მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალისა და მისი იტალიელი მეუღლის რესტორანი მილანში ქართული კერძებითა და ღვინით
ქართველი ქალისა და მისი იტალიელი მეუღლის რესტორანი მილანში ქართული კერძებითა და ღვინით

თუ მი­ლან­ში მოხ­ვდე­ბით, არ და­გა­ვი­წყდეთ პა­ტა­რა, მყუდ­რო რეს­ტორ­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, სა­დაც ქარ­თულ კერ­ძებს ქარ­თვე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ლალი თე­დე­ე­ვა და მისი იტა­ლი­ე­ლი მე­უღ­ლე მა­რიო ბე­ლო­ტი ამ­ზა­დე­ბენ. წყვი­ლი მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს კერ­ძე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს, ისე­ვე რო­გორც ცნო­ბილ იტა­ლი­ურ ცუ­კი­ნის შემ­წვარ ყვა­ვილს, ისე ქარ­თულ ნიგვზი­ან ბად­რი­ჯანს სა­ო­ცარ ქარ­თულ ღვი­ნოს­თან ერ­თად. წყვილ­მა სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­სა და კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი ვნე­ბის შე­სა­ხებ "Georgian Journal"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა:

"Panvinolio პა­ტა­რა რეს­ტო­რა­ნია მი­ლან­ში, რო­მე­ლიც და­ა­ჯილ­დო­ვეს რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი მა­ღა­ზია 2016 წელს და რო­გორც პა­ტა­რა ბუ­ტიკ-მა­ღა­ზია 2017 წელს. რეს­ტო­რა­ნი ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით მას­პინ­ძლობს სტუმ­რებს. გვაქვს სა­ცხო­ბი, ბიო საკ­ვე­ბის მა­ღა­ზია, ღვი­ნის მა­ღა­ზია და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, რაც იტა­ლი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ.

16 წლის მან­ძილ­ზე ამე­რი­კა­ში ვმუ­შა­ობ­დი კარგ რეს­ტორ­ნებ­ში, ლოს ან­ჯე­ლეს­სა და პრო­ვი­დენსში. მი­ლან­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში სო­მე­ლი­ე­დაც მი­მუ­შა­ვია და ჯილ­დოც მაქვს მი­ღე­ბუ­ლი ღვი­ნის საკ­ვებ­თან მი­სა­და­გე­ბა­ში. ჩემი ცოლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, ათი წლის წინ კი იტა­ლი­ა­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ნე­ა­პოლ­ში ის­წავ­ლა იტა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ მი­ლან­ში გად­მო­ვი­და 2011 წელს, სა­დაც გა­ვი­ცა­ნით კი­დეც ერ­თმა­ნე­თი. 2013 წლის სექ­ტემ­ბერს დავ­ქორ­წინ­დით, 2014 წელს კი "პან­ვი­ნო­ლიო" გავ­ხსე­ნით.

ძი­რი­თა­დად იტა­ლი­ურ კერ­ძებს ვამ­ზა­დებთ, ნაკ­ლებ ცხი­მი­ანს, ჯან­საღ საკ­ვებს, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­ულს სა­ღა­მო­ებ­საც ხში­რად ვმარ­თავთ. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი­დან მე­ნი­უ­ში გვაქვს ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, ფხა­ლი, ღომი, ხარ­ჩო, ხა­ჭა­პუ­რი და ფე­ლა­მუ­ში. ამას­თან, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, რო­მელ­საც ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი აწარ­მო­ებს. რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი კლი­ენ­ტიც გვყავს, სტუ­დენ­ტი, ექი­მი თუ ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი. ყვე­ლა ქარ­თველს, ვი­საც გა­ვიც­ნობ ხოლ­მე, ვუ­მე­გობ­რდე­ბი" - ამ­ბობს მა­რიო ბე­ლო­ტი.

- რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ?

- აგ­ვის­ტო­ში ვა­პი­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას. ძა­ლი­ან მინ­და ქარ­თუ­ლი მარ­ნე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, ხინ­კა­ლი, ხა­ჭა­პუ­რი, მწვა­დი, ჯონ­ჯო­ლი, ლა­ვა­ში და რა­საკ­ვირ­ვე­ლია ფე­ლა­მუ­ში. ეს ყვე­ლა კერ­ძი ჩემ­მა ქარ­თველ­მა ცოლ­მა გა­მა­სინ­ჯა, თა­ვი­სი­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­დან მიყ­ვარს ხიხ­ვი, სა­ფე­რა­ვი, ასე­ვე ჭაჭა. მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა იმ­დე­ნად, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ის­ტო­რი­ი­სა და მისი დამ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ ბრო­შუ­რაც კი ვთარ­გმნე. ჩვენ ღვი­ნის მა­ღა­ზი­აც გვაქვს, სა­დაც ვყი­დით ღვი­ნოს და მომ­ხმა­რე­ბელს ბრო­შუ­რებს ვუ­რი­გებთ, რათა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ის­ტო­რი­ას გა­ეც­ნონ... ერ­თად მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი წყვი­ლის რეს­ტორ­ნი­დან

giorgi
0

თუ გაქვთ ხინკლის ვაკანსია ახლა ვმუშაობ ქალაქ ბარში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქართველი ქალისა და მისი იტალიელი მეუღლის რესტორანი მილანში ქართული კერძებითა და ღვინით

ქართველი ქალისა და მისი იტალიელი მეუღლის რესტორანი მილანში ქართული კერძებითა და ღვინით

თუ მილანში მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ პატარა, მყუდრო რესტორნის მონახულება, სადაც ქართულ კერძებს ქართველი შეფ-მზარეული ლალი თედეევა და მისი იტალიელი მეუღლე მარიო ბელოტი ამზადებენ. წყვილი მომხმარებელს სთავაზობს კერძების ფართო არჩევანს, ისევე როგორც ცნობილ იტალიურ ცუკინის შემწვარ ყვავილს, ისე ქართულ ნიგვზიან ბადრიჯანს საოცარ ქართულ ღვინოსთან ერთად. წყვილმა საკუთარი სიყვარულის ისტორისა და კულინარიისადმი ვნების შესახებ "Georgian Journal"-თან ინტერვიუში ისაუბრა:

"Panvinolio პატარა რესტორანია მილანში, რომელიც დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო მრავალფუნქციური მაღაზია 2016 წელს და როგორც პატარა ბუტიკ-მაღაზია 2017 წელს. რესტორანი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მასპინძლობს სტუმრებს. გვაქვს საცხობი, ბიო საკვების მაღაზია, ღვინის მაღაზია და ყველაფერი კარგი, რაც იტალიაში შეიძლება ნახოთ.

16 წლის მანძილზე ამერიკაში ვმუშაობდი კარგ რესტორნებში, ლოს ანჯელესსა და პროვიდენსში. მილანში რამდენიმე ცნობილ რესტორანში სომელიედაც მიმუშავია და ჯილდოც მაქვს მიღებული ღვინის საკვებთან მისადაგებაში. ჩემი ცოლი თბილისში დაიბადა, ათი წლის წინ კი იტალიაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ნეაპოლში ისწავლა იტალიური კერძების მომზადება და შემდეგ მილანში გადმოვიდა 2011 წელს, სადაც გავიცანით კიდეც ერთმანეთი. 2013 წლის სექტემბერს დავქორწინდით, 2014 წელს კი "პანვინოლიო" გავხსენით.

ძირითადად იტალიურ კერძებს ვამზადებთ, ნაკლებ ცხიმიანს, ჯანსაღ საკვებს, თუმცა ქართული სამზარეულს საღამოებსაც ხშირად ვმართავთ. ქართული კერძებიდან მენიუში გვაქვს ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალი, ღომი, ხარჩო, ხაჭაპური და ფელამუში. ამასთან, ქართული ღვინო, რომელსაც ნინო ანანიაშვილი აწარმოებს. რამდენიმე ქართველი კლიენტიც გვყავს, სტუდენტი, ექიმი თუ ოპერის მომღერალი. ყველა ქართველს, ვისაც გავიცნობ ხოლმე, ვუმეგობრდები" - ამბობს მარიო ბელოტი.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართული სამზარეულოს შესახებ?

- აგვისტოში ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას. ძალიან მინდა ქართული მარნების მონახულება. ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, ჯონჯოლი, ლავაში და რასაკვირველია ფელამუში. ეს ყველა კერძი ჩემმა ქართველმა ცოლმა გამასინჯა, თავისივე მომზადებული.

ქართული ღვინოებიდან მიყვარს ხიხვი, საფერავი, ასევე ჭაჭა. მიყვარს საქართველოს ისტორია და კულტურა იმდენად, რომ ქართული ღვინის ისტორიისა და მისი დამზადების შესახებ ბროშურაც კი ვთარგმნე. ჩვენ ღვინის მაღაზიაც გვაქვს, სადაც ვყიდით ღვინოს და მომხმარებელს ბროშურებს ვურიგებთ, რათა ქართული ღვინის ისტორიას გაეცნონ... ერთად მუშაობა რთულია, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.

დაათვალიერეთ ფოტოები ქართულ-იტალიური წყვილის რესტორნიდან