ორგანიზმი ექვს თვეში ერთხელ, ანუ წელიწადში ორჯერ უნდა გაიწმინდოთ. საქმე ის არის, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილმა ტოქსინებმა შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ხშირი გაციება, ინფექციები, მოთენთილობა, ძილიანობა, ყურადღების გაფანტვა - ყოველივე ეს ორგანიზმში ტოქსინების, მავნე ბაქტერიებისა და სხვა საშიში ნივთიერებების
დაგროვებაზე მიუთითებს.
ეს რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტურია ხალხურ მედიცინაში. მოსამზადებლად მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
1 სადილის კოვზი წიწიბურას ფქვილი.
¼ კოჭას ფხვნილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნედლი კოჭა).
200 მილიგრამი კეფირი.
1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შედგით მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით კვლავ აურიეთ და წამალიც მზადაა.