მარტვილის რაიონის სოფელ ზემო ნაგვაზაოში ჩიხლაძეების ოჯახი დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, სახლში ორი პენსიონერი და ცხოვრობდა.
დაუდგენელმა პირებმა ორივე მათგანი აწამეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში მარტვილის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა გუშინ, 22:00 საათისთვის მოხდა. მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა სახლიდან თანხის ან სხვა რამის წაღება, ამ დროისთვის უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.