საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენი ბათუმის მოვლენებზე: "მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს"
ომბუდსმენი ბათუმის მოვლენებზე: "მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გას­ცეს ყვე­ლა კი­თხვას, რაც ამ მოვ­ლე­ნებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა.

"შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა და სა­ხელ­მწი­ფო ხელს უწყობს ამ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, თუმ­ცა 11 მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბი გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებს და გა­და­ი­ზარ­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა შე­ი­ცავ­დეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნიშ­ნებს", - გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის აჭა­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­ნა­ხუ­ლეს ექ­ვსი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი და არც ერთი მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე არ სა­უბ­რობ­და.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ აქ­ცია, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ი­წყო, შემ­დეგ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ზარ­და, რა­საც მოჰ­ყვა ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­სა და ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს ვან­და­ლიზ­მის მძაფრ გა­მოვ­ლი­ნე­ბას. პრო­ტეს­ტის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით გა­მო­ხატ­ვი­სა­სა მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა ახ­სოვ­დეთ, რომ მათი ქმე­დე­ბით ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს. საფრ­თხე არ შე­უქ­მნან მათ სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთლო­ბას და ქო­ნე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ძლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია მა­ინც ვერ მო­ხერ­ხდა. ამ მოვ­ლე­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას სა­ჭი­რო­ებს რამ­დე­ნად მზა­დაა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დეს მსგავს კრი­ზისს და არ­სე­ბობს თუ არა ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც შე­ეც­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ას და შემ­დეგ გან­მუხ­ტავ­და უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მო­უ­წო­დებს, დამ­ნა­შა­ვე­თა გა­მოვ­ლე­ნი­სა და სა­სა­მარ­თოს წი­ნა­შე წარ­დგო­მის მიზ­ნით სრულ­ყო­ფი­ლი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რონ, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მო­უ­წო­დებს შე­ის­წავ­ლონ ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს კრი­ზი­სე­ბის, მარ­თვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აჩ­ნი­ათ. ამას­თან, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის თქმით გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იყოს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ცრემლსა­დე­ნი გა­ზის და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი და უფ­ლე­ბა­მო­ცი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, თუკი ასეთს ჰქონ­და ად­გი­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უნდა დად­გინ­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბა მარ­თლაც სპონ­ტა­ნუ­რად და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის შე­დე­გი იყო, თუ მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი. სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აკის­რია, რაც ეფექ­ტუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი უნდა იყოს. ამას­თან, მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა იქ­ნეს პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის საგ­ნად იქ­ცეს", - გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

ომბუდსმენი ბათუმის მოვლენებზე: "მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს"

ომბუდსმენი ბათუმის მოვლენებზე: "მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს"

საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს გასული ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო.

როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა.

"შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას, თუმცა 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ. მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს ექვსივე დაკავებული და არც ერთი მათგანი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობდა.

"სამწუხაროა, რომ აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, შემდეგ ძალადობაში გადაზარდა, რასაც მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება, ავტომანქანებისა და ქონების განადგურება. სახალხო დამცველი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ვანდალიზმის მძაფრ გამოვლინებას. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისასა მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს. საფრთხე არ შეუქმნან მათ სიცოცხლეს, ჯანმრთლობას და ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ფართომასშტაბიანი ძლადობის პრევენცია მაინც ვერ მოხერხდა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ გაანალიზებას საჭიროებს რამდენად მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა დროულად და ეფექტურად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს და არსებობს თუ არა ეფექტური რეაგირების გეგმა, რომელიც შეეცდებოდა მოვლენების პრევენციას და შემდეგ განმუხტავდა უკიდურესად დაძაბულ ვითარებას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დამნაშავეთა გამოვლენისა და სასამართოს წინაშე წარდგომის მიზნით სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება ჩაატარონ, ხოლო პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს შეისწავლონ ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებს კრიზისების, მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით გააჩნიათ. ამასთან, უჩა ნანუაშვილის თქმით გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოცილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი.

"გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი მოქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი. სახელმწიფო ხელისუფლებას აღნიშნულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემის ვალდებულება აკისრია, რაც ეფექტური და ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგი უნდა იყოს. ამასთან, მიუღებელია, რომ შექმნილი ვითარება იქნეს პოლიტიზირებული და პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი