სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
II მსოფლიო ომში 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი ქართულ სცენაზე - პრემიერა მოზარდმაყურებელში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
II მსოფლიო ომში 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი ქართულ სცენაზე - პრემიერა მოზარდმაყურებელში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე პრე­მი­ე­რა შედ­გა, - სცე­ნა­ზე სამ­ხედ­რო ამ­ბა­ვი თა­მაშ­დე­ბა ისე, რომ დარ­ბაზ­ში მყოფ მა­ყუ­რე­ბელს გან­ცდა უჩ­ნდე­ბა, თით­ქოს თვალ­ყურს ადევ­ნებს რე­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხოვ­რე­ბას...

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ნილ სა­ი­მო­ნის პი­ე­სის "ბი­ლო­ქ­სი ბლუ­ზის" რე­ჟი­სო­რი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლია.

"ბი­ლო­ქ­სი ბლუ­ზი" ნილ სა­ი­მო­ნის ნა­ხევ­რა­დავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია და მწერ­ლის ტრი­ლო­გი­ის, "ბრა­ი­ტონ ბი­ჩის მე­მუ­ა­რე­ბის" მე­ო­რე ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. აღ­წე­რი­ლია 6 ახალ­წვე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი, რაც ყვე­ლა დრო­ის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ახალ­გაზ­რდებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გა­იწ­ვე­ვენ. ფრონ­ტის ხა­ზამ­დე, მი­სი­სი­პის შტა­ტის ქა­ლაქ ბი­ლო­ქ­სის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის კურსს გა­დი­ან. ბევ­რი რა­მის სწავ­ლა და გან­ცდა მო­უ­წევთ - ჯერ რთუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე, მკაც­რი სერ­ჟან­ტის, მერ­ვინ ტუ­მის ხელ­ში, შემ­დეგ კი რე­ა­ლუ­რი ფრონ­ტის ხაზ­ზე. უგე­მუ­რი საჭ­მე­ლი, დის­კომ­ფორ­ტი, და­ძა­ბუ­ლი სამ­ხედ­რო რე­ჟი­მი და ამ ფონ­ზე აგე­ბუ­ლი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­ნატ­რე­ლი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი, ქა­ლის პირ­ვე­ლი ალერ­სი და პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სიტ­კბო­ე­ბა - ასეთ გზას გა­დის პი­ე­სის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი იუ­ჯინ ჯე­რო­მი.

სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ნი­კო­ლოზ ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ფა­იქ­რი­ძე, გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე, შალ­ვა ან­თე­ლა­ვა, გი­ორ­გი ჯი­ქუ­რი­ძე, გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე ქინ­ქლა­ძე, ვანო დუ­გ­ლა­ძე, ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძე, გი­ორ­გი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ნინო ან­დრი­ა­ძე, მა­რი­ამ ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი.

დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი, სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე-ნა­ხე­ვა­რი ვი­მუ­შა­ვეთ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ტენ­სი­უ­რი იყო ეს პრო­ცე­სი. მა­სა­ლის მი­მართ თა­ვის­თა­ვად დიდი ინ­ტე­რე­სი იყო. პი­ე­სა პი­რა­დად ჩემ­თვის არის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ და­მო­უ­კი­დე­ბელ ნა­ბი­ჯებ­ზე... ამი­ტომ, რო­დე­საც სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩვენ­თან მო­დი­ან, სპექ­ტაკ­ლით ვე­უბ­ნე­ბით, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ გა­დად­გამ და­მო­უ­კი­დებ­ლად ამ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს.

დიახ, სპექ­ტაკ­ლი ბევრ რამე პირ­ველ­ზეა, - პირ­ველ სიყ­ვა­რულ­ზე, პირ­ველ იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, პირ­ველ სექსზე, პირ­ველ ბო­რო­ტე­ბა­ზე, პირ­ველ ძმა­კა­ცის და­კარ­გვა­ზე, რა­ღა­ცით გან­ხიბლვა­ზე, რა­ღა­ცით მო­ხიბ­ვლა­ზე ა.შ. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ახალ­გაზ­რდებ­მა ცხოვ­რე­ბა­ში უნდა ნა­ხონ!

სა­ი­მო­ნი თა­ვად იყო ჯარ­ში ნამ­ყო­ფი და სწო­რედ იქი­დან აქვს ბევ­რი რამ აღე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლურ გან­ცდებ­სა და ემო­ცი­ა­ზე აქვს აგე­ბუ­ლი, ეს ენერ­გე­ტი­კა ნამ­დვი­ლად იგ­რძნო­ბა.

- მარ­თლაც, რე­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს თი­თო­ე­ულ მსა­ხი­ობს და და­მა­ჯე­რებ­ლად მო­აქვს მა­ყუ­რებ­ლამ­დე... თა­ვად თუ ხართ ჯარ­ში ნამ­ყო­ფი?

- არ ვარ ნამ­ყო­ფი, უფრო მეტ­საც გე­ტყვით, მთე­ლი ჩვე­ნი "სამ­ხედ­რო" მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან მხო­ლოდ ორია ნამ­ყო­ფი, ისიც დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში...

- ვფიქ­რობ, რომ ამ სპექ­ტაკ­ლით ისი­ნი ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თქვენს სცე­ნა­ზე იხ­დი­ან...

- მეს­მის, რა­საც გუ­ლის­ხმობთ, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი იყო, რო­მელ­შიც ბი­ჭებს ჩვე­ნი­ვე მსა­ხი­ო­ბი, პა­ა­ტა მხე­ი­ძე ავარ­ჯი­შებ­და. მოკ­ლედ, მათ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ჯარ­ში გა­გიწ­ვი­ეთ და ვერ ხვდე­ბით-მეთ­ქი, კი, იყო ასე­თი ხუმ­რო­ბე­ბიც...

მგო­ნია, რომ სა­ერ­თოდ, სპექ­ტაკლშია და­კა­ვე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბის თა­ო­ბა. სა­კუ­თარ თავ­ზე თუ რა­მეს მი­ვი­წერ, დას­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აყ­ვა­ნას, მათ შეკ­რე­ბას. ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ სამ­ხედ­რო­ე­ბის როლს ირ­გე­ბენ, სხვა­დას­ხვა სპექ­ტაკლში გა­ცი­ლე­ბით რთულ რო­ლებს თა­მა­შო­ბენ.

მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი­ვე დღეს როცა დამ­ნიშ­ნეს და და­ვი­წყე სა­ო­რი­ენ­ტა­ციო რე­პერ­ტუ­არ­ზე მუ­შა­ო­ბა, - ეს პი­ე­სა იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, მაგ­რამ რომ და­მედ­გა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ეს ჯგუ­ფი გვყო­ლო­და, რო­მე­ლიც 4 წელი ვაგ­რო­ვე...

ახლა კი ვი­წყებ იმ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბას, სა­დაც შუა თა­ო­ბა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- სერ­ჟან­ტის როლ­ში ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძე სცე­ნა­ზე ვფიქ­რობ, ცე­ცხლს ან­თებს... შთამ­ბეჭ­და­ვი სახე შექ­მნა.

- სერ­ჟან­ტის როლს ორი მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს, რად­გან ორი შე­მად­გენ­ლო­ბა გა­მო­დის სცე­ნა­ზე. ვანო დუ­გ­ლა­ძე ფა­ნა­ტი­კოს სერ­ჟანტს ასა­ხი­ე­რებს, ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძე - ცი­ნი­კოსს... თი­თო­ე­უ­ლის თა­მა­ში­სას სპექ­ტაკ­ლი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, რაც არ არის ცუდი...

- წარ­მოდ­გე­ნა­ში არის ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი ელე­მენ­ტე­ბიც...

- კი, წვიმს სცე­ნა­ზე, ჯა­რის­კაცს გუ­ბე­ში აყო­ფი­ნებს სერ­ჟან­ტი თავს, თუმ­ცა სპექ­ტაკ­ლი არის ჰა­ე­რო­ვა­ნიც. სცე­ნა ცე­ლოფ­ნე­ბით არის შე­მო­სი­ლი...

"ბი­ლო­ქ­სი ბლუ­ზის­თვის" მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრსა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შო­რის უპ­რე­ცე­დენ­ტო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის უწყე­ბა თე­ატრს სამ­ხედ­რო ამუ­ნი­ცი­ით და­ეხ­მა­რა, ასე­ვე ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკ­ლის პრო­მოს გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. თე­ატ­რი მად­ლო­ბას უხ­დის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის!

* * *

პი­ე­სა ქარ­თუ­ლად ანა­ნო მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა თარ­გმნა. დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი ლომ­გულ მუ­რუ­სი­ძეა. სპე­ცი­ა­ლუ­რად "ბი­ლო­ქ­სი ბლუ­ზის­თვის" ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა კომ­პო­ზი­ტორ­მა მი­ხე­ილ მდი­ნა­რა­ძემ და­წე­რა. სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბა პა­ა­ტა მხე­ი­ძეს ეკუთ­ვნის, ხოლო ქო­რე­ოგ­რა­ფია ანა­ნო სამ­სო­ნა­ძეს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

II მსოფლიო ომში 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი ქართულ სცენაზე - პრემიერა მოზარდმაყურებელში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

II მსოფლიო ომში 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი ქართულ სცენაზე - პრემიერა მოზარდმაყურებელში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე პრემიერა შედგა, - სცენაზე სამხედრო ამბავი თამაშდება ისე, რომ დარბაზში მყოფ მაყურებელს განცდა უჩნდება, თითქოს თვალყურს ადევნებს რეალური სამხედროების ცხოვრებას...

ცნობილი ამერიკელი მწერლის ნილ საიმონის პიესის "ბილოქსი ბლუზის" რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

"ბილოქსი ბლუზი" ნილ საიმონის ნახევრადავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და მწერლის ტრილოგიის, "ბრაიტონ ბიჩის მემუარების" მეორე ნაწილს წარმოადგენს. აღწერილია 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი, რაც ყველა დროისთვის აქტუალურია. ახალგაზრდებს მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვევენ. ფრონტის ხაზამდე, მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მომზადების კურსს გადიან. ბევრი რამის სწავლა და განცდა მოუწევთ - ჯერ რთული ხასიათის მქონე, მკაცრი სერჟანტის, მერვინ ტუმის ხელში, შემდეგ კი რეალური ფრონტის ხაზზე. უგემური საჭმელი, დისკომფორტი, დაძაბული სამხედრო რეჟიმი და ამ ფონზე აგებული ახალი ურთიერთობები, სანატრელი დასვენების დღეები, ქალის პირველი ალერსი და პირველი სიყვარულის თავბრუდამხვევი სიტკბოება - ასეთ გზას გადის პიესის მთავარი პერსონაჟი იუჯინ ჯერომი.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი ყორღანაშვილი, თორნიკე ქინქლაძე, ვანო დუგლაძე, ირაკლი გოგოლაძე, გიორგი ოქრუაშვილი, ნინო ანდრიაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი.

დიმა ხვთისიაშვილი, სპექტაკლის რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- დაახლოებით 2 თვე-ნახევარი ვიმუშავეთ და ძალიან საინტერესო და ინტენსიური იყო ეს პროცესი. მასალის მიმართ თავისთავად დიდი ინტერესი იყო. პიესა პირადად ჩემთვის არის ცხოვრებაში პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებზე... ამიტომ, როდესაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ჩვენთან მოდიან, სპექტაკლით ვეუბნებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გადადგამ დამოუკიდებლად ამ პირველ ნაბიჯებს.

დიახ, სპექტაკლი ბევრ რამე პირველზეა, - პირველ სიყვარულზე, პირველ იმედგაცრუებაზე, პირველ სექსზე, პირველ ბოროტებაზე, პირველ ძმაკაცის დაკარგვაზე, რაღაცით განხიბლვაზე, რაღაცით მოხიბვლაზე ა.შ. ამიტომ, მგონია, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდებმა ცხოვრებაში უნდა ნახონ!

საიმონი თავად იყო ჯარში ნამყოფი და სწორედ იქიდან აქვს ბევრი რამ აღებული, რადგანაც ყველაფერი რეალურ განცდებსა და ემოციაზე აქვს აგებული, ეს ენერგეტიკა ნამდვილად იგრძნობა.

- მართლაც, რეალური ამბავია, რომელიც გათავისებული აქვს თითოეულ მსახიობს და დამაჯერებლად მოაქვს მაყურებლამდე... თავად თუ ხართ ჯარში ნამყოფი?

- არ ვარ ნამყოფი, უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი ჩვენი "სამხედრო" მსახიობებიდან მხოლოდ ორია ნამყოფი, ისიც დაცვის სამსახურში...

- ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლით ისინი ამ ვალდებულებას თქვენს სცენაზე იხდიან...

- მესმის, რასაც გულისხმობთ, საკმაოდ რთული ვარჯიშები იყო, რომელშიც ბიჭებს ჩვენივე მსახიობი, პაატა მხეიძე ავარჯიშებდა. მოკლედ, მათ ვეუბნებოდი, ჯარში გაგიწვიეთ და ვერ ხვდებით-მეთქი, კი, იყო ასეთი ხუმრობებიც...

მგონია, რომ საერთოდ, სპექტაკლშია დაკავებული ძალიან ახალგაზრდა მსახიობების თაობა. საკუთარ თავზე თუ რამეს მივიწერ, დასში ამ ადამიანების აყვანას, მათ შეკრებას. ბიჭები, რომლებიც აქ სამხედროების როლს ირგებენ, სხვადასხვა სპექტაკლში გაცილებით რთულ როლებს თამაშობენ.

მოკლედ, პირველივე დღეს როცა დამნიშნეს და დავიწყე საორიენტაციო რეპერტუარზე მუშაობა, - ეს პიესა იყო ერთ-ერთი პირველი, მაგრამ რომ დამედგა, აუცილებელი იყო ეს ჯგუფი გვყოლოდა, რომელიც 4 წელი ვაგროვე...

ახლა კი ვიწყებ იმ სპექტაკლზე მუშაობას, სადაც შუა თაობა იქნება წარმოდგენილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია...

- სერჟანტის როლში ირაკლი გოგოლაძე სცენაზე ვფიქრობ, ცეცხლს ანთებს... შთამბეჭდავი სახე შექმნა.

- სერჟანტის როლს ორი მსახიობი თამაშობს, რადგან ორი შემადგენლობა გამოდის სცენაზე. ვანო დუგლაძე ფანატიკოს სერჟანტს ასახიერებს, ირაკლი გოგოლაძე - ცინიკოსს... თითოეულის თამაშისას სპექტაკლი სხვადასხვანაირია, რაც არ არის ცუდი...

- წარმოდგენაში არის ნატურალისტური ელემენტებიც...

- კი, წვიმს სცენაზე, ჯარისკაცს გუბეში აყოფინებს სერჟანტი თავს, თუმცა სპექტაკლი არის ჰაეროვანიც. სცენა ცელოფნებით არის შემოსილი...

"ბილოქსი ბლუზისთვის" მოზარდმაყურებელთა თეატრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობა შედგა. საქართველოს თავდაცვის უწყება თეატრს სამხედრო ამუნიციით დაეხმარა, ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საპრემიერო სპექტაკლის პრომოს გადაღების უფლება მისცა. თეატრი მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის!

* * *

პიესა ქართულად ანანო მირიანაშვილმა თარგმნა. დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძეა. სპეციალურად "ბილოქსი ბლუზისთვის" ორიგინალური მუსიკა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ დაწერა. სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძეს ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფია ანანო სამსონაძეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება