მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობახიძე მარგველაშვილზე: "უპირისპირდება პარლამენტს და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ"
კობახიძე მარგველაშვილზე: "უპირისპირდება პარლამენტს და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ"

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხზე კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბით პრე­ზი­დენ­ტი "კი­დევ ერთხელ უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ას და ავ­ლენს შე­მაშ­ფო­თე­ბელ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას ქვეყ­ნის მთა­ვა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ".

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, 10 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გეგ­მავს შეხ­ვედ­რის მო­წყო­ბას, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნოს მისი ხედ­ვა "კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ერ­თო სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვი­სა" და შე­სა­ბა­მი­სი "კამ­პა­ნი­ის" შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იწ­ვევს "ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის,დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტებს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის წევ­რებს, მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს" (შე­ნიშ­ვნა: ცი­ტი­რე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის გა­მოს­ვლა).

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით კი­დევ ერთხელ უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ას და ავ­ლენს შე­მაშ­ფო­თე­ბელ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას ქვეყ­ნის მთა­ვა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ:

1. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა შეხ­ვედ­რა და­ნიშ­ნა 10 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დღეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის 34 წევ­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წარ­მო­ად­გე­ნენ და 10 მარტს თა­ვი­ან­თი უშუ­ა­ლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით უნდა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. ამით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა ღრმა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­მართ;

2. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა აქვს მხო­ლოდ მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ხილ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან ყო­ველ­გვა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე გა­ცხად­და, უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს და უნდა შე­ფას­დეს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის მო­რი­გი გა­მოვ­ლი­ნე­ბა;

3. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ისე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლო­გი­კის თა­ნახ­მად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მომ­ზად­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის კა­ნონპ­რო­ექ­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე 2 თვით ადრე პრე­ზი­დენ­ტის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ცხა­დე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია რა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ფუძ­ველს და მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის დაბ­რო­ლე­ბის შექ­მნას შე­იძ­ლე­ბა ისა­ხავ­დეს მიზ­ნად.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­ვუ­წო­დებთ პრე­ზი­დენტს, გვერ­დზე გა­და­დოს ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და პა­ტი­ვი სცეს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ინ­სტი­ტუ­ტებს, არ შე­უქ­მნას ხე­ლოვ­ნუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას და იმოქ­მე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

კობახიძე მარგველაშვილზე: "უპირისპირდება პარლამენტს და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ"

კობახიძე მარგველაშვილზე: "უპირისპირდება პარლამენტს და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ"

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით პრეზიდენტი "კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ".

აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ცნობილია, 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს შეხვედრის მოწყობას, რათა საზოგადოებას გააცნოს მისი ხედვა "კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვისა" და შესაბამისი "კამპანიის" შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი იწვევს "ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, კონსტიტუციონალისტებს, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებს" (შენიშვნა: ციტირებულია პრეზიდენტის პრესსპიკერის გამოსვლა).

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ:

1. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული. ამით, გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ;

2. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება;

3. როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბროლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."