რაც უფრო მეტ მატერიალურ მოვალეობას ჩამოიხსნის ეკლესია, მით მეტ სულიერ მადლს მიიღებს მოძღვრების საქადაგებლად და სახელმწიფოსაც გაუადვილებს თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას", - ამის შესახებ გერმანიაში, მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
დეკანოზი თავის პოსტში არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად მიიჩნევს სწორედ იმას, რომ ეკლესია უფრო და უფრო უნდა დასუსტდეს მიწიერად და მატერიალურად და შემცირდეს მისი ამქვეყნიური გავლენა.
"ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არსებობს: უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს თავისუფალი სახელმწიფო, მისი ხელშეუვალი კანონებით და სტრუქტურებით და იმავე დროს, უფრო და უფრო უნდა დასუსტდეს ეკლესია მიწიერად და მატერიალურად და შემცირდეს მისი ამქვეყნიური გავლენა. ნუ ვეცდებით "შევასწოროთ ქრისტეს საქმე", არ ცდება უფალი, როცა სახარებაში ამბობს: "ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური". უეჭველია და მართალია, რომ რაც უფრო სუსტია ეკლესია მიწიერად, მით უფრო ძლიერია სულიერად. რაც უფრო მეტ მატერიალურ მოვალეობას ჩამოიხსნის ეკლესია, მით მეტ სულიერ მადლს მიიღებს მოძღვრების საქადაგებლად და სახელმწიფოსაც გაუადვილებს თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას. ესაა კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ორივესთვის - ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც", - აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.