პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე - ჩანდა მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ბათუმის მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა
ირაკლი კობახიძე - ჩანდა მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ბათუმის მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა

ბერ­ლინ­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გუ­შინ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, წარ­სუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არაპ­რო­პორ­ცი­ულ ძა­ლას იყე­ნებ­და, დღეს ეს პა­რა­დიგ­მა შეც­ვლი­ლია.

"დღეს ვნა­ხეთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნა­ზო­მი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პის სრუ­ლი დაც­ვით იმოქ­მე­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, კონ­კრე­ტუ­ლად, ასე იმოქ­მე­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და ეს არის ის ახა­ლი პრაქ­ტი­კა და ის ახა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც დამ­კვიდ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ 2012 წლის შემ­დეგ, მაშ შემ­დეგ, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჩან­და მკა­ფიო ნიშ­ნე­ბი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­და. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მხა­რე ამის შემ­დეგ გა­ირ­კვეს.

"იყო გარ­კვე­უ­ლი მკა­ფიო ნიშ­ნე­ბი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ცდი­ლობ­და, ეს ვან­და­ლუ­რი აქტი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და ასე­თი სა­ხით მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს. ეს, რა თქმა უნდა, ბა­დებს კი­თხვის ნიშ­ნებს. კი­დევ ერთხელ, ეს უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი და გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გა­ირ­კვეს თუ ვის რა იუ­რი­დი­უ­ლი და ასე­ვე, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ამ საქ­მე­ში",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას არ და­უშ­ვებს.

"არი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლებ­საც, რა თქმა უნდა, აწყობთ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ არის იმის­თვის, რომ აღ­კვე­თოს ყო­ველ­გვა­რი ასე­თი აქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და არ და­ვუშ­ვებთ არა­ვი­თარ აქტს, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის არე­ვას. ამა­ზე არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამის ყვე­ლა რე­სურ­სი აქვს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი კობახიძე - ჩანდა მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ბათუმის მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა

ირაკლი კობახიძე - ჩანდა მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ბათუმის მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა

ბერლინში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენების შესახებ ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარსულისგან განსხვავებით, როდესაც ხელისუფლება მშვიდობიანად მოქმედი ადამიანების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებდა, დღეს ეს პარადიგმა შეცვლილია.

"დღეს ვნახეთ, რომ აბსოლუტურად თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით იმოქმედა ხელისუფლებამ, კონკრეტულად, ასე იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ეს არის ის ახალი პრაქტიკა და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში სწორედ 2012 წლის შემდეგ, მაშ შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ჩანდა მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა გუშინ განვითარებული მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ მომხდარი გამოძიების საგანი უნდა გახდეს და პასუხისმგებელი მხარე ამის შემდეგ გაირკვეს.

"იყო გარკვეული მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა, ეს ვანდალური აქტი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სოლიდარობა გამოუცხადა ასეთი სახით მოქმედ ადამიანებს. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვის ნიშნებს. კიდევ ერთხელ, ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი და გამოძიების საფუძველზე უნდა გაირკვეს თუ ვის რა იურიდიული და ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმეში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.

"არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აწყობთ დესტაბილიზაცია, თუმცა ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი აქტები საქართველოში. ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და არ დავუშვებთ არავითარ აქტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის არევას. ამაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ამის ყველა რესურსი აქვს ჩვენს ხელისუფლებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."