ტელეწამყვანსა და მსახიობს შორენა ბეგაშვილს ახალი ძვირადღირებული მანქანა ჰყავს. წითელი ბანტით შეფუთული ავტომობილის ფოტო შორენა ბეგაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა.
G-კლასის "მერსედეს ბენცი" შავი ფერისაა და ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. ყველგანმავალი საკმაოდ ძვირადღირებულია, მისი ფასი საშუალოდ 80 000 ევროდან იწყება. უცნობია, შორენა ბეგაშვილმა თავად იყიდა თუ აჩუქეს მდიდრული ავტომობილი.
ცნობილია, რომ ტელეწამყვანმა თავისი წინა ავტომანქანა "რენჯ როვერი" ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად გაყიდა. ფოტოს კომენტარებში შორენას ახალ ავტომობილს ულოცავენ:
"ამ ფოტოზე ამაზე შორენას სიტყვები გამახსენდა... ყველაფერს ვყიდი ჩემი შვილის გადასარჩენად, მაგრამ ვიბრძოლებ და ისევ ყველაფერი მექნებაო... გამიხარდა ეს სურათი!";
"რამდენმა მიიღო ინფარქტი...! მწვანეზე გატაროს უფალმა საყვარელო გოგო!" - წერენ კომენტარების ავტორები.
მილოცვებს ბეგაშვილმაც უპასუხა: "მადლობა ყველა!" - წერს ტელეწამყვანი.