ურეკში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ambebi.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი წელს დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, მშენებლობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს და აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის ჯამური ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, სამუშაოებზე დასაქმებულია 200 -მდე ადამიანი.
ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 24 - საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შედეგად კი შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.