სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორემ ქადაგებაში ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა - რისკენ მოუწოდა მრევლს პატრიარქმა
ილია მეორემ ქადაგებაში ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა - რისკენ მოუწოდა მრევლს პატრიარქმა

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ეს ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არის წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი­სა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქმა ბა­თუმ­ში წუ­ხელ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ "ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი გან­გვა­ნათ­ლებს ყო­ველ­თა".

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ ვცხოვ­რობთ იმ დროს, როცა ბნე­ლი ხში­რად სჯობ­ნის ნა­თელს. როცა ბნე­ლი აბ­ნე­ლებს ჩვენს მი­და­მოს და აბ­ნე­ლებს ჩვენს სულს, აბ­ნე­ლებს ჩვენს გო­ნე­ბას და ჩვენს სახ­ლს. ჩვენ მი­ვი­ღეთ ცნო­ბა, რომ ღამე ნგრე­ვა ყო­ფი­ლა აჭა­რა­ში და მან­ქა­ნე­ბის მტვრე­ვა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. სი­ტყვით გა­მო­ვი­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ეს ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არის წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სა. იმე­დი მაქვს, რომ ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი გან­გვა­ნათ­ლებს ყო­ველ­თა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს არა სიმ­შვი­დე, არე­უ­ლო­ბა ძა­ლი­ან ხში­რად შე­ე­ხე­ბა ეკ­ლე­სი­ას. უნდა ვე­ცა­დოთ, სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სულ­ში, გულ­ში, სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სახ­ლში და გო­ნე­ბა­ში. ასე­ვე, ვაჩ­ვე­ნოთ ჩვენს შვი­ლებს მა­გა­ლი­თი სიმ­შვი­დი­სა", - გა­ნა­ცხა­და კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­მა ილია მე­ო­რემ.

ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ილია მე­ო­რემ ლოც­ვა "მო­წყა­ლე­ბა­სა შენ­სა" მრევ­ლთან ერ­თად წა­ი­კი­თხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორემ ქადაგებაში ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა - რისკენ მოუწოდა მრევლს პატრიარქმა

ილია მეორემ ქადაგებაში ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა - რისკენ მოუწოდა მრევლს პატრიარქმა

"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ბათუმში წუხელ მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".

"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს და აბნელებს ჩვენს სულს, აბნელებს ჩვენს გონებას და ჩვენს სახლს. ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში და მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვარ. სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. სამწუხაროა, რომ ეს არა სიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სახლში და გონებაში. ასევე, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს მაგალითი სიმშვიდისა", - განაცხადა კათალიკოს-პატრიარმა ილია მეორემ.

ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ ლოცვა "მოწყალებასა შენსა" მრევლთან ერთად წაიკითხა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი