პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - აქციის მონაწილეები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს დასალევი და ტომრებით ქვები
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - აქციის მონაწილეები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს დასალევი და ტომრებით ქვები

ის, რაც ბა­თუმ­ში მოხ­და, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის ნა­მოქ­მე­და­რი არ იყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ბა­თუ­მის #70-ე ოლ­ქის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა მუხ­რან ვახ­ტან­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ვახ­ტან­გა­ძის თქმით, 11-12 მარტს, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. რო­გორც ბა­თუ­მის მა­ჟო­რი­ტარ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, "აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი შე­იყ­ვა­ნეს შეც­დო­მა­ში, წა­ა­ქე­ზეს, მი­უ­ტა­ნეს მათ და­სა­ლე­ვი, ტომ­რე­ბით ქვე­ბი, ხოლო ის, თუ ვინ გა­ა­კე­თა ეს, სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­არ­კვე­ვენ.

"ვარ პარ­ლა­მენ­ტში ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი - ყო­ველ­თვის მო­ვუს­მენ ხალ­ხს და გა­ვი­ზი­ა­რებ მათ აზრს. პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლას, ოღონდ ეს უნდა მოხ­დეს მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში. ის, რაც ბა­თუმ­ში მოხ­და, არის მი­უ­ღე­ბე­ლი. ვთვლი, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ყვე­ლა ბა­თუ­მელს. იქ რაც მოხ­და, როცა მოვ­ლე­ნე­ბი აგ­რე­სი­ა­სა და ვან­და­ლიზ­მში გა­და­ი­ზარ­და, ეს გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის ნა­მოქ­მე­და­რი არ იყო. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის დად­გე­ნა, ვინ იდგა ამ ყვე­ლაფ­რის უკან. მოვ­ლე­ნებს ვერ გა­ვუს­წრებ. ვიცი, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი, ვინ იდგა ამ ყვე­ლაფ­რის უკან. ჩემი აზ­რით, ისი­ნი სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­ი­სა­ჯონ", - აღ­ნიშ­ნა მუხ­რან ვახ­ტან­გა­ძემ.

ბა­თუ­მის მა­ჟო­რი­ტა­რი გა­მო­რი­ცხავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, შე­საძ­ლოა ად­გი­ლობ­რივ სუს-სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ზი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს. ვახ­ტან­გა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ "სუს-ი არა­ფერ შუ­ა­შია".

"ორი­ვე მხა­რეს ვიც­ნობ და ვიცი მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და ტყუ­ი­ლი, რისი გა­მო­გო­ნე­ბაც რო­მე­ლი­ღაც ბნელ მხა­რეს უნდა. ხალ­ხი, ვინც ეს მო­ა­წყო, არის რა­ღაც სექ­ტა. სუს-ი აქ არა­ფერ შუ­ა­შია", - ამ­ბობს მუხ­რან ვახ­ტან­გა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - აქციის მონაწილეები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს დასალევი და ტომრებით ქვები

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - აქციის მონაწილეები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს დასალევი და ტომრებით ქვები

ის, რაც ბათუმში მოხდა, განაწყენებული ხალხის ნამოქმედარი არ იყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბათუმის #70-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ განუცხადა.

ვახტანგაძის თქმით, 11-12 მარტს, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული პროცესები ორგანიზებული იყო. როგორც ბათუმის მაჟორიტარმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ”აქციის მონაწილე ახალგაზრდები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს მათ დასალევი, ტომრებით ქვები, ხოლო ის, თუ ვინ გააკეთა ეს, სამართლადამცავები აუცილებლად გაარკვევენ.

”ვარ პარლამენტში ხალხის არჩეული დეპუტატი - ყოველთვის მოვუსმენ ხალხს და გავიზიარებ მათ აზრს. პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში. ის, რაც ბათუმში მოხდა, არის მიუღებელი. ვთვლი, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ბათუმელს. იქ რაც მოხდა, როცა მოვლენები აგრესიასა და ვანდალიზმში გადაიზარდა, ეს განაწყენებული ხალხის ნამოქმედარი არ იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. მოვლენებს ვერ გავუსწრებ. ვიცი, რომ სამართალდამცავები მუშაობენ და ძალიან მალე იქნება ცნობილი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ჩემი აზრით, ისინი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ”, - აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.

ბათუმის მაჟორიტარი გამორიცხავს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა ადგილობრივ სუს-სა და საპატრულო პოზიციას შორის დაპირისპირებიდან მომდინარეობდეს. ვახტანგაძე ირწმუნება, რომ ”სუს-ი არაფერ შუაშია”.

”ორივე მხარეს ვიცნობ და ვიცი მათი დამოკიდებულება. ეს არის სრული აბსურდი და ტყუილი, რისი გამოგონებაც რომელიღაც ბნელ მხარეს უნდა. ხალხი, ვინც ეს მოაწყო, არის რაღაც სექტა. სუს-ი აქ არაფერ შუაშია”, - ამბობს მუხრან ვახტანგაძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."