პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდა სინოდის განჩინება ცნობილია
წმინდა სინოდის განჩინება ცნობილია

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რეს გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ და წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში მოღ­ვა­წე რიგ სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო პირ­თა მი­მართ ცი­ლის­წა­მე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია წმინ­და სი­ნო­დის დღე­ვან­დელ გან­ჩი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის მდი­ვან­მა, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო მუ­ჯირ­მა გა­აც­ნო.

გან­ჩი­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სხდო­მა­ზე კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე შე­ე­ხო ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. "მან მწუ­ხა­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ერ­თმა­ნე­თის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და რომ მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რეს (ცა­ა­ვა) მიერ ბოლო დროს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა იმ­სჯე­ლეს. ით­ქვა, რომ მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე უხე­შად არ­ღვევს ეკ­ლე­სი­ის მიერ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თათ­ვის დად­გე­ნილ კა­ნო­ნი­კურ და ეთი­კურ ნორ­მებს (მო­ცი­ქულ­თა 34-ე და 55-ე; ან­ტი­ო­ქი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი კრე­ბის მე-9; მე­ო­რე მსოფ­ლიო კრე­ბის მე-6 და ტრუ­ლის კრე­ბის მე-20 კა­ნო­ნი), რომ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ და წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში მოღ­ვა­წე რიგ სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო პირ­თა მი­მართ ცი­ლის­წა­მე­ბას და და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას, რაც და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლია და შფო­თის მომ­ტა­ნი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლში, ასე­ვე ზო­გა­დად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­თა შო­რის", - ნათ­ქვა­მია გან­ჩი­ნე­ბის ტექ­სტში.

იხი­ლეთ ვი­დეო

გან­ჩი­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­პა­სუ­ხო სი­ტყვა მი­ე­ცა მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რე ცა­ა­ვას. იგი შე­ე­ცა­და თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვას. მღვდელმთავ­რებ­მა მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. წმინ­და სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა, რომ ჭყონ­დი­დელ მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რე ცა­ა­ვას მი­ე­ცეს გაფრ­თხი­ლე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

წმინდა სინოდის განჩინება ცნობილია

წმინდა სინოდის განჩინება ცნობილია

ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას, - ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის დღევანდელ განჩინებაში, რომელიც საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. "მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის", - ნათქვამია განჩინების ტექსტში.

იხილეთ ვიდეო

განჩინების თანახმად, საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა