საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი..." - რა კომენტარს აკეთებს ღოღობერიძე, რომელიც აჭარის საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა
"ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი..." - რა კომენტარს აკეთებს ღოღობერიძე, რომელიც აჭარის საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ აჭა­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას სწო­რედ ის ედგა სა­თა­ვე­ში, თუმ­ცა გუ­შინ ღა­მით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში მას წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის, რად­გან ეს, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ხნის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი პრო­ტეს­ტის შე­დე­გი იყო.

მან­ვე ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სად­მი პრო­ტეს­ტი მათი ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ჯა­რი­მე­ბის გამო გა­უჩ­ნდათ. ღო­ღო­ბე­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის წყა­ლო­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ჯა­რი­მა და­ი­წე­რა აჭა­რა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში.

"სუფ­რა­ზე, სა­დაც ბა­ტო­ნი კახა ბუხ­რა­ი­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად, იქ მან ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, რაც გა­მო­ი­ტა­ნეს სა­აშ­კა­რა­ო­ზე სა­პატ­რუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. ეს მე პი­რა­დად არ მო­მის­მე­ნია, გად­მო­ცე­მით ვიცი... რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე უთხრეს ფრა­ზე­ბი თათ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ა.შ. მე მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მაჩ­ნია და ვიცი ამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ჩვენ არა­ერ­თი ფაქ­ტი გვაქვს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან იმ აგ­რე­სი­ა­ზე და წა­მო­ძა­ხი­ლებ­ზე, რაც ხდე­ბო­და სა­პატ­რუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან. არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ცია ასე აგ­რე­სი­უ­ლად ექ­ცე­ო­დეს მო­ქა­ლა­ქე­ებს...

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რამ სა­ჯა­რი­მო ქვით­რე­ბით შე­უვ­სო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი სწო­რედ ბა­ტო­ნი ბუხ­რა­ი­ძის დახ­მა­რე­ბით. რე­ა­ლუ­რად, სხვა მუხლს უთი­თებ­დნენ და მო­ქა­ლა­ქე­ებს 50 ლა­რის ნაც­ვლად უწერ­დნენ 200 და 500 ლა­რი­ან ჯა­რი­მებს და ამის შემ­დეგ შე­ლა­პა­რა­კე­ბა­ში გა­და­ყავ­დათ ეს ყვე­ლა­ფე­რი, შემ­დეგ კი აკა­ვებ­დნენ ხალ­ხს სა­ხალ­ხოდ და სა­ჯა­როდ, რომ და­ე­ნახ­ვე­ბი­ნათ რომ ისი­ნი არი­ან მაგ­რე­ბი" - აღ­ნიშ­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა რომ ის პი­რა­დად არის ამ ყვე­ლაფ­რის დამ­გეგ­მა­ვი, მას ისე­ვე რო­გორც სხვას, უნდა მო­ე­თხო­ვოს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ის და­კი­თხვა­ზე არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ, თუმ­ცა მზა­დაა გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს თუ მის მი­მართ შე­კი­თხვე­ბი გაჩ­ნდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბა­თუმ­ში 9 მარტს გა­ი­მარ­თა აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "აჭა­რე­ლი თა­თა­რი არ არის!", რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე იყო. შეკ­რე­ბი­ლებ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან მუ­ქა­რა­ზე და უკა­ნო­ნო ჯა­რი­მებ­ზე ისა­უბ­რეს და აჭა­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის კა­ხა­ბერ ბუხ­რა­ძის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს. თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კამ­პა­ნია ბუხ­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ 9 მარ­ტის აქ­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე და­ი­წყო - 28 თე­ბერ­ვალს გავ­რცე­ლე­ბულ­და პე­ტი­ცია, სა­დაც "აჭა­რა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ მო­პყრო­ბა­ზე, მათი უფ­ლე­ბე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ შე­ზღუდ­ვებ­ზე" იყო სა­უ­ბა­რი.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: რა აქ­ცია გა­ი­მარ­თა ბა­თუმ­ში არე­უ­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე და ვინ შე­იძ­ლე­ბა მარ­თავ­დეს გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს?

"ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი..." - რა კომენტარს აკეთებს ღოღობერიძე, რომელიც აჭარის საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა

"ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი..." - რა კომენტარს აკეთებს ღოღობერიძე, რომელიც აჭარის საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ადასტურებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას სწორედ ის ედგა სათავეში, თუმცა გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებში მას წვლილი არ მიუძღვის, რადგან ეს, მისივე სიტყვებით საზოგადოებაში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი პროტესტის შედეგი იყო.

მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ადგილობრივებს პოლიციელებისადმი პროტესტი მათი ქსენოფობიური დამოკიდებულებისა და არაადეკვატური ჯარიმების გამო გაუჩნდათ. ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელის წყალობით, მილიონობით ლარის ჯარიმა დაიწერა აჭარაში ბოლო პერიოდში.

"სუფრაზე, სადაც ბატონი კახა ბუხრაიძე იმყოფებოდა ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად, იქ მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, რაც გამოიტანეს სააშკარაოზე საპატრულოს თანამშრომლებმა. ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი... რომ მოქალაქეები აღნიშნავდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენჯერმე უთხრეს ფრაზები თათრებთან დაკავშირებით და ა.შ. მე მყარი მტკიცებულებები გამაჩნია და ვიცი ამ პოლიციელების შესახებ, ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს მოქალაქეებისგან იმ აგრესიაზე და წამოძახილებზე, რაც ხდებოდა საპატრულოს თანამშრომლებიდან. არ შეიძლება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს მოქალაქეებს...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარამ საჯარიმო ქვითრებით შეუვსო რამდენიმე მილიონი სწორედ ბატონი ბუხრაიძის დახმარებით. რეალურად, სხვა მუხლს უთითებდნენ და მოქალაქეებს 50 ლარის ნაცვლად უწერდნენ 200 და 500 ლარიან ჯარიმებს და ამის შემდეგ შელაპარაკებაში გადაყავდათ ეს ყველაფერი, შემდეგ კი აკავებდნენ ხალხს სახალხოდ და საჯაროდ, რომ დაენახვებინათ რომ ისინი არიან მაგრები" - აღნიშნა ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, თუ გამოიკვეთება რომ ის პირადად არის ამ ყველაფრის დამგეგმავი, მას ისევე როგორც სხვას, უნდა მოეთხოვოს შესაბამისი პასუხი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ის დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს თუ მის მიმართ შეკითხვები გაჩნდება.

შეგახსენებთ, ბათუმში 9 მარტს გაიმართა აქცია სახელწოდებით "აჭარელი თათარი არ არის!", რომლის ორგანიზატორიც მერაბ ღოღობერიძე იყო. შეკრებილებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მუქარაზე და უკანონო ჯარიმებზე ისაუბრეს და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახაბერ ბუხრაძის გადადგომა მოითხოვეს. თუმცა არსებული ინფორმაციით, კამპანია ბუხრაძის წინააღმდეგ 9 მარტის აქციამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო - 28 თებერვალს გავრცელებულდა პეტიცია, სადაც "აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე" იყო საუბარი.

წაიკითხეთ ვრცლად: რა აქცია გაიმართა ბათუმში არეულობამდე ორი დღით ადრე და ვინ შეიძლება მართავდეს განვითარებულ პროცესებს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი