სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს
3 წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან 3 წლის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­მი­ნის­ტოს სა­სა­მარ­თლო დავა მო­უ­გეს.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ დღეს გა­მო­ა­ცხა­და დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი და თა­მაზ ახო­ბა­ძე, სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 2014 წელს და­ი­თხო­ვეს. ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ ეს პი­რა­დად იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრმა ისი­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ანა სუ­ბე­ლი­ა­ნის და თა­მაზ ახო­ბა­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა 2016 წელს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­მაც უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნია, მას შემ­დეგ საქ­მე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში იყო. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა და მათ­თვის სრუ­ლი გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­უ­წევს. ეს თან­ხა 100 000 ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს ორი­ვე თა­ნამ­შრო­მელ­ზე.

"სრუ­ლი გა­ნაც­დუ­რი და აღ­დგე­ნა! მო­ვი­გე! სამ­წლი­ა­ნი და­ვის მერე იუ­სი­ტი­ცი­ას მო­ვუ­გე სა­სა­მარ­თლო! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ვი­საც სჯე­რო­და ჩემი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო 3 წლის მან­ძილ­ზე სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­ტა­ნა, მით უმე­ტეს, მა­შინ როცა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვის­მენ­დი პე­სი­მიზმს, სკეპ­ტი­ციზმს, "ყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩუ­მად და არა­ვინ შე­გე­ხე­ბო­და"-ს, "სა­ი­და­ნაც ჭამ, იმ ჯამ­ში არ უნდა იმა­სის­ქ­ნა" -ს" - წერს ახო­ბა­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ აღად­გი­ნა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში, ტოლ­ფას მე­დი­ა­ცი­ის სახ­ლის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და­ე­კის­რა 2014 წლის 11 მარ­ტი­დან, მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნამ­დე იძუ­ლე­ბი­თი გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სის 1500 ლა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თა­მაზ ახო­ბა­ძე კი აღ­დგე­ნი­ლია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­რი­დე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. სა­მი­ნის­ტროს ასე­ვე და­ე­კის­რა, 2014 წლის 11 მარ­ტი­დან, მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნამ­დე იძუ­ლე­ბი­თი გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სის 1500 ლა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

3 წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს

3 წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს

იუსტიციის სამინისტროდან 3 წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სამინისტოს სასამართლო დავა მოუგეს.

სააპელაციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი - ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

აღნიშნული ცენტრიდან თანამშრომლები 2014 წელს დაითხოვეს. ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ ეს პირადად იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო. თანამშრომლების ინფორმაციით, მინისტრმა ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის სამსახურიდან დათხოვნა 2016 წელს საქალაქო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია, მას შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და მათთვის სრული განაცდურის ანაზღაურება მოუწევს. ეს თანხა 100 000 ლარზე მეტს შეადგენს ორივე თანამშრომელზე.

"სრული განაცდური და აღდგენა! მოვიგე! სამწლიანი დავის მერე იუსიტიციას მოვუგე სასამართლო! დიდი მადლობა ყველას ვისაც სჯეროდა ჩემი. ძალიან რთული იყო 3 წლის მანძილზე სასამართლოების გადატანა, მით უმეტეს, მაშინ როცა ახლობელი ადამიანებისგან ვისმენდი პესიმიზმს, სკეპტიციზმს, "ყოფილიყავი ჩუმად და არავინ შეგეხებოდა"-ს, "საიდანაც ჭამ, იმ ჯამში არ უნდა იმასისქნა" -ს" - წერს ახობაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ანა სუბელიანი სასამართლომ აღადგინა იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში, ტოლფას მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა 2014 წლის 11 მარტიდან, მის თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის 1500 ლარის გათვალისწინებით.

თამაზ ახობაძე კი აღდგენილია იუსტიციის სამინისტროს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. სამინისტროს ასევე დაეკისრა, 2014 წლის 11 მარტიდან, მის თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის 1500 ლარის გათვალისწინებით.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლსა და ოფისებში ჩხრეკას ატარებენ

თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს