საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გიორგი მამალაძე ჩანაწერებში "ჩვენობით" საუბრობს - დეკანოზი სხვასთან ერთად მოქმედებდა?
მამა გიორგი მამალაძე ჩანაწერებში "ჩვენობით" საუბრობს - დეკანოზი სხვასთან ერთად მოქმედებდა?

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე მრავ­ლო­ბით რი­ცხვში სა­უბ­რობს და ხში­რად იყე­ნებს სი­ტყვებს "ჩვენ" და ესე­ნი".

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, დე­კა­ნო­ზი აცხა­დებს, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში მის მო­სახ­ვედ­რად "ესე­ნი იბ­რძვი­ან" და მხო­ლოდ ქო­ნე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტში მისი ყოფ­ნა "არ აწყობთ".

"ახლა გე­ტყვი პირ­და­პირ: ესე­ნი იბ­რძვი­ან რომ მე მოვ­ხვდე იქ, შიგ­ნით (სა­პატ­რი­არ­ქო­ში), რა­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ქო­ნე­ბა­ში ხომ ვარ? - ჩვენ ქო­ნე­ბა არ გვა­წყობს. ქო­ნე­ბა ისე­თი თემა არაა. ეს იყო იმის­თვის, რომ იქ შევ­სუ­ლი­ყა­ვით", - ეუბ­ნე­ბა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს.

გარ­და ამი­სა, და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი მრავ­ლო­ბით რი­ცხვში სა­უბ­რობს ცი­ა­ნი­დის ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზეც. კერ­ძოდ, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის­გან ინ­ტე­რეს­დე­ბა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნივ­თი­ე­რე­ბა "აი­ღონ" და "ერთ თვე­ში მის­ცენ ფული".

"რა კი­თხე იცი? რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ეხლა რომ ავი­ღოთ და ერთ თვე­ში რომ მივ­ცეთ (ფული)?!... თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, სას­წრა­ფოდ გვჭირ­დე­ბა რა ეგ.... პროს­ტა მე ახლა იმა­ში მივ­დი­ვარ, რა ქვია... უნდა წა­ვი­დე, მაგ­რამ მა­ნამ­დე მჭირ­დე­ბა რა... უწ­მინ­დე­სი ხო ჩა­იყ­ვა­ნეს და ჩა­ვი­დე უნდა რა..." - ესა­უბ­რე­ბა ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს.

გარ­და ამი­სა, ჩა­ნა­წერ­ში სა­უ­ბა­რია ფულ­ზეც, რო­მე­ლიც ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ უნდა მი­ე­ღო. ამ კონ­ტექ­სტში მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ და­რე­კავს და "ფულს გა­მო­აგ­ზავ­ნი­ნებს".

"და­ვუ­რე­კავ და ვე­ტყვი გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ­მეთ­ქი. ახლა რა ვქნა? შენს ძმო­ბას ვფი­ცა­ვარ, დღეს ერ­თმა გა­და­მაგ­დო რა, მე მივფრი­ნავ­დი დღეს, მი­თხრეს მოგ­ცემ­თო ფულს და ფული არაა, ვერ მივ­დი­ვარ, არა­და გერ­მა­ნი­ა­ში მე­ლო­დე­ბი­ან.... ჩემი ხელი სჭირ­დე­ბათ მა­გათ იქა. დედა უნდა ვუ­ტი­რო! პროს­ტა, ასა­კი არ მი­წყობს ხელს თო­რემ..." - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი და ჟურ­ნა­ლისტ ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის რეპ­ლი­კა­ზე "მთლად პატ­რი­არ­ქო­ბა­ზე ექ­ნე­ბო­და პრე­ტენ­ზია?" და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი პა­სუ­ხობს: "მე ბევრ რა­მე­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია, ჯერ თავს ვი­კა­ვებ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამა გიორგი მამალაძე ჩანაწერებში "ჩვენობით" საუბრობს - დეკანოზი სხვასთან ერთად მოქმედებდა?

მამა გიორგი მამალაძე ჩანაწერებში "ჩვენობით" საუბრობს - დეკანოზი სხვასთან ერთად მოქმედებდა?

მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვადასხვა საკითხზე მრავლობით რიცხვში საუბრობს და ხშირად იყენებს სიტყვებს "ჩვენ" და ესენი".

უფრო კონკრეტულად, ჩანაწერის მიხედვით, დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქოში მის მოსახვედრად "ესენი იბრძვიან" და მხოლოდ ქონების მართვის დეპარტამენტში მისი ყოფნა "არ აწყობთ".

"ახლა გეტყვი პირდაპირ: ესენი იბრძვიან რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ? - ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით", - ეუბნება მამა გიორგი მამალაძე საუბრისას ჟურნალისტ გიორგი მამალაძეს.

გარდა ამისა, დაკავებული დეკანოზი მრავლობით რიცხვში საუბრობს ციანიდის ყიდვასთან დაკავშირებულ საკითხზეც. კერძოდ, ირაკლი მამალაძისგან ინტერესდება, რამდენად შესაძლებელია, ნივთიერება "აიღონ" და "ერთ თვეში მისცენ ფული".

"რა კითხე იცი? რამდენად შესაძლებელია ეხლა რომ ავიღოთ და ერთ თვეში რომ მივცეთ (ფული)?!... თუ არის შესაძლებელი, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგ.... პროსტა მე ახლა იმაში მივდივარ, რა ქვია... უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე მჭირდება რა... უწმინდესი ხო ჩაიყვანეს და ჩავიდე უნდა რა..." - ესაუბრება ჩანაწერის მიხედვით დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს.

გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარია ფულზეც, რომელიც ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიების სანაცვლოდ უნდა მიეღო. ამ კონტექსტში მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ დარეკავს და "ფულს გამოაგზავნინებს".

"დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთმეთქი. ახლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან.... ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ..." - ამბობს დეკანოზი და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის რეპლიკაზე "მთლად პატრიარქობაზე ექნებოდა პრეტენზია?" დაკავებული დეკანოზი პასუხობს: "მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია, ჯერ თავს ვიკავებ".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ