მაია ასათიანი ტრაგედიის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა. "პროფილის" წამყვანის პირველი სამუშაო დღის ამსახველ ფოტოს გადაცემის პროდიუსერი ნიკოლოზ ხაჩიძე ავრცელებს, წარწერით - Welcome.
ფოტო გადაცემის გვერდზეც გავრცელდა წარწერით - "მაია დაბრუნდა!"
მაია ასათიანის ახალ ფოტოს უამრავი კომენტარი მოყვა. გულშემატკივრები ტელეწამყვანს სამსახურში დაბრუნებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.
"ძალიან ძლიერი, სამაგალითო ქალია"; "ასეც უნდა ყოფილიყო, მხოლოდ მისი საქმე შეუმსუბუქებს ტკივილს ცოტათი"; "დააკვირდით თვალებში რამხელა ტანჯვა და ტკივილი აწერია. ღმერთმა ძალა მისცეს როგორ მეცოდება ღმერთო"; "ძალიან რთული და ამავდროულად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება"
მეგობარს და კოლეგას ფეისბუქის პირადი გვერდიდან ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: "welcome back ყველაზე ძლიერო და მაგარო გოგო", - წერს ჟორჟოლიანი.
მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.