პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით "დელტას" მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავა
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით "დელტას" მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავა

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ 243 000 ლა­რის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სსიპ სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო - ტექ­ნი­კურ ცენ­ტრ "დელ­ტა"-ს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შპს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მშე­ნე­ბე­ლი 2011"-ის სა­ფი­ნან­სო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ა.ბ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რი ბ.ე.

"2017 წლის 12 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო - ტექ­ნი­კურ ცენ­ტრ "დელ­ტა"-ს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შპს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მშე­ნე­ბე­ლი 2011"-ის სა­ფი­ნან­სო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ა.ბ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რი ბ.ე. და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­საც ბრა­ლად შპს-ს კუთ­ვნი­ლი, 243 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა ედე­ბათ. 2015-2016 წლებ­ში, ა.ბ. იკა­ვებ­და შპს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მშე­ნე­ბე­ლი 2011"-ის სა­ფი­ნან­სო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას, რა დრო­საც ბ.ე.-ს პი­რად სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად რი­ცხავ­და სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის თან­ხებს და ხდე­ბო­და ამ თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა. მათ წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში საქ­მე სსკ-ის 182 - ე მუხ­ლის II ნა­წი­ლის "დ" და III ნა­წი­ლის "ბ" პუნ­ქტე­ბით აღიძ­რა, რაც სხვი­სი ნივ­თის ან დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბას ან გაფ­ლან­გვას ეხე­ბა და შვი­დი­დან თერ­თმეტ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით "დელტას" მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით "დელტას" მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან სსიპ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია "მშენებელი 2011"-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე.

"2017 წლის 12 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია "მშენებელი 2011"-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ. 2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია "მშენებელი 2011"-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება. მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182 - ე მუხლის II ნაწილის "დ" და III ნაწილის "ბ" პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ