თბილისში, ვაკეში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "პიქსელის" შენობასთან მოხდა. ცეცხლი "სედანის" ტიპის ავტომანქანას გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ფოტო: გოგა თირქია, კახა ოღაძე