პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ედავება მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს უკრაინის პროკურატურა - თემურ ნიშნიანიძე დაკითხვაზე დაიბარეს
რას ედავება მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს უკრაინის პროკურატურა - თემურ ნიშნიანიძე დაკითხვაზე დაიბარეს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი თე­მურ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს На Благо Одессы ("ოდე­სის სა­კე­თილ­დღე­ოდ") ხელ­მძღვა­ნე­ლობს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს, 10 მარტს და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა. ამის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და".

პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თე­ი­მუ­რაზ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის გზით. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ პე­ჩორსკის სა­სა­მარ­თლო­ში ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად და­პა­ტიმ­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

2016 წლის 26 მა­ისს პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კი­ე­ვის სამ­მარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის თე­ი­მუ­რაზ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის რამ­დე­ნი­მე საქ­მის წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და. მათ შო­რის, ერთ-ერთი საქ­მე გა­იხ­სნა 2012-2013 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის დღგ-ს არა­კა­ნო­ნი­ე­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო.

რო­გორც 2016 წლის 20 მარტს გახ­და ცნო­ბი­ლი, თე­ი­მუ­რაზ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის აგ­ვის­ტო­დან 2016 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის На Благо Одессы სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა მო­ახ­დი­ნა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-თან" სა­უბ­რი­სას თე­ი­მუ­რაზ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რებს:

"ღა­მის 2 სა­ათ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ვი­თომ­და საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის შე­მა­ჩე­რა. რო­გორც კი გად­მო­ვე­დი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სტილ­ში, უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბამ და გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რამ გა­და­კე­ტეს გზა და მი­თხრეს, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩემ­თვის უც­ნობ საქ­მე­ში, მე­დე­ბა ბრა­ლი. ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის უც­ნო­ბია. ეს იყო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ვა­ლე­ბა, რათა მოხ­დეს დის­კრე­დი­ტა­ცია ჩემი და გუნდთან ვის­თა­ნაც მე ვა­სო­ცირ­დე­ბი. ვა­პი­რებ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო გა­მო­ძი­ე­ბას­თან და არ­სად და­მალ­ვას არ ვა­პი­რებ", - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რას ედავება მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს უკრაინის პროკურატურა - თემურ ნიშნიანიძე დაკითხვაზე დაიბარეს

რას ედავება მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს უკრაინის პროკურატურა - თემურ ნიშნიანიძე დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი თემურ ნიშნიანიძე, რომელიც ამჟამად საქველმოქმედო ფონდს На Благо Одессы ("ოდესის საკეთილდღეოდ") ხელმძღვანელობს, პროკურატურამ დღეს, 10 მარტს დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ იუწყება გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა".

პროკურატურის თანამშრომლებმა თეიმურაზ ნიშნიანიძეს განუცხადეს, რომ ის ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ პეჩორსკის სასამართლოში ნიშნიანიძესთვის აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვენ.

2016 წლის 26 მაისს პროკურატურის გამომძიებლებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიევის სამმართველომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო ღონისძიებები სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდა. მათ შორის, ერთ-ერთი საქმე გაიხსნა 2012-2013 წლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირებისთვის დღგ-ს არაკანონიერი ანაზღაურების გამო.

როგორც 2016 წლის 20 მარტს გახდა ცნობილი, თეიმურაზ ნიშნიანიძესთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნიშნიანიძემ საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы სახსრების გაფლანგვა მოახდინა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" საუბრისას თეიმურაზ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს:

"ღამის 2 საათზე საპატრულო პოლიციამ ვითომდა საგზაო წესების დარღვევისთვის შემაჩერა. როგორც კი გადმოვედი სპეცოპერაციის სტილში, უკრაინის უშიშროებამ და გენპროკურატურამ გადაკეტეს გზა და მითხრეს, რომ გენერალური კონსულობის პერიოდში, ჩემთვის უცნობ საქმეში, მედება ბრალი. ყოველგვარი მტკიცებულება ჩემთვის უცნობია. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალება, რათა მოხდეს დისკრედიტაცია ჩემი და გუნდთან ვისთანაც მე ვასოცირდები. ვაპირებ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და არსად დამალვას არ ვაპირებ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."