პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მომღერლები სამთავრობო კონცერტებზე, ჰონორარებსა და სხვა შემოსავლებზე
ქართველი მომღერლები სამთავრობო კონცერტებზე, ჰონორარებსა და სხვა შემოსავლებზე

მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, რად­გან სიმ­ღე­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სი არ არის, მით უფრო მა­შინ, როცა კონ­ცერ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო მცირ­დე­ბა. AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რო­დის უფრო მა­ღა­ლი იყო მომ­ღერ­ლის ჰო­ნო­რა­რი - მა­შინ, როცა წინა მთავ­რო­ბა იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თუ ახლა?

თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

მომ­ღე­რა­ლი თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ბავ­შვო­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლია, ის ე.წ. დაბ­ლო­კილ მომ­ღე­რალ­თა სი­ა­ში არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ ყო­ფი­ლა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არც პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­უ­კე­თე­ბია. ის უბ­რა­ლოდ, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტე­ბის სტუ­მა­რიც სის­ტე­მა­ტი­უ­რად არის.

"ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ხში­რად მიწ­ვე­ვენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე, კორ­პო­რა­ტი­ულ და კლუ­ბურ სა­ღა­მო­ებ­ზე. ანა­ზღა­უ­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, თუ ლარ­ში და­ვით­ვლით, გა­ი­ზარ­და ჰო­ნო­რა­რი, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორ გაძ­ვირ­და დო­ლა­რი და ფა­სე­ბი... რაც შე­ე­ხე­ბა სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებს, რა თან­ხას მიხ­დის თუნ­დაც მე­რია, მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ, ეს ჯო­ბია მე­რი­ას ჰკი­თხოთ. მე ამის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს", - გა­ნუ­ცხა­და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ AMBEBI.GE-ს.

ანრი ჯო­ხა­ძე

ანრი ჯო­ხა­ძე გარ­და იმი­სა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია, ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თაც სარ­გებ­ლობს. პირ­და­პი­რი და ეპა­ტა­ჟუ­რი ადა­მი­ა­ნია, შე­სა­ბა­მი­სად არც პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის­გან ცდი­ლობს თა­ვის შე­კა­ვე­ბას. ზა­ფხულ­ში ან­რიმ ბა­თუმ­ში კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა, რის­თვი­საც ბან­კი­დან სეს­ხის აღე­ბა მო­უხ­და, მაგ­რამ ვა­ლე­ბი უკვე და­ფა­რა და მე­ლო­მა­ნებს და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მოც აჩუ­ქა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანრი ჯო­ხა­ძის ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო სიმ­ღე­რაა, რის­თვი­საც ის და­უ­ზა­რებ­ლად შრო­მობს.

"ხში­რად მაქვს კონ­ცერ­ტე­ბი, რო­გორც კორ­პო­რა­ტი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ემიგ­რან­ტებ­თან მიწ­ვე­ვენ ხში­რად და სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზეც ვმღე­რი. კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე უფრო მა­ღალ ჰო­ნო­რარს ვი­ღებ, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად, სა­ზღვარ­გა­რეთ ემიგ­რან­ტე­ბის­თვის გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე. სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, რე­გი­ო­ნებ­ში ახლა უფრო დიდი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, ვიდ­რე ადრე. თუ შე­ვა­და­რებთ, რო­დის უფრო დიდი იყო ჰო­ნო­რა­რი, ვი­ტყვი, რომ იმ ფულს უფრო მეტი ხა­რის­ხი ჰქონ­და, რად­გან ახლა დო­ლა­რი ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და", - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ანრი ჯო­ხა­ძემ.

თიკა ჯამ­ბუ­რია

თიკა ჯამ­ბუ­რია ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და კონ­ცერ­ტებ­ზეც ხში­რად იწ­ვე­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თიკა სა­ხალ­ხოდ უჭერ­და მხარს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე იშ­ვი­ა­თად მღე­რის.

"სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტე­ბი თით­ქმის არ მაქვს. ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ და ბიგ-მა­მას­თან ერ­თად ვმღე­რი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, ძველ და ახალ ანა­ზღა­უ­რე­ბას შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბა არ არის, თით­ქმის ერ­თნა­ი­რად იხ­დი­ან. კორ­პო­რა­ტი­ულ­ზე დიდი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, რამ­დე­ნი­მე ათას ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი, თუ რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ცერ­ტზე მღე­რი, ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, მაგ­რამ თუ სის­ტე­მა­ტი­უ­რად გი­წევს სიმ­ღე­რა სხვა­დას­ხვა კლუბ­ში, მა­შინ და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაა", - გან­გვი­ცხა­და თი­კამ.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რიც გახ­ლდათ. ნინა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ბოლო წლებ­ში იშ­ვი­ა­თად ჩანს, ის ე.წ. დაბ­ლო­კილ მომ­ღე­რალ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა, მაგ­რამ ამას არ გა­ნიც­დის. ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გახ­და და სა­კუ­თარ ბიზ­ნესს მარ­თავს. მისი შე­მო­სავ­ლის წყა­როც ეს საქ­მეა.

"ბოლო წლებ­ში კონ­ცერ­ტე­ბი შემ­ცირ­და, ანა­ზღა­უ­რე­ბაც შემ­ცირ­და. მე კლუ­ბებ­ში სიმ­ღე­რა მე­ზა­რე­ბა და როცა რეს­ტორ­ნე­ბი­დან მი­კავ­შირ­დე­ბი­ან, უარს ვამ­ბობ კონ­ცერ­ტებ­ზე. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გვიხ­დიდ­ნენ ჰო­ნო­რარს, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან არას­წო­რად მი­მაჩ­ნია", - გან­გვი­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

სოფო ბე­დია

სოფო ბე­დია დღეს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ მომ­ღერ­ლად ით­ვლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც ხში­რად იწ­ვე­ვენ.

"წინა მთავ­რო­ბის დროს გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე არ მე­ძახ­დნენ, ახლა მო­ი­მა­ტა ჩემი კონ­ცერ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და ალ­ბათ ჩემი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის ყვე­ლა­ფე­რი. მთა­ვა­რი არის ნიჭი და ხალ­ხს უყ­ვარ­დეს მომ­ღე­რა­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყი­რა­ზეც რომ დად­გე, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. ღმერ­თს მად­ლო­ბა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებს, გრან­დი­ო­ზულ ჰო­ნო­რა­რებს არა­ვინ იხ­დის, რომც არ გა­და­მი­ხა­დონ სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე ჰო­ნო­რა­რი, მა­ინც ვიმ­ღე­რებ, რად­გან ჩემ­თვის ეს პრეს­ტი­ჟია. სა­ზღვარ­გა­რეთ თუ მაქვს კონ­ცერ­ტი, იქ ყვე­ლა­ზე მა­ღალ ჰო­ნო­რარს ვი­ღებ, კონ­ცერ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე რეს­ტო­რან­ში ვმუ­შა­ობ, მაქვს ჩემი პროგ­რა­მა და კარ­გი ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც მყოფ­ნის კრე­დი­ტე­ბის გა­და­სახ­დე­ლად და სხვა­დას­ხვა ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სოფო ბე­დი­ამ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველი მომღერლები სამთავრობო კონცერტებზე, ჰონორარებსა და სხვა შემოსავლებზე

ქართველი მომღერლები სამთავრობო კონცერტებზე, ჰონორარებსა და სხვა შემოსავლებზე

მრავალი ქართველი მომღერალი იძულებულია, სიმღერის პარალელურად, სხვა საქმიანობითაც იყოს დაკავებული, რადგან სიმღერიდან მიღებული შემოსავალი საკმარისი არ არის, მით უფრო მაშინ, როცა კონცერტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, როდის უფრო მაღალი იყო მომღერლის ჰონორარი - მაშინ, როცა წინა მთავრობა იყო ხელისუფლებაში თუ ახლა?

თაკო გაჩეჩილაძე

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობიდან პოპულარულია, ის ე.წ. დაბლოკილ მომღერალთა სიაში არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა და ამასთან დაკავშირებით არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია. ის უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს და შესაბამისად, სამთავრობო კონცერტების სტუმარიც სისტემატიურად არის.

"ღონისძიებებზე ხშირად მიწვევენ, როგორც სახელმწიფო, ასევე, კორპორატიულ და კლუბურ საღამოებზე. ანაზღაურებას რაც შეეხება, თუ ლარში დავითვლით, გაიზარდა ჰონორარი, მაგრამ მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა დოლარი და ფასები... რაც შეეხება სამთავრობო კონცერტებს, რა თანხას მიხდის თუნდაც მერია, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის სანაცვლოდ, ეს ჯობია მერიას ჰკითხოთ. მე ამის თქმის უფლება არ მაქვს", - განუცხადა თაკო გაჩეჩილაძემ AMBEBI.GE-ს.

ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძე გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ღონისძიების სასურველი სტუმარია, ხალხის დიდი სიყვარულითაც სარგებლობს. პირდაპირი და ეპატაჟური ადამიანია, შესაბამისად არც პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირებისგან ცდილობს თავის შეკავებას. ზაფხულში ანრიმ ბათუმში კონცერტი ჩაატარა, რისთვისაც ბანკიდან სესხის აღება მოუხდა, მაგრამ ვალები უკვე დაფარა და მელომანებს დაუვიწყარი საღამოც აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ანრი ჯოხაძის ძირითადი შემოსავლის წყარო სიმღერაა, რისთვისაც ის დაუზარებლად შრომობს.

"ხშირად მაქვს კონცერტები, როგორც კორპორატიული წვეულებები, ასევე ემიგრანტებთან მიწვევენ ხშირად და სამთავრობო კონცერტებზეც ვმღერი. კორპორატიულ წვეულებაზე უფრო მაღალ ჰონორარს ვიღებ, ვიდრე მაგალითად, საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის გამართულ კონცერტზე. სამთავრობო ღონისძიებებს რაც შეეხება, რეგიონებში ახლა უფრო დიდი ანაზღაურებაა, ვიდრე ადრე. თუ შევადარებთ, როდის უფრო დიდი იყო ჰონორარი, ვიტყვი, რომ იმ ფულს უფრო მეტი ხარისხი ჰქონდა, რადგან ახლა დოლარი ძალიან გაძვირდა", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ანრი ჯოხაძემ.

თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია ერთ-ერთი რეიტინგული შემსრულებელია და კონცერტებზეც ხშირად იწვევენ.  მიუხედავად იმისა, რომ თიკა სახალხოდ უჭერდა მხარს "ქართულ ოცნებას", სამთავრობო კონცერტებზე იშვიათად მღერის.

"სახელმწიფო კონცერტები თითქმის არ მაქვს. ერთ-ერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ბიგ-მამასთან ერთად ვმღერი სხვადასხვა ღონისძიებებზე. რაც შეეხება ანაზღაურებას, ძველ და ახალ ანაზღაურებას შორის დიდი განსხვავება არ არის, თითქმის ერთნაირად იხდიან. კორპორატიულზე დიდი ანაზღაურებაა, რამდენიმე ათას ლარზეა საუბარი, თუ რომელიმე დღესასწაულთან დაკავშირებულ კონცერტზე მღერი, ნორმალური ანაზღაურებაა, მაგრამ თუ სისტემატიურად გიწევს სიმღერა სხვადასხვა კლუბში, მაშინ დაბალი ანაზღაურებაა", - განგვიცხადა თიკამ.

ნინა წკრიალაშვილი

ნინა წკრიალაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო და, შესაბამისად, სამთავრობო ღონისძიებების ხშირი სტუმარიც გახლდათ. ნინა ღონისძიებებზე ბოლო წლებში იშვიათად ჩანს, ის ე.წ. დაბლოკილ მომღერალთა სიაში მოხვდა, მაგრამ ამას არ განიცდის. ის ტელეწამყვანი გახდა და საკუთარ ბიზნესს მართავს. მისი შემოსავლის წყაროც ეს საქმეა.

"ბოლო წლებში კონცერტები შემცირდა, ანაზღაურებაც შემცირდა. მე კლუბებში სიმღერა მეზარება და როცა რესტორნებიდან მიკავშირდებიან, უარს ვამბობ კონცერტებზე. წინა ხელისუფლების დროს ყველას განსხვავებულად გვიხდიდნენ ჰონორარს, მაგრამ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არასწორად მიმაჩნია", - განგვიცხადა მომღერალმა.

სოფო ბედია

სოფო ბედია დღეს ყველაზე რეიტინგულ მომღერლად ითვლება, შესაბამისად, ღონისძიებებზეც ხშირად იწვევენ.

"წინა მთავრობის დროს გრანდიოზულ ღონისძიებებზე არ მეძახდნენ, ახლა მოიმატა ჩემი კონცერტების რაოდენობამ. თავადაც აქტიურად ვარ ჩართული კონცერტების ორგანიზებაში და ალბათ ჩემი გააქტიურების დამსახურებაც არის ყველაფერი. მთავარი არის ნიჭი და ხალხს უყვარდეს მომღერალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყირაზეც რომ დადგე, არაფერი გამოგივა. ღმერთს მადლობა ამ ყველაფრისთვის. რაც შეეხება სამთავრობო კონცერტებს, გრანდიოზულ ჰონორარებს არავინ იხდის, რომც არ გადამიხადონ სამთავრობო კონცერტებზე ჰონორარი, მაინც ვიმღერებ, რადგან ჩემთვის ეს პრესტიჟია. საზღვარგარეთ თუ მაქვს კონცერტი, იქ ყველაზე მაღალ ჰონორარს ვიღებ, კონცერტების პარალელურად, მე რესტორანში ვმუშაობ, მაქვს ჩემი პროგრამა და კარგი ხელფასი, რომელიც მყოფნის კრედიტების გადასახდელად და სხვადასხვა ფუფუნებისთვის", - განაცხადა ჩვენთან საუბარში სოფო ბედიამ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს