კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საგნობრივ ასოციაციებთან საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საგნობრივ ასოციაციებთან საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულ საგ­ნობ­რივ ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ფორმ­და.

რას გუ­ლის­ხმობს და რა არის ამ პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი და რა სი­ახ­ლე­ებს გეგ­მევს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი?

ამ სა­კი­თხებ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობს და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი?

- ჩვენ­მა ცენ­ტრმა საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის უფ­ლე­ბა 2016 წელს პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვა, რაც წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. პირ­ვე­ლი კონ­სკურ­სი საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ვა­ცხა­დეთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ გვაქვს მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი გან­სა­ახ­ლე­ბე­ლი. იმის ნაც­ვლად, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში გაგ­ვეგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა, სკო­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი­ყო მო­საზ­რე­ბე­ბი, შემ­დეგ კი 60 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლის მო­საზ­რე­ბა ცალ-ცალ­კე დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, ჩვენ ვთხო­ვეთ საგ­ნობ­რივ ასო­ცი­ა­ცი­ებს, და­ა­მუ­შა­ონ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, ჩა­ა­ტა­რონ სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი, ფო­კუს-ჯგუ­ფე­ბი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­მა­გი­დო კვლე­ვე­ბი, მო­ამ­ზა­დონ კვლე­ვის ან­გა­რი­ში და ამის შემ­დეგ მოგ­ვა­წო­დონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რო­გორ უნდა გა­ნახ­ლდეს მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტი. ჩვენ გვინ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტი არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მას­წავ­ლებ­ლე­ბისდმი წა­ყე­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს ასა­ხავ­დეს, არა­მედ მას­ში აი­სა­ხოს სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი.

საგ­ნობ­რივ ასო­ცი­ა­ცი­ებს მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ყველ­ზე კარ­გად ეს­მით ამ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სუსტ თუ ძლი­ერ მხა­რე­ებს, კარ­გი ხედ­ვა აქვთ გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებვლო­ბებ­ზე. სწო­რედ ამ მო­საზ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პირ­ვე­ლი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტი სწო­რედ ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ მივ­მარ­თეთ. საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ჩარ­თვა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცეს­ში მათი აქ­ტი­ვო­ბის გაზ­რდა. სის­ტე­მის გა­რეთ მსგავ­სი ორ­გა­ნი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა კი შექ­მნის პი­რო­ბებს ცენ­ტრის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბის ეტა­პობ­რი­ვი დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის­თვის.

- რო­მელ­მა საგ­ნობ­რივ­მა ასო­ცი­ა­ცი­ებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს საგ­რან­ტო კონ­კურ­სში და რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეთ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი?

- ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მხრი­დან ამ კონ­კურ­სის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მოვ­ლინ­და, რად­გან აქამ­დე მათ არ ჰქონ­დათ ამ­გვარ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მათ­თან მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შე­ვარ­ჩი­ეთ ოთხი ასო­ცი­ა­ცია - "ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია", "სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი", "სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნალ ქი­მი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცია" და "ასო­ცი­ა­ცია-ბიოს", რომ­ლებ­თა­ნაც გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი ატა­რე­ბენ შეხ­ვედ­რებს საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და კვლე­ვებს, მარ­ტის ბო­ლოს უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა შე­დე­გე­ბი. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის, რომ ამ კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბამ ხელი შე­უ­წყო ახა­ლი ქარ­თუ­ლი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შე­ირჩნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­ცეფ­ცი­ის გან­ხილ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­ნი­ხი­ლეს საგნბ­რივ­მა ექ­სპერტ-კონ­სულ­ტან­ტებ­მა, მკვლე­ვა­რებ­მა და სა­ბო­ლო­ოდ კო­მი­სი­ამ, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ოდ­ნენ ჩვე­ნი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ასო­ცი­ა­ცი­ებს არ აქვთ მუ­შა­ო­ბის ერ­თნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, არც ერ­თნა­ი­რი ქსე­ლი თუ წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მხარ­და­ჭე­რა სხვა დო­ნო­რე­ბის მხრი­დან. ამ ეტაპ­ზე ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ასო­ცი­ა­ცია, კარ­გად გა­მარ­თუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­ფარ­ვით და ბოლო წლებ­ში შექ­მნი­ლი ასო­ცი­ა­ცი­აც.

- მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ცენ­ტრი სა­მო­მავ­ლოდ არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას გეგ­მავს საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდი­სათ­ვის. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრი­სას მათ მნიშ­ვნე­ლოვ­ნი როლი უნდა მი­უ­ძღვო­დეთ. ეს მას­წავ­ლებ­ლებ­საც აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მათი იდე­ე­ბი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნონ და ერ­თგვა­რი ლო­ბი­რე­ბა გა­უ­კე­თონ. ამით მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რად­გან მათი ხმა ბევ­რად უფრო გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის და ასე­ვე ჩვენც, რად­გან სი­ახ­ლე­ე­ბი რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი არ იქ­ნე­ბა.

ელიზ­ბარ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი ("სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნალ ქი­მი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცია"):

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის­თვის ასე­თი სა­ხის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ჯა­რო უწყე­ბას­თან?

- ეს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე და ამავდრო­უ­ლად დიდი გა­მოწ­ვე­ვაა საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. სწო­რედ, საგ­ნობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი შეძ­ლე­ბენ ამ პრო­ცეს­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდით ცენ­ტრის­თვის ეფექ­ტუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა და მსგავ­სი საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საგნობრივ ასოციაციებთან საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საგნობრივ ასოციაციებთან საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საგნობრივ ასოციაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

რას გულისხმობს და რა არის ამ პროექტის ძირითადი მიზანი და რა სიახლეებს გეგმევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი?

ამ საკითხებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი გვესაუბრება.

- რას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება საგრანტო კონკურსი?

- ჩვენმა ცენტრმა საგრანტო კონკურსების გამოცხადების უფლება 2016 წელს პირველად მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია და შესაძლებლობას მოგვცემს არაერთი საინტერესო პროგრამა განვახორციელოთ. პირველი კონსკურსი საგნობრივი ასოციაციებისთვის გამოვაცხადეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მასწავლებლების პროფესიული სტანდარტი განსაახლებელი. იმის ნაცვლად, რომ ყველა სკოლაში გაგვეგზავნა მოთხოვნა, სკოლებიდან წამოსულიყო მოსაზრებები, შემდეგ კი 60 ათასი მასწავლებლის მოსაზრება ცალ-ცალკე დაგვემუშავებინა, ჩვენ ვთხოვეთ საგნობრივ ასოციაციებს, დაამუშაონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სიახლეები, ჩაატარონ საჯარო განხილვები, ფოკუს-ჯგუფები, განახორციელონ სამაგიდო კვლევები, მოამზადონ კვლევის ანგარიში და ამის შემდეგ მოგვაწოდონ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა განახლდეს მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტი. ჩვენ გვინდა, რომ მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტი არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისდმი წაყენებულ მოთხოვნებს ასახავდეს, არამედ მასში აისახოს სხვადასხვა საჭიროებები და მასწავლებლების მოსაზრებები.

საგნობრივ ასოციაციებს მეტი ურთიერთობა აქვთ კონკრეტული საგნის მასწავლებლებთან, ყველზე კარგად ესმით ამ საგნის მასწავლებლების საჭიროებები, აცნობიერებენ სუსტ თუ ძლიერ მხარეებს, კარგი ხედვა აქვთ განვითარების შესაძლებვლობებზე. სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე პირველი საგრანტო პროექტი სწორედ ასოციაციების მხარდაჭერისკენ მივმართეთ. საგრანტო პროექტის მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების ჩართვა და მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა. სისტემის გარეთ მსგავსი ორგანიციების გაძლიერება კი შექმნის პირობებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.

- რომელმა საგნობრივმა ასოციაციებმა გაიმარჯვეს საგრანტო კონკურსში და რა პრინციპით შეარჩიეთ გამარჯვებულები?

- ასოციაციების მხრიდან ამ კონკურსის მიმართ დიდი ინტერესი გამოვლინდა, რადგან აქამდე მათ არ ჰქონდათ ამგვარ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა. მათთან მუშაობის შედეგად შევარჩიეთ ოთხი ასოციაცია - „ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია“, „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“, „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“ და „ასოციაცია-ბიოს“, რომლებთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულებები. ამ ეტაპზე აღნიშნული ასოციაციები ატარებენ შეხვედრებს საგნის მასწავლებლებთან და კვლევებს, მარტის ბოლოს უკვე წარმოდგენილი იქნება შედეგები. მისასალმებელია ის, რომ ამ კონკურსის გამოცხადებამ ხელი შეუწყო ახალი ქართულისა და გეოგრაფიის საგნობრივი ასოციაციების ჩამოყალიბებას.

გამარჯვებულები შეირჩნენ წარმოდგენილი კონცეფციის განხილვის საფუძველზე, რომლებიც განიხილეს საგნბრივმა ექსპერტ-კონსულტანტებმა, მკვლევარებმა და საბოლოოდ კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაციებს არ აქვთ მუშაობის ერთნაირი გამოცდილება, არც ერთნაირი ქსელი თუ წევრების რაოდენობა, მხარდაჭერა სხვა დონორების მხრიდან. ამ ეტაპზე ჩვენს გამარჯვებულებს შორის არის საქართველოში ყველაზე ძველი ასოციაცია, კარგად გამართული გეოგრაფიული დაფარვით და ბოლო წლებში შექმნილი ასოციაციაც.

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ცენტრი სამომავლოდ არაერთ ღონისძიებას გეგმავს საგნობრივი ასოციაციების ჩართულობის გაზრდისათვის. მიგვაჩნია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისას მათ მნიშვნელოვნი როლი უნდა მიუძღვოდეთ. ეს მასწავლებლებსაც აძლევს საშუალებას მათი იდეები კონცენტრირებულად, მიზანმიმართულად ჩვენამდე მოიტანონ და ერთგვარი ლობირება გაუკეთონ. ამით მოგებული დარჩება მასწავლებელიც, რადგან მათი ხმა ბევრად უფრო გასაგები იქნება ჩვენთვის და ასევე ჩვენც, რადგან სიახლეები რეალობას მოწყვეტილი არ იქნება.

ელიზბარ ელიზბარაშვილი („საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“):

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ასოციაციისთვის ასეთი სახის თანამშრომლობა საჯარო უწყებასთან?

- ეს ქართულ რეალობაში პირველი შემთხვევა, მნიშვნელოვანი სიახლე და ამავდროულად დიდი გამოწვევაა საგნობრივი ასოციაციებისთვის. ვფიქრობ, საგნობრივი ასოციაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია განათლების სფეროში სხვადასხვა დოკუმენტის შემუშავებისთვის და სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. სწორედ, საგნობრივი გაერთიანებები შეძლებენ ამ პროცესში მასწავლებელთა ჩართულობის გაზრდით ცენტრისთვის ეფექტური დახმარების გაწევას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ერთეული შემთხვევა და მსგავსი საგრანტო კონკურსების ჩატარება ტრადიციად იქცევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი