სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედიშერ ქარჩავა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობს ეკლესიის შიგნით გარკვეულ პირთა დაპირისპირება
ედიშერ ქარჩავა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობს ეკლესიის შიგნით გარკვეულ პირთა დაპირისპირება

მო­ვუს­მი­ნე ად­ვო­კატ გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას და მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ვი­ღა­ცას აწყობს ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით გარ­კვე­ულ პირ­თა და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც ასე არ არის, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტმა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მი­უ­მარ­თავს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, არა­მედ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, და­ად­გი­ნა მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო არის ობი­ექ­ტუ­რი პი­რის როლ­ში, რო­მე­ლიც აკ­ვირ­დე­ბა ამ მოვ­ლე­ნებს. ვი­ნა­ი­დან ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე გახ­და სა­ჯა­რო, გა­მო­ვი­და ხალ­ხში, ამი­ტომ თვი­თონ ხალ­ხმა უნდა შე­ა­ფა­სოს, თუ რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია დაც­ვის პო­ზი­ცი­ე­ბი. რა თქმა უნდა, მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ ასე­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ჩვენ­თვის რა თქმა უნდა, გულ­სატ­კე­ნია და ჩვენც ვე­ლო­დე­ბით, თუ რა იქ­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ, ობი­ექ­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვგუ­ლის­ხმობ", - გა­ნა­ცხა­და ქარ­ჩა­ვამ.

რო­გორც ქარ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, მას რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ია არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვერ­სი­ებ­ზე, თუ რე­ა­ლუ­რად რა არის, "ამი­ტომ იშ­ვე­ლი­ებს გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­წე­რილს, რაც მას არ ზღუ­დავს".

"ახლა აგიხ­სნით რა­ტომ - ვი­ნა­ი­დან თუ ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა იყო და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან, მა­შინ მათ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტი, რომ 500 დო­ლა­რი უნდა გა­და­ე­ცა და შემ­დეგ ენდო მას მამა გი­ორ­გი ცი­ა­ნი­დის სა­ყიდ­ლად - ეს თა­ვი­დან­ვე უკვე აბ­სურ­დუ­ლი გა­მო­დის. ვი­ნა­ი­დან თუ ადა­მი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბა გაქვს და არ ენ­დო­ბი, მა­შინ ფულს რა­ტომ იღებ რა­ღაც სა­წამ­ლა­ვის შე­სა­ძე­ნად?", - გა­ნა­ცხა­და ქარ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა იყო და რა არ იყო, ამა­ზე პა­სუ­ხი შე­უძ­ლია გას­ცეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ. ედი­შერ ქარ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა­შიც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან არა­ნა­ი­რი პი­როვ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რა­ი­მე ჩხუ­ბი, კა­მა­თი, გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ჰქო­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ედიშერ ქარჩავა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობს ეკლესიის შიგნით გარკვეულ პირთა დაპირისპირება

ედიშერ ქარჩავა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობს ეკლესიის შიგნით გარკვეულ პირთა დაპირისპირება

მოვუსმინე ადვოკატ გიორგი ფანცულაიას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობს ეკლესიის შიგნით გარკვეულ პირთა დაპირისპირება, რაც ასე არ არის, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილს არანაირი განცხადებით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით არ მიუმართავს მთავარი პროკურატურისთვის, არამედ მთავარმა პროკურატურამ მასალებზე დაყრდნობით, დაადგინა მისი სამართლებრივი სტატუსი - დაზარალებული.

"საქართველოს საპატრიარქო არის ობიექტური პირის როლში, რომელიც აკვირდება ამ მოვლენებს. ვინაიდან ეს მტკიცებულებები უკვე გახდა საჯარო, გამოვიდა ხალხში, ამიტომ თვითონ ხალხმა უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არგუმენტირებულია დაცვის პოზიციები. რა თქმა უნდა, მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა და სასულიერო პირის მიერ ასეთი გარემოებები, ჩვენთვის რა თქმა უნდა, გულსატკენია და ჩვენც ველოდებით, თუ რა იქნება საბოლოოდ, ობიექტურ ჭეშმარიტებას ვგულისხმობ", - განაცხადა ქარჩავამ.

როგორც ქარჩავამ აღნიშნა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ადვოკატი გიორგი ფანცულაია არ არის ჩამოყალიბებული ვერსიებზე, თუ რეალურად რა არის, "ამიტომ იშველიებს გაუთქმელობის ხელწერილს, რაც მას არ ზღუდავს".

"ახლა აგიხსნით რატომ - ვინაიდან თუ ქალბატონი შორენა იყო დაპირისპირებული მამა გიორგი მამალაძესთან, მაშინ მათ მიერ გაჟღერებული არგუმენტი, რომ 500 დოლარი უნდა გადაეცა და შემდეგ ენდო მას მამა გიორგი ციანიდის საყიდლად - ეს თავიდანვე უკვე აბსურდული გამოდის. ვინაიდან თუ ადამიანთან დაპირისპირება გაქვს და არ ენდობი, მაშინ ფულს რატომ იღებ რაღაც საწამლავის შესაძენად?", - განაცხადა ქარჩავამ.

მისივე თქმით, სინამდვილეში რა იყო და რა არ იყო, ამაზე პასუხი შეუძლია გასცეს მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგი მამალაძემ. ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილმა ჩვენებაშიც დაადასტურა, რომ მას მამა გიორგი მამალაძესთან არანაირი პიროვნული დაპირისპირება, რაიმე ჩხუბი, კამათი, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არ ჰქონია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ