პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფალია თავისუფალი მედია? - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები აშშ-სა და ევროპაში
თავისუფალია თავისუფალი მედია? - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები აშშ-სა და ევროპაში

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი არ ცხრე­ბა. და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს აღ­სრუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა უვა­დოდ გა­აგ­რძე­ლა.

ამ გა­რე­მო­ე­ბამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ნა­წი­ლად გაყო. ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მარ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს. მე­ო­რე მხა­რე კი "რუს­თა­ვი 2"-ს უჭერს მხარს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ყო­ვე­ლი­ვე ამას თან ერ­თვის ფრა­ზე­ბი - "მხო­ლოდ ჩვენ­თან ხდე­ბა მსგავ­სი რამ", "ევ­რო­პა­ში მსგავსს ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს", "მხო­ლოდ იქ არის ნამ­დვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა".

ცენ­ზუ­რა - რაც თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ზღუდ­ვას გუ­ლის­ხმმობს, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ის ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და და იარ­სე­ბებს - მოგ­ვწონს ჩვენ ეს თუ არა. და თუ გგო­ნი­ათ, რომ - იქ, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა ან უფრო ახლო მდე­ბა­რე ევ­რო­პა­ში, ცენ­ზუ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა არ ხდე­ბა, თქვენ ცდე­ბით.

სა­ხელ­მწი­ფო და რე­ლი­გი­უ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის უც­ვლელ ატ­რი­ბუ­ტად ცენ­ზუ­რა ან­ტი­კურ დრო­ში იქცა. ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 480-410 წლებ­ში ათენ­ში ღმერ­თე­ბის შე­სა­ხებ ფი­ლო­სო­ფოს პრო­ტა­გო­რის წიგ­ნე­ბი დაწ­ვეს.

იგი­ვე ხდე­ბო­და რო­მის იმ­პე­რი­ა­ში. კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ზე შორს წა­ვი­და. 1557 წელს რო­მის პაპ­მა პავ­ლე IV-ემ სპე­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი - Index liborum prohibitorum - "აკ­რძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის ინ­დექ­სი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ესეც ხომ ცენ­ზუ­რაა (!). კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ეკ­ლე­სი­ის­გან ჩა­მო­შო­რე­ბით და სიკ­ვდი­ლით ის­ჯე­ბო­და. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიის შე­მად­გენ­ლო­ბა იც­ვლე­ბო­და. სხვა­დას­ხვა დროს აკ­რძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში ლო­რენ­ცო ვა­ლას, ვოლ­ტე­რის, და­ნი­ელ დე­ფოს, ჯორ­და­ნო ბრუ­ნოს, კო­პერ­ნი­კის, გა­ლი­ლეო გა­ლი­ლე­ის, ბალ­ზა­კის ნაშ­რო­მე­ბი ხვდე­ბო­და. რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ზუ­რის ცე­ცხლში, არა­სას­რუ­ველ წიგ­ნებ­თან ერ­თად, ხში­რად მათ ავ­ტო­რებ­საც წვავ­დნენ. Index liborum prohibitorum-ი მხო­ლოდ 1966 (!) წელს გა­ა­უქ­მეს.

წმინ­და იუ­რი­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სი­ტყვის და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რი 1789 წელს საფ­რან­გეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "ადა­მი­ა­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში" იყო გა­კე­თე­ბუ­ლი.

ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი ამ­ბობ­და - "მე სამი გა­ზე­თის უფრო მე­ში­ნია ვიდ­რე 100 ათა­სი ხიშ­ტის. თქვენ მე საფ­რან­გე­თის ბა­ტონ-პატ­რო­ნად მხე­დავთ. მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სის შემ­თხვე­ვა­ში, 3 თვი­თაც კი არ ჩა­ვუდ­გე­ბო­დი ქვე­ყა­ნას სა­თა­ვე­ში". ნა­პო­ლე­ო­ნის ეს სი­ტყვე­ბი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. 1800 წლის 17 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დეკ­რე­ტით, საფ­რან­გე­თის პირ­ველ­მა კონ­სულ­მა (იმ­პე­რა­ტო­რად ნა­პო­ლე­ო­ნი 1804 წელს აკურ­თხეს) პა­რიზ­ში მოქ­მე­დი 73 გა­ზე­თი­დან მხო­ლოდ 13 და­ტო­ვა. 60 ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მას მუ­შა­ო­ბა აეკ­რძა­ლა. 1811 წლის­თვის მოქ­მე­დი გა­ზე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4-მდე შემ­ცირ­და.

თქვენ იტყვით, რომ ნა­პო­ლე­ო­ნი, თა­ვი­სი ხუშ­ტუ­რე­ბით, ის­ტო­რი­ას 200 წლის წინ ჩა­ბარ­და. მაგ­რამ მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი დღე­საც უამ­რა­ვია. ვლა­დი­მერ პოზ­ნერს (მან ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ამე­რი­კა­ში გა­ა­ტა­რა და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა) წიგნ­ში "დამ­შვი­დო­ბე­ბა ილუ­ზი­ებ­თან" სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი აქვს მოყ­ვა­ნი­ლი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, ის უსა­ზღვრო არ არის. 1993 ან 1994 წელს ამე­რი­კულ პრე­სა­ში ია­პო­ნი­ის წი­ნა­აღდმდეგ კამ­პა­ნია აგორ­და. ის შიდა ბა­ზარ­ზე ამე­რი­კულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს არ უშ­ვებ­და. ბევ­რი გა­ზე­თი ია­პო­ნი­ის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას და მათი სა­ქონ­ლის შე­მო­ტა­ნის აკ­რძალ­ვა­საც კი ემ­ხრო­ბო­და. ია­პო­ნია მთა­ვარ მი­ზე­ზად ამე­რი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბის და­ბალ სა­ი­მე­დო­ო­ბას, არა­ე­კო­ნო­მი­უ­რო­ბა­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბად ეკო­ლო­გი­უ­რო­ბას ასა­ხე­ლებ­და. მე და ფილ დო­ნა­ჰი­უმ ამ პრობ­ლე­მას გა­და­ცე­მა მი­ვუ­ძღვე­ნით. ეთე­რის დროს ით­ქვა, რომ ია­პო­ნე­ლე­ბის კრი­ტი­კას აჯო­ბებ­და, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხა­რის­ხი გაგ­ვე­ზარ­და.

Pozner&Donahue-ს დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მე და ფილი CNBC-ს პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოგ­ვი­ძა­ხა. საქ­მე ისაა, რომ CNBC-ზე რეკ­ლა­მის ლო­მის წილი ამე­რი­კულ გი­გატს "ჯე­ნე­რალს მო­ტორს" უკუთ­ვნო­და, რო­მელ­მაც გა­და­ცე­მის შემ­დეგ ყვე­ლა რეკ­ლა­მა უკან გა­იწ­ვია.

- თქვენ რა, გა­და­ი­რი­ეთ?! ვინ მოგ­ცათ ჩვე­ნი სა­რეკ­ლა­მო კლი­ენ­ტე­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბის უფ­ლე­ბა?

- ჩვენ ისი­ნი არ გაგ­ვიკ­რი­ტი­კე­ბია - უპა­სუ­ხა ფილ­მა - ჩვენ უბ­რა­ლოდ...

- თქვენ მისი სა­ქო­ნე­ლი გა­აკ­რი­ტი­კეთ, ეს კი და­უშ­ვე­ბე­ლია!

- და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა? - და­ვინ­ტე­რეს­დი მე.

- სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა?! სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა - იქ, ქუ­ჩა­ში მო­ი­კი­თხეთ - გა­იშ­ვი­რა მან ხელი ფან­ჯრის­კენ - იქ, და არა ჩემ­თან სტუ­დი­ა­ში!

- კი მაგ­რამ ეს ხომ ცენ­ზუ­რაა! - აღ­შფოთ­და ფილი.

- თქვენ მე, ამე­რი­კელს ცენ­ზუ­რა­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებთ?! - აღ­რი­ალ­და პრე­ზი­დენ­ტი - რო­გორ ბე­დავთ ამას?

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ თა­ვი­სი გად­მო­სა­ხე­დი­დან პრე­ზი­დენ­ტი ამას ცენ­ზუ­რად არ მი­იჩ­ნევ­და. ის მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ ინ­ტე­რე­სებს იცავ­და".

პოზ­ნერს და დო­ნ­ჰი­უს CNBC-ის და­ტო­ვე­ბა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც მო­უხ­დათ. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ფილს არხ MSNBC-ზე მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. ის და­თან­ხმდა. თუმ­ცა 8 თვე­ში ისევ უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა. მან 2003 წელს პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშ უმ­ცრო­სის მიერ ერაყ­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი ომი გა­აკ­რი­ტი­კა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გა­და­ცე­მა უმალ და­ხუ­რეს.

2014 წელს CBS-ის ჟურ­ნა­ლისტ ქეთ­რინ ანა­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენტ ობა­მას პრეს-მდივ­ნის ჯეი ქარ­ნის მო­თხოვ­ნით, ყო­ველ­დღი­ურ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­სას­მე­ლი კი­თხვე­ბი ქარ­ნის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტებს წი­ნას­წარ უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნათ. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ზღუდ­ვა­ში ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

2014 წლის 19 აგ­ვის­ტოს ატ­ლან­ტა­ში CNN-ის სა­თა­ვო ოფის­თან 10 ათა­სამ­დე მო­მი­ტინ­გე შე­იკ­რი­ბა. ხალ­ხი ტე­ლე­არხს ქა­ლაქ ფერ­გი­უსონ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის არას­რულ­ფა­სო­ვან და არას­წო­რი კუ­თხით გა­შუ­ქე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სა­დაც 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­ტა­კე­ბე­ბის სა­ბა­ბი პო­ლი­ცი­ის მიერ 9 წლის ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მო­ზარ­დის, მა­იკლ ბრა­უ­ნის მოკ­ვლა გახ­და. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ CNN-მა სა­კუ­თარ ფან­ჯრებ­თან გა­მარ­თუ­ლი მი­ტინ­გი "ვერ შე­ნიშ­ნა".

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თავისუფალია თავისუფალი მედია? - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები აშშ-სა და ევროპაში

თავისუფალია თავისუფალი მედია? - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები აშშ-სა და ევროპაში

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. დავასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს აღსრულების გადაწყვეტილების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

ამ გარემოებამ ქართული საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ნაწილი საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს. მეორე მხარე კი "რუსთავი 2"-ს უჭერს მხარს და ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ყოველივე ამას თან ერთვის ფრაზები - "მხოლოდ ჩვენთან ხდება მსგავსი რამ", "ევროპაში მსგავსს ვერავინ გაბედავს", "მხოლოდ იქ არის ნამდვილი თავისუფალი მედია და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება".

ცენზურა - რაც თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას გულისხმმობს, კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს - მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა. და თუ გგონიათ, რომ - იქ, ატლანტიკის ოკეანის გადაღმა ან უფრო ახლო მდებარე ევროპაში, ცენზურის საფუძველზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და მედიაზე ზეწოლა არ ხდება, თქვენ ცდებით.

სახელმწიფო და რელიგიური ძალაუფლების უცვლელ ატრიბუტად ცენზურა ანტიკურ დროში იქცა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 480-410 წლებში ათენში ღმერთების შესახებ ფილოსოფოს პროტაგორის წიგნები დაწვეს.

იგივე ხდებოდა რომის იმპერიაში. კათოლიკური ეკლესია ყველაზე შორს წავიდა. 1557 წელს რომის პაპმა პავლე IV-ემ სპეციალური დოკუმენტი - Index liborum prohibitorum - "აკრძალული წიგნების ინდექსი" გამოაქვეყნა. სიაში მოყვანილი წიგნების წაკითხვა აკრძალული იყო. ესეც ხომ ცენზურაა (!). კანონდარღვევა ეკლესიისგან ჩამოშორებით და სიკვდილით ისჯებოდა. საუკუნეების განმავლობაში სიის შემადგენლობა იცვლებოდა. სხვადასხვა დროს აკრძალული წიგნების სიაში ლორენცო ვალას, ვოლტერის, დანიელ დეფოს, ჯორდანო ბრუნოს, კოპერნიკის, გალილეო გალილეის, ბალზაკის ნაშრომები ხვდებოდა. რელიგიური ცენზურის ცეცხლში, არასასრუველ წიგნებთან ერთად, ხშირად მათ ავტორებსაც წვავდნენ. Index liborum prohibitorum-ი მხოლოდ 1966 (!) წელს გააუქმეს.

წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, სიტყვის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კონსტიტუციურად დაკანონებული უფლებაა. შესაბამისი ჩანაწერი 1789 წელს საფრანგეთში გამოქვეყნებულ "ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციაში" იყო გაკეთებული.

ნაპოლეონ ბონაპარტი ამბობდა - "მე სამი გაზეთის უფრო მეშინია ვიდრე 100 ათასი ხიშტის. თქვენ მე საფრანგეთის ბატონ-პატრონად მხედავთ. მაგრამ თავისუფალი პრესის შემთხვევაში, 3 თვითაც კი არ ჩავუდგებოდი ქვეყანას სათავეში". ნაპოლეონის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1800 წლის 17 იანვარს გამოქვეყნებული დეკრეტით, საფრანგეთის პირველმა კონსულმა (იმპერატორად ნაპოლეონი 1804 წელს აკურთხეს) პარიზში მოქმედი 73 გაზეთიდან მხოლოდ 13 დატოვა. 60 ბეჭდურ გამოცემას მუშაობა აეკრძალა. 1811 წლისთვის მოქმედი გაზეთების რაოდენობა 4-მდე შემცირდა.

თქვენ იტყვით, რომ ნაპოლეონი, თავისი ხუშტურებით, ისტორიას 200 წლის წინ ჩაბარდა. მაგრამ მსგავსი მაგალითები დღესაც უამრავია. ვლადიმერ პოზნერს (მან ნახევარი ცხოვრება ამერიკაში გაატარა და ამ ქვეყნის მოქალაქეა) წიგნში "დამშვიდობება ილუზიებთან" სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტები აქვს მოყვანილი.

"მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სიტყვის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის უსაზღვრო არ არის. 1993 ან 1994 წელს ამერიკულ პრესაში იაპონიის წინააღდმდეგ კამპანია აგორდა. ის შიდა ბაზარზე ამერიკულ ავტომობილებს არ უშვებდა. ბევრი გაზეთი იაპონიისთვის სანქციების დაწესებას და მათი საქონლის შემოტანის აკრძალვასაც კი ემხრობოდა. იაპონია მთავარ მიზეზად ამერიკული მანქანების დაბალ საიმედოობას, არაეკონომიურობასა და, შესაბამისად, ნაკლებად ეკოლოგიურობას ასახელებდა. მე და ფილ დონაჰიუმ ამ პრობლემას გადაცემა მივუძღვენით. ეთერის დროს ითქვა, რომ იაპონელების კრიტიკას აჯობებდა, საკუთარი ავტომობილების ხარისხი გაგვეზარდა.

Pozner&Donahue-ს დასრულებისთანავე მე და ფილი CNBC-ს პრეზიდენტმა გამოგვიძახა. საქმე ისაა, რომ CNBC-ზე რეკლამის ლომის წილი ამერიკულ გიგატს "ჯენერალს მოტორს" უკუთვნოდა, რომელმაც გადაცემის შემდეგ ყველა რეკლამა უკან გაიწვია.

- თქვენ რა, გადაირიეთ?! ვინ მოგცათ ჩვენი სარეკლამო კლიენტების გაკრიტიკების უფლება?

- ჩვენ ისინი არ გაგვიკრიტიკებია - უპასუხა ფილმა - ჩვენ უბრალოდ...

- თქვენ მისი საქონელი გააკრიტიკეთ, ეს კი დაუშვებელია!

- და სიტყვის თავისუფლება? - დავინტერესდი მე.

- სიტყვის თავისუფლება?! სიტყვის თავისუფლება - იქ, ქუჩაში მოიკითხეთ - გაიშვირა მან ხელი ფანჯრისკენ - იქ, და არა ჩემთან სტუდიაში!

- კი მაგრამ ეს ხომ ცენზურაა! - აღშფოთდა ფილი.

- თქვენ მე, ამერიკელს ცენზურაში მადანაშაულებთ?! - აღრიალდა პრეზიდენტი - როგორ ბედავთ ამას?

საგულისხმოა, რომ თავისი გადმოსახედიდან პრეზიდენტი ამას ცენზურად არ მიიჩნევდა. ის მხოლოდ საკუთარი კომპანიის ფინანსურ ინტერესებს იცავდა".

პოზნერს და დონჰიუს CNBC-ის დატოვება საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შეხედულებების გამო მოგვიანებით მაინც მოუხდათ. რამდენიმე წლის შემდეგ ფილს არხ MSNBC-ზე მუშაობა შესთავაზეს. ის დათანხმდა. თუმცა 8 თვეში ისევ უმუშევარი დარჩა. მან 2003 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში წამოწყებული ომი გააკრიტიკა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის გადაცემა უმალ დახურეს.

2014 წელს CBS-ის ჟურნალისტ ქეთრინ ანაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას პრეს-მდივნის ჯეი ქარნის მოთხოვნით, ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე დასასმელი კითხვები ქარნისთვის ჟურნალისტებს წინასწარ უნდა მიეწოდებინათ. ჟურნალისტური საქმიანობის და სიტყვის თავისუფლების შუზღუდვაში ობამას ადმინისტრაციას ხშირად ადანაშაულებდნენ.

2014 წლის 19 აგვისტოს ატლანტაში CNN-ის სათავო ოფისთან 10 ათასამდე მომიტინგე შეიკრიბა. ხალხი ტელეარხს ქალაქ ფერგიუსონში მიმდინარე მოვლენების არასრულფასოვან და არასწორი კუთხით გაშუქებაში ადანაშაულებდა, სადაც 10 დღის განმავლობაში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. შეტაკებების საბაბი პოლიციის მიერ 9 წლის ფერადკანიანი მოზარდის, მაიკლ ბრაუნის მოკვლა გახდა. საგულისხმოა, რომ CNN-მა საკუთარ ფანჯრებთან გამართული მიტინგი "ვერ შენიშნა".

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები