაინტერესებაც სწორედ აქედან დაიწყო.

25 წლის ნიკა ფაიქრიძე მესამე წელია, რაც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. სცენაზე ისეთი სახეები შექმნა, როგორებიცაა: რომეო, სოსოია, ჯუჯა ცხვირი, ალი ყული ხანი, დონ პედრო, მაიმუნების ბელადი "მაუგლიდან"... 15-ზე მეტ საპასუხისმგებლო როლთან ერთად, მის ანგარიშზე უკვე ერთი მონოსპექტაკლი - "ღამე და თუთიყუშია". ახლახან კი ის სპექტაკლში - "ბილოქსი ბლუზი" მაყურებლის წინაშე ინტელექტუალი და მგრძნობიარე ჯარისკაცის, ეპშტეინის როლით წარდგა.

- 17 წლიდან თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. ცხოვრებასა და პროფესიაში პოეზიის სიყვარული ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, ნებისმიერი პიესა და სპექტაკლი ყოველთვის ჰგავს რომელიმე კარგი პოეტის ერთ კონკრეტულ ლექსს და ისინი პატარა ჩანახატებია. სწორედ ასეთ პარალელებს ვეძებ მუშაობისას. დღეს მეც ვწერ ლექსებს. გიჟი ხარო, - მეუბნებიან, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე კარგი "გამოსავალია", როცა პრობლემას ვაწყდები, რამე მიხარია, იმედგაცრუებული ვრჩები და ა.შ. საკუთარ თავზე ლაპარაკის მერიდება. კარგად ვხვდები, არავისგან გამორჩეული არ ვარ, ამიტომ, როცა სცენაზე ტაშს მიკრავენ და ჩემი ლექსები მოსწონთ, მიკვირს.

- დიდი ხანია, ლექსებს წერ?

- კი, მოზარდში რომ მიმიღეს და "ფიფქია და შვიდ ჯუჯაში" ერთ-ერთი ჯუჯა უნდა მეთამაშა, დიმა ხვთისიაშვილს ვთხოვე, ჩემს პერსონაჟს ყველაფერი ლექსად ეთქვა ანუ მინდოდა, პოეტი ჯუჯა ვყოფილიყავი. დამეთანხმა. მერე საახალწლო შოუების დროს მოხდა იგივე, შემდეგ - "ღამე და თუთიყუშის" დადგმისას, კვლავ ჩემი ლექსები გამოვიყენეთ. რაღაც პერიოდის მერე "აღმოჩენა" გავაკეთე. ზოგჯერ ემოციებს ვერ ერევი, ასეთ დროს ლექსის წერა გენიალური გზაა. მეშინოდა, მაგრამ მაინც დავდე "ფეისბუკზე". ერთი-ორი დღე არ შევსულვარ და როცა ჩემი გვერდი გავხსენი, ბევრი მოწონება და დადებითი კომენტარი დამხვდა. ნელ-ნელა გავთამამდი. რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუკზე" მკითხეს, - რამდენი ლექსი გაქვსო? არ ვიცი, რადგან არ ვითვლი.

- თქვი, რომ ბავშვობაში რამდენიმე პოეტი და მათი ლექსები განსაკუთრებით გიყვარდა...

- მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით აქტიური და მხიარული ვარ, ჩემთვის ძალიან ახლოა ტერენტი გრანელი. მიყვარს ადამიანში სიმარტოვე. თუ საშუალება მაქვს, მინდება ეს განცდა სცენაზე გადავიტანო, მაგრამ თუ სპექტაკლში ბევრი იუმორი და ფერია საჭირო, ვცდილობ, სიმარტოვე ლექსებში გავაცოცხლო. ჩემი არც ერთი ლექსი არ მახსოვს. სუფრებზე რომ მეუბნებიან, რომელიმე წაიკითხეო, ამას ვერ ვაკეთებ, რადგან ჩემი ლექსები მოდის წამიერად, ფურცელზე გადამაქვს და მავიწყდება.

- სცენაზე დგომას გარკვეულწილად, სითამამე სჭირდება. ბავშვობის თვისებები ზოგს დიდხანს მიჰყვება. შენი კარჩაკეტილობა დამთავრდა?

- რა თქმა უნდა! ყველაზე რეალიზებულად თავს სცენაზე ვგრძნობ, სადაც ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ ვბედავთ ან ვერ ვაღწევთ. ამ გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ ალბათ, თამამი ვარ. კარგი სამეზობლო გვყავდა. 90-იანი წლები ერთად ყოფნისა და მხარში დგომის ხარჯზე გავიტანეთ, ახლა ისინი ჩემს სპექტაკლებზე მოდიან და უხარიათ ჩემი წარმატება, მაგრამ ბავშვობაში მეზობელთან დაბადების დღეზეც ვერ შევდიოდი, რადგან მეგონა, ვაწუხებდი. თან არ ვიცოდი, იქ როგორ მოვქცეულიყავი. სხვები თუ ერთობოდნენ, მე - ვერა. ბავშვობასთან პარალელს რომ ვავლებ, რა შედარებაა, შევიცვალე... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი