პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს იურისტი - ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია
საპატრიარქოს იურისტი - ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია

ამ საქ­მე­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ვის­თა­ნაც მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლია, - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტმა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტის, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის და­კი­თხვას, ედი­შერ ქარ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ის დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს, რად­გან შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე აქვს ხელი მო­წე­რი­ლი.

"შო­რე­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და იმა­ზეც, თით­ქოს ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მამა გი­ორ­გის და­კა­ვე­ბით. ეს ტყუ­ი­ლია, მას არა­ვის და­კა­ვე­ბის მო­თხოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა დაჰ­კი­თხეს მოწ­მის სტა­ტუ­სით. ეჭვს ვერ შე­ვი­ტან იმ ვი­დე­ო­ფი­რის ნამ­დვი­ლო­ბა­ში, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა. მის ავ­თენ­ტუ­რო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, მამა გი­ორ­გის ად­ვო­კა­ტე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. ფაქ­ტე­ბი ღა­ღა­დე­ბენ იმა­ზე, რომ მამა გი­ორ­გი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ცი­ა­ნი­დის შე­ძე­ნით. მამა გი­ორ­გი ძა­ლი­ან ცუდ გზა­ზე იდგა. ვერ შე­ას­რუ­ლა, რაც უნ­დო­და. უნ­დო­და თუ არა ვინ­მეს მოკ­ვლა, გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. არა მგო­ნია, მას თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ემოქ­მე­და. თა­ვად ეკ­ლე­სი­აა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ გა­მო­აშ­კა­რავ­დეს ყვე­ლა ის პირი, ყვე­ლა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა. თუ მამა გი­ორ­გის რა­ი­მე გან­ზრახ­ვა ჰქონ­და, მას სა­ტე­ლე­ფო­ნო ან სხვა სა­ხის კონ­ტაქ­ტი ექ­ნე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ პი­რებ­თან. გერ­მა­ნი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბის წრე კი ცნო­ბი­ლია", - გა­ნა­ცხა­და ქარ­ჩა­ვამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, არის თუ არა და­კი­თხუ­ლი ყვე­ლა ის პირი, ვინც გერ­მა­ნი­ა­ში ახ­ლდა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რი­ტის თქმით, მას ყვე­ლას და­კი­თხვა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, "მაგ­რამ ის პირი, ვის­თა­ნაც მამა გი­ორ­გის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა და კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, უკვე დაჰ­კი­თხა გა­მო­ძი­ე­ბამ".

კი­თხვა­ზე, გუ­ლის­ხმობს თუ არა სოსო ოხა­ნაშ­ვილს, ედი­შერ ქარ­ჩა­ვა ადას­ტუ­რებს, რომ დაც­ვის უფ­რო­სი ჰყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში.

"ამ საქ­მე­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ვის­თა­ნაც მას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, არის სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც სა­უბ­რობ­და სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე, რომ შე­საძ­ლოა და­ა­კა­ვონ", - გა­ნა­ცხა­და ქარ­ჩა­ვამ.

კი­თხვა­ზე, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ოხა­ნაშ­ვილს თეთ­რუ­აშ­ვილ­თან, სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არ­სე­ბობს. "ვფიქ­რობ, რაც ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნას დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ", - გა­ნა­ცხა­და ქარ­ჩა­ვამ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 13 მარ­ტის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი და იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად ინ­ტერ­ნეტ­ში

საპატრიარქოს იურისტი - ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია

საპატრიარქოს იურისტი - ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია

ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

"შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის. ქალბატონი შორენა დაჰკითხეს მოწმის სტატუსით. ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეოფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით. მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა. არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა ის პირი, ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია", - განაცხადა ქარჩავამ.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება იმას, არის თუ არა დაკითხული ყველა ის პირი, ვინც გერმანიაში ახლდა კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს იურიტის თქმით, მას ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არ აქვს, "მაგრამ ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ".

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სოსო ოხანაშვილს, ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ დაცვის უფროსი ჰყავს მხედველობაში.

"ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ", - განაცხადა ქარჩავამ.

კითხვაზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ოხანაშვილს თეთრუაშვილთან, საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. "ვფიქრობ, რაც ხდება, ყველაფერი მიმართულია ქალბატონი შორენას დისკრედიტაციისკენ", - განაცხადა ქარჩავამ.

წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრის" 13 მარტის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია სრულად ინტერნეტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი