პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი მეორე)
 თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი მეორე)

რა არის ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი? სა­ხე­ლი, გვა­რი, პი­რა­დი ნო­მე­რი - ეს, ალ­ბათ, პირ­ვე­ლია, რაც ამ კი­თხვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ გა­გახ­სენ­დათ. მაგ­რამ ეს სულ სამი მო­ნა­ცე­მია.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტი წარ­მო­გიდ­გენთ ან­ბანს, რომ­ლი­თაც მი­ი­ღებთ დაწ­ვრი­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ. მაშ ასე, წარ­მო­გიდ­გენთ სტა­ტი­ის მე­ო­რე ნა­წილს 33 პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მის შე­სა­ხებ, დაც­ვის მარ­ტივ ხერ­ხებ­სა და საფრ­თხე­ებ­ზე, რა­საც მათი უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს (წა­ი­კი­თხეთ სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი)

რე­ზი­უ­მე - ჩვე­ნი და­საქ­მე­ბა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ხში­რად რე­ზი­უ­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს დო­კუ­მენ­ტი უამ­რავ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს შე­ი­ცავს: სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, ჰობი, ინ­ტე­რე­სე­ბი და სხვა. სა­სურ­ვე­ლია, რე­ზი­უ­მე­ში მხო­ლოდ ვა­კან­სი­ის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვუ­თი­თოთ და დო­კუ­მენ­ტის გაგ­ზავ­ნამ­დე გა­და­ვა­მოწ­მოთ მო­ნა­ცე­მე­ბის სი­ზუს­ტე და ნამ­დვი­ლო­ბა.

სეს­ხი - სეს­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ცავს გამ­სეს­ხებ­ლის, მსეს­ხებ­ლის, თავ­დე­ბის მო­ნა­ცე­მებს, ასე­ვე სეს­ხის ოდე­ნო­ბას, ხან­გრძლი­ვო­ბას, ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბას, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს, ჯა­რი­მი­სა და პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს ოდე­ნო­ბას და სხვა უამ­რავ დე­ტალს. სეს­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხა­ვენ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო და ონ­ლა­ინ სეს­ხის კომ­პა­ნი­ე­ბი, საკ­რე­დი­ტო ბი­უ­რო­ე­ბი, ე.წ სეს­ხის ამომ­ღე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ნო­ტა­რი­უ­სი და სხვა პი­რე­ბი.

სესხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. მისი მე­სა­მე პი­რე­ბის­თვის გამ­ჟღავ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ პი­რის თან­ხმო­ბით ან/და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრულ შემ­თხვე­ვებ­ში. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბით გა­ე­ცა­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას, მათ შო­რის მე­სა­მე პი­რე­ბით­ვის მო­ნა­ცემ­თა გა­და­ცე­მას ეხე­ბა.

ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი - ციფრ­თა კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც მფლო­ბელ­თან ზა­რით, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით და ინ­ტერ­ნე­ტით და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ისეთ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ი­სას, რო­გო­რი­ცაა Viber, WhatsApp და სხვა. ინა­ხე­ბა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლის ოპე­რა­ტო­რე­ბის, სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში.

ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მო­პო­ვე­ბა ძი­რი­თა­დად უშუ­ა­ლოდ მო­ქა­ლა­ქის­გან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ხში­რად სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბებს მხო­ლოდ იმის გამო ვი­ღებთ, რომ ოპე­რა­ტორს ნება დავ­რთეთ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მისი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­კე­ტინ­გუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, ან რო­მე­ლი­მე ვებ გვერ­დზე გა­ვა­სა­ჯა­რო­ვეთ ის. ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მფლო­ბე­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა. ამის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი ნომ­რის "და­გუ­გლ­ვა" სცა­დოთ.

უნა­რე­ბი - თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებ­ზე და ხში­რად ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი თუ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა ჩვენ უნა­რებ­ზე და მათი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­გად უნა­რებ­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი ფას­დე­ბა მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ანა­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ტექ­ნი­კუ­რი თუ ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი უნა­რე­ბით. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლია არა­ერთ დო­კუ­მენ­ტში, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად ვხვდე­ბით რე­ზი­უ­მე­ში (CV), კან­დი­დატ­თა თუ თა­ნამ­შრო­მელ­თა შე­ფა­სე­ბის ფორ­მებ­ში, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში, და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში, ტეს­ტი­რე­ბი­სა და ატეს­ტა­ცი­ის შე­დე­გებ­ში

ფოტო - ციფ­რულ ან ბეჭ­დურ ფორ­მატ­ში გა­და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბად პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს წარ­მო­ად­გენს. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ და სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტებ­ში, საშ­ვებ­სა და პი­რად საქ­მე­ებ­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. და­ფიქ­რდით რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე სხვი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბი­სას. არა­სა­სურ­ვე­ლი ფო­ტოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მნათ, რო­გორც პი­რად, ისე საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში.

ქო­ნე­ბა - უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ნივ­თი, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თე, რო­მელ­საც ფლობთ, სარ­გებ­ლობთ და გან­კარ­გავთ. მა­გა­ლი­თად, სახ­ლი, მიწა, ფული, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლი, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ტექ­ნი­კა და სხვა. ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და მისი გამ­ჟღავ­ნე­ბა მხო­ლოდ მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­მო­ნაკ­ლისს, მა­გა­ლი­თის­თვის, წარ­მო­ად­გენს სა­ჯა­რო რე­ესტრი, სა­დაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინ­ფორ­მა­ცია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე­თა შე­სა­ხებ. გა­მო­ნაკ­ლი­სია თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა დეკ­ლა­რა­ცი­აც, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ა­სა­ჯა­რო­ონ მო­ნა­ცე­მე­ბი მათი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი - ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი, რო­გორც გე­ნე­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი, უნი­კა­ლუ­რო­ბი­სა და თვი­თაღ­დგე­ნის უნა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი და ხელ­სა­წყო­ე­ბი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დით პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც იძ­ლე­ვა. გე­ნე­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ცუ­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა და მათი სა­თა­ნა­დო წე­სით შე­ნახ­ვა.

ყო­ფაქ­ცე­ვა - თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლებ­ში ფი­ზი­კი­სა და ის­ტო­რი­ის ნიშ­ნებ­თან ერ­თად უკვე ვე­ღარ შეხ­ვდე­ბით ყო­ფაქ­ცე­ვის ნი­შანს, თუმ­ცა, ზოგ­ჯერ მოს­წავ­ლე­ე­ბის ყო­ფაქ­ცე­ვა სხვა­დას­ხვა ფორ­მით აღი­რი­ცხე­ბა და აი­სა­ხე­ბა ამა თუ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის წარ­სად­გენ ცნო­ბებ­სა თუ და­სა­ხა­სი­ა­თე­ბებ­ში. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა შე­საძ­ლოა ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვის შემ­დეგ წა­ი­შა­ლოს და გა­ნად­გურ­დეს.

არას­რულ­წლო­ვანს და მის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს აქვთ უფ­ლე­ბა იცოდ­ნენ, რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ბავ­შვის შე­სა­ხებ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­თხო­ვონ მათი გას­წო­რე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა ან წაშ­ლა. ბავ­შვე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს მათი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

შვი­ლე­ბა - ინ­ფორ­მა­ცია შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკაც­რად კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და მისი გამ­ჟღავ­ნე­ბა მშვი­ლებ­ლის ნება-სურ­ვი­ლის გა­რე­შე სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს წარ­მო­ად­გენს. შვი­ლე­ბის საქ­მეს სა­სა­მარ­თლო და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლავს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნო­ში. შვი­ლად აყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე ნე­ბის­მი­ე­რი პირი ვალ­დე­ბუ­ლია სა­ი­დუმ­ლოდ შე­ი­ნა­ხოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ჩვე­ნე­ბა - ჩვე­ნე­ბა არის სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის, ბრალ­დე­ბუ­ლის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც წესი, მას­ში არა­ერ­თი პი­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მია მო­ცე­მუ­ლი. ჩვე­ნე­ბა აი­სა­ხე­ბა არა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ოქ­მში, არა­მედ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის აუ­დიო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის პრო­ცე­სის ტრანსლი­რე­ბა პირ­და­პი­რი ეთე­რი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. ჩვე­ნე­ბის მიმ­ცე­მი პი­რის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია აკ­რძა­ლოს მისი გა­და­ღე­ბა, მისი ვი­ნა­ო­ბის, გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბის ან სხვა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ხე­ლა.

ცნო­ბა - ცნო­ბა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, მო­იხ­მა­რა თუ არა პირ­მა გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, ან იმ­ყო­ფე­ბა თუ არა ნარ­კო­ლო­გი­ურ აღ­რი­ცხვა­ზე. ცნო­ბა, რო­გორც წესი, გა­ი­ცე­მა უშუ­ა­ლოდ პირ­ზე და მას აქვს უფ­ლე­ბა არ გა­ამ­ჟღავ­ნოს ეს ინ­ფორ­მა­ცია. გა­მო­ნაკ­ლი­სია სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც კან­დი­და­ტი, ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვალ­დე­ბუ­ლია წა­რად­გი­ნოს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის ცნო­ბა. მას გას­ცემს შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით.

ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი - ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია, ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნა და აღ­კვე­თა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა ოჯა­ხის წევ­რს, რო­მელ­მაც გა­ნი­ცა­და ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ან იძუ­ლე­ბა. ამ­გვა­რი სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­სა­მარ­თლოს ან/და მსხვერ­პლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ჯგუფს. სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ მსხვერ­პლს აქვს უფ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­საფ­რით. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბა, ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, ინ­ფორ­მა­ცია მისი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და მისი გამ­ჟღავ­ნე­ბა მხო­ლოდ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წარ­მო­მავ­ლო­ბა - ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს მო­ნა­ცე­მებს პი­რის ან მისი ოჯა­ხის, წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლის, გე­ნე­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ. ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში ძი­რი­თა­დად მი­თი­თე­ბუ­ლია ეთ­ნი­კუ­რი, ეროვ­ნუ­ლი ან რა­სობ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ეთ­ნი­კუ­რი და რა­სობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცე­მია და მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა დაც­ვის მა­ღალ სტან­დარტს აწე­სებს.

ჭორი - კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი უნდა იყოს ნამ­დვი­ლი და ზუს­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ჭორი არ არის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი, თუმ­ცა მისი გავ­რცე­ლე­ბით შე­საძ­ლოა პირს მი­ად­გეს მო­რა­ლუ­რი ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი. ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს გზით და­იც­ვას სა­კუ­თა­რი პა­ტი­ვი, ღირ­სე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია და მათი შე­ლახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­თხო­ვოს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

ხმის ჩა­ნა­წე­რი - "გმად­ლობთ, რომ დაგ­ვი­კავ­შირ­დით. გაც­ნო­ბებთ, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით თქვე­ნი სა­უ­ბა­რი იწე­რე­ბა." ეს ტექ­სტი უცხო ალ­ბათ არა­ვის­თვი­საა, თუმ­ცა ალ­ბათ ბევ­რს არ უფიქ­რია, რომ ეს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მის და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, როცა თქვე­ნი ხმა იწე­რე­ბა. სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა შევ­ხვდეთ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებს, რომ­ლებ­საც ხმის ჩა­წე­რის ფუნ­ქცი­აც აქვთ, აუ­დი­ო­ჩა­წე­რა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზებ­ში და სხდო­მებ­ზე. მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა თქვე­ნი თან­ხმო­ბის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია, თუნ­დაც "სა­ა­ხალ­წლო კუ­რი­ო­ზე­ბის" კონ­ტექ­სტში.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს წარ­მო­ად­გენს და და­ცუ­ლია რო­გორც პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა პი­რის დი­აგ­ნო­ზი, და­ნიშ­ნუ­ლი თუ მი­ღე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გორც წესი, ინა­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და მათი მე­სა­მე პი­რე­ბის­თვის გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ პი­რის თან­ხმო­ბით, ან, მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის, სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით და სხვა.

ჰო­ნო­რა­რი - ჰო­ნო­რა­რი, ძი­რი­თა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ავ­ტო­რე­ბი­სა და ად­ვო­კა­ტე­ბის ფუ­ლა­დი გა­სამ­რჯე­ლოა. ავ­ტორს, ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბელს უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს სა­ავ­ტო­რო ჰო­ნო­რა­რი მისი ნა­წარ­მო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის. ჰო­ნო­რა­რის ოდე­ნო­ბა და შე­თან­ხმე­ბის სხვა პი­რო­ბე­ბი, რო­გორც წესი, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და მისი გამ­ჟღავ­ნე­ბა მხო­ლოდ მხა­რე­თა თან­ხმო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ის შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჯა­როვ­დეს კი­დეც, მა­გა­ლი­თად მა­შინ, როცა საქ­მე სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გან­კარ­გვას ეხე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი

წყა­რო: portal.personaldata.ge/anbani

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი მეორე)

 თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი მეორე)

რა არის ჩემი პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ეს, ალბათ, პირველია, რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ გაგახსენდათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი წარმოგიდგენთ ანბანს, რომლითაც მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ სტატიის მეორე ნაწილს 33 პერსონალური მონაცემის შესახებ, დაცვის მარტივ ხერხებსა და საფრთხეებზე, რასაც მათი უკანონოდ გამოყენება იწვევს (წაიკითხეთ სტატიის პირველი ნაწილი)

რეზიუმე - ჩვენი დასაქმება, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა და კარიერული განვითარება ხშირად რეზიუმეზეა დამოკიდებული. ეს დოკუმენტი უამრავ პერსონალურ მონაცემს შეიცავს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ჰობი, ინტერესები და სხვა. სასურველია, რეზიუმეში მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია მივუთითოთ და დოკუმენტის გაგზავნამდე გადავამოწმოთ მონაცემების სიზუსტე და ნამდვილობა.

სესხი - სესხის შესახებ ინფორმაცია მოიცავს გამსესხებლის, მსესხებლის, თავდების მონაცემებს, ასევე სესხის ოდენობას, ხანგრძლივობას, ვადის გადაცილებას, საპროცენტო განაკვეთს, ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობას და სხვა უამრავ დეტალს. სესხის შესახებ ინფორმაციას ინახავენ კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხის კომპანიები, საკრედიტო ბიუროები, ე.წ სესხის ამომღები ორგანიზაციები, ნოტარიუსი და სხვა პირები.

სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით. მისი მესამე პირებისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ პირის თანხმობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის მესამე პირებითვის მონაცემთა გადაცემას ეხება.

ტელეფონის ნომერი - ციფრთა კომბინაცია, რომელიც მფლობელთან ზარით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ინტერნეტით დაკავშირების საშუალებას იძლევა, ასევე გამოიყენება სოციალურ ქსელებში და ისეთ აპლიკაციებში რეგისტრაციისას, როგორიცაა Viber, WhatsApp და სხვა. ინახება საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში.

ტელეფონის ნომრის მოპოვება ძირითადად უშუალოდ მოქალაქისგან ხორციელდება. ხშირად სარეკლამო შეტყობინებებს მხოლოდ იმის გამო ვიღებთ, რომ ოპერატორს ნება დავრთეთ გამოეყენებინა ჩვენი ტელეფონის ნომერი მისი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგული მიზნებისთვის, ან რომელიმე ვებ გვერდზე გავასაჯაროვეთ ის. ტელეფონის ნომერი მფლობელის შესახებ ბევრი სხვა ინფორმაციის შეგროვების საშუალებასაც იძლევა. ამის გადასამოწმებლად შეგიძლიათ საკუთარი ნომრის "დაგუგლვა" სცადოთ.

უნარები - თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და ხშირად ჩვენი განათლება, პროფესიული არჩევანი თუ კარიერული ზრდა ჩვენ უნარებზე და მათი განვითარების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ზოგად უნარებთან ერთად ადამიანი ფასდება მისი შემოქმედებითი, ანალიტიკური, სოციალური, ტექნიკური თუ ინტერპერსონალური უნარებით. ეს მონაცემები მითითებულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით რეზიუმეში (CV), კანდიდატთა თუ თანამშრომელთა შეფასების ფორმებში, რეკომენდაციებში, დახასიათებაში, ტესტირებისა და ატესტაციის შედეგებში

ფოტო - ციფრულ ან ბეჭდურ ფორმატში გადატანილი გამოსახულებაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს. გამოიყენება პირადობის დამადასტურებელ და სამგზავრო დოკუმენტებში, საშვებსა და პირად საქმეებში. ყველაზე მეტად ფოტოების გასაჯაროება სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. დაფიქრდით როგორც საკუთარი, ისე სხვისი, განსაკუთრებით ბავშვების ფოტოების სოციალურ ქსელებში გავრცელებისას. არასასურველი ფოტოს გასაჯაროებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ, როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში.

ქონება - უძრავი და მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელსაც ფლობთ, სარგებლობთ და განკარგავთ. მაგალითად, სახლი, მიწა, ფული, ფასიანი ქაღალდები, ავტომობილი, ძვირფასეულობა, ტექნიკა და სხვა. ქონების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა მისი გამჟღავნება მხოლოდ მფლობელის თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. გამონაკლისს, მაგალითისთვის, წარმოადგენს საჯარო რეესტრი, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია უძრავი ქონების მესაკუთრეთა შესახებ. გამონაკლისია თანამდებობის პირთა დეკლარაციაც, რომლებიც ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გაასაჯაროონ მონაცემები მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

ღეროვანი უჯრედი - ღეროვანი უჯრედი, როგორც გენეტიკური მონაცემი, უნიკალურობისა და თვითაღდგენის უნარიდან გამომდინარე ძირითადად გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა თანამედროვე მეთოდები და ხელსაწყოები ღეროვანი უჯრედით პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობასაც იძლევა. გენეტიკური მონაცემების დაცულობისთვის მნიშვნელოვანია ღეროვანი უჯრედების ფიზიკური უსაფრთხოება და მათი სათანადო წესით შენახვა.

ყოფაქცევა - თანამედროვე სკოლებში ფიზიკისა და ისტორიის ნიშნებთან ერთად უკვე ვეღარ შეხვდებით ყოფაქცევის ნიშანს, თუმცა, ზოგჯერ მოსწავლეების ყოფაქცევა სხვადასხვა ფორმით აღირიცხება და აისახება ამა თუ იმ დაწესებულებისთვის წარსადგენ ცნობებსა თუ დასახასიათებებში. ამ მონაცემების დამუშავება შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ წაიშალოს და განადგურდეს.

არასრულწლოვანს და მის კანონიერ წარმომადგენელს აქვთ უფლება იცოდნენ, რა სახის ინფორმაცია ინახება ორგანიზაციაში ბავშვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვონ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა. ბავშვების პერსონალური მონაცემების გამოყენება უნდა ხდებოდეს მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

შვილება - ინფორმაცია შვილად აყვანის შესახებ. განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, მკაცრად კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. შვილების საქმეს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს აღნიშნული ინფორმაცია.

ჩვენება - ჩვენება არის სასამართლოში მოწმის, ბრალდებულის, დაზარალებულის მიერ მიცემული ინფორმაცია საქმის გარემოებების შესახებ. როგორც წესი, მასში არაერთი პირის პერსონალური მონაცემია მოცემული. ჩვენება აისახება არა მხოლოდ სასამართლო სხდომის ოქმში, არამედ სასამართლო პროცესის აუდიო და ვიდეოჩანაწერებში. შესაძლებელია ჩვენების მიცემის პროცესის ტრანსლირება პირდაპირი ეთერითაც მიმდინარეობდეს. ჩვენების მიმცემი პირის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს მისი გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.

ცნობა - ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შეიცავს ინფორმაციას, მოიხმარა თუ არა პირმა გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალება, ან იმყოფება თუ არა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. ცნობა, როგორც წესი, გაიცემა უშუალოდ პირზე და მას აქვს უფლება არ გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია. გამონაკლისია საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევა, როდესაც კანდიდატი, ან საჯარო მოხელე ვალდებულია წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. მას გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტების დაცვით.

ძალადობის მსხვერპლი - ოჯახში ძალადობის პრევენცია, ძალადობის გამოვლენა და აღკვეთა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ძალადობის მსხვერპლის სტატუსი ენიჭება ოჯახის წევრს, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება. ამგვარი სტატუსის განსაზღვრა შეუძლია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს. სტატუსის მინიჭების შემდეგ მსხვერპლს აქვს უფლება ისარგებლოს სახელმწიფო თავშესაფრით. ძალადობის მსხვერპლის ვინაობა, ადგილსამყოფელი, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მხოლოდ კანონით დადგენილი წესითაა შესაძლებელი.

წარმომავლობა - ინფორმაცია წარმომავლობის შესახებ შეიძლება შეიცავდეს მონაცემებს პირის ან მისი ოჯახის, წარმოშობის ადგილის, გენეტიკური მემკვიდრეობის, სოციალური სტატუსის შესახებ. ოფიციალურ დოკუმენტებში ძირითადად მითითებულია ეთნიკური, ეროვნული ან რასობრივი წარმომავლობა. ინფორმაცია ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დაცვის მაღალ სტანდარტს აწესებს.

ჭორი - კანონმდებლობის მიხედვით პერსონალური მონაცემი უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი. შესაბამისად, ჭორი არ არის პერსონალური მონაცემი, თუმცა მისი გავრცელებით შესაძლოა პირს მიადგეს მორალური ან მატერიალური ზიანი. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და მათი შელახვის შემთხვევაში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ხმის ჩანაწერი - "გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით. გაცნობებთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება." ეს ტექსტი უცხო ალბათ არავისთვისაა, თუმცა ალბათ ბევრს არ უფიქრია, რომ ეს პერსონალური მონაცემის დამუშავების შესახებ ინფორმირებას წარმოადგენს. სატელეფონო მომსახურება არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა თქვენი ხმა იწერება. სხვადასხვა შემთხვევებში შეიძლება შევხვდეთ სათვალთვალო კამერებს, რომლებსაც ხმის ჩაწერის ფუნქციაც აქვთ, აუდიოჩაწერა ხორციელდება სასამართლო დარბაზებში და სხდომებზე. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ჩანაწერების შემდგომი გავრცელება თქვენი თანხმობის გარეშე დაუშვებელია, თუნდაც "საახალწლო კურიოზების" კონტექსტში.

ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს და დაცულია როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იძლევა პირის დიაგნოზი, დანიშნული თუ მიღებული მკურნალობის მეთოდები და შესაბამისი გამოკვლევების შედეგები. ეს მონაცემები, როგორც წესი, ინახება სამედიცინო დაწესებულებებში და მათი მესამე პირებისთვის გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირის თანხმობით, ან, მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სასიცოცხლო ინტერესების დაცვის მიზნით და სხვა.

ჰონორარი - ჰონორარი, ძირითადად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების, ავტორებისა და ადვოკატების ფულადი გასამრჯელოა. ავტორს, ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ჰონორარის ოდენობა და შეთანხმების სხვა პირობები, როგორც წესი, კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მხოლოდ მხარეთა თანხმობითაა შესაძლებელი. თუმცა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ის შეიძლება გასაჯაროვდეს კიდეც, მაგალითად მაშინ, როცა საქმე საბიუჯეტო სახსრების განკარგვას ეხება.

წაიკითხეთ სტატიის პირველი ნაწილი

წყარო: portal.personaldata.ge/anbani

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი