ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით არხის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.
გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მამა ზურაბ ცხოვრებაძემ გააცნო, აღნიშნულია, რომ არხის თანამშრომლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სთხოვენ, "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე ჭყინდიდის მიტროპოლიტი პეტრე დატოვოს.
"უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოული თანამშრომლის სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე, დატოვოს ჭყინდიდელი მიტროპოლიტი პეტრე", - განაცხადა ზურაბ ცხოვრებაძემ.