პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მოგინდა კაი ბიჭების მოტყუება? ბინა რატომ არ დაალომბარდე?!..." - ფარული ჩანაწერი და გამოძალვის ფაქტზე დაკავებული 3 პირი
"ახლა მოგინდა კაი ბიჭების მოტყუება? ბინა რატომ არ დაალომბარდე?!..." - ფარული ჩანაწერი და გამოძალვის ფაქტზე დაკავებული 3 პირი

შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი სამი პირი: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.დ. და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ო. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

ნა­ხეთ ვი­დეო| "იმას შე*** მთელ­მა რუს­თავ­მა, ვინც შენ არ გეს­რო­ლოს" - რო­გორ აშან­ტა­ჟე­ბენ მო­ქა­ლა­ქეს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სა­ხე­ლით

რო­გორც უწყე­ბა­ში იტყო­ბი­ნე­ბი­ან, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი ევ­რო­პა­ში მყო­ფი ერთ-ერთი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სა­ხე­ლით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" სა­სარ­გებ­ლოდ, მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით, 23 600 აშშ დო­ლა­რის გა­და­ხა­და მოს­თხო­ვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქეს და მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით ფუ­ლის დრო­უ­ლად მი­ტა­ნას სთხოვ­დნენ. ამას­თან, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ თან­ხის დრო­უ­ლად გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, რად­გან მათ მიერ მო­თხოვ­ნილ თან­ხას ელო­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ფუ­ლის ნა­წი­ლი ე.წ. "ქურ­დულ სა­ერ­თო­ში" უნდა შე­სუ­ლი­ყო.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ახლა მოგინდა კაი ბიჭების მოტყუება? ბინა რატომ არ დაალომბარდე?!..." - ფარული ჩანაწერი და გამოძალვის ფაქტზე დაკავებული 3 პირი

"ახლა მოგინდა კაი ბიჭების მოტყუება? ბინა რატომ არ დაალომბარდე?!..." - ფარული ჩანაწერი და გამოძალვის ფაქტზე დაკავებული 3 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს.

ნახეთ ვიდეო| "იმას შე*** მთელმა რუსთავმა, ვინც შენ არ გესროლოს" - როგორ აშანტაჟებენ მოქალაქეს "კანონიერი ქურდის" სახელით

როგორც უწყებაში იტყობინებიან, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. "კანონიერი ქურდის" სახელით, "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23 600 აშშ დოლარის გადახადა მოსთხოვეს.

ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. "კანონიერი ქურდი", რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი ე.წ. "ქურდულ საერთოში" უნდა შესულიყო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ