პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - რა მოთხოვნებით გამართეს ქალებმა აქცია-მსვლელობა თბილისში
"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - რა მოთხოვნებით გამართეს ქალებმა აქცია-მსვლელობა თბილისში

"ჩემი სხე­უ­ლი ჩემი საქ­მეა", - ამ ლო­ზუნ­გით ფე­მი­ნის­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზე­ბით თბი­ლის­ში აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა.

აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა ქალ­თა სექ­სუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან და­ი­წყო და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გაგ­რძელ­დე­ბა, სა­დაც ქალ­თა სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცია გა­ი­მარ­თა.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ქა­ლე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რათა ხმა­მაღ­ლა მო­ი­თხო­ვონ ის უფ­ლე­ბე­ბი, რაც მათ სხე­ულ­სა და სექ­სუ­ა­ლო­ბას ეხე­ბა.

"8 მარ­ტის მსვლე­ლო­ბა­ზე "ფე­მი­ნის­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის" ინი­ცი­ა­ტი­ვით ქა­ლე­ბი ვერ­თი­ან­დე­ბით, რომ ხმა­მაღ­ლა მო­ვი­თხო­ვოთ ის უფ­ლე­ბე­ბი, რაც ჩვენს სხე­ულ­სა და სექ­სუ­ა­ლო­ბას ეხე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ გვინ­და ვამ­ხი­ლოთ ის პრაქ­ტი­კა, რაც ამ უფ­ლე­ბებს გვი­ზღუ­დავს. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ აძ­ლევს ქალს უფ­ლე­ბას გან­კარ­გოს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი და სექ­სუ­ა­ლო­ბა, რის გა­მოც ჩვენ გვი­წევს დავ­მა­ლოთ სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ან სუ­ლაც - უარი ვთქვათ მას­ზე. ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის გა­დარ­ჩე­ნა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ჩვე­ნი სექ­სუ­ა­ლო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას­თან, რის გა­მოც ჩვენს სხე­ულ­ზე კონ­ტრო­ლი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის სა­კი­თხი ხდე­ბა!

ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, ქა­ლებს დღემ­დე უჭირთ აღი­ა­რონ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ამას ადას­ტუ­რებს 2017 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვის "თა­ო­ბა გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში" შე­დე­გე­ბიც (ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დი), სა­დაც ქალ რეს­პონ­დენ­ტთა მხო­ლოდ 1% ამ­ბობს, რომ ჰყო­ლია ერ­თზე მეტი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი მა­შინ, როცა იმა­ვე პუნ­ქტში მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბით მა­მა­კაც­თა 57% იწო­ნებს თავს.

ვფიქ­რობთ, რომ დროა და­ვა­ნა­ხოთ სხვა ქა­ლებს და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვე­ნი სხე­უ­ლი ჩვენ გვე­კუთ­ვნის. ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა, ვი­ყოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბი!" -აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

ადამიანი
0

ვინმემ ისტორიის წიგნი წაუკითხოს მაგ გონება ამღვრეულ ბაღნებს ლენინი კამსამოლებს აკეთებინებდა ზუსტად ეგეთ აქციებს ტროცკი. ბაბუცა პატარაია ფულს იღებს და ეს საცოდავები თავს ირცხვენენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - რა მოთხოვნებით გამართეს ქალებმა აქცია-მსვლელობა თბილისში

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - რა მოთხოვნებით გამართეს ქალებმა აქცია-მსვლელობა თბილისში

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა", - ამ ლოზუნგით ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზებით თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქცია-მსვლელობა ქალთა სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით, ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება, სადაც ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქალები ერთიანდებიან, რათა ხმამაღლა მოითხოვონ ის უფლებები, რაც მათ სხეულსა და სექსუალობას ეხება.

"8 მარტის მსვლელობაზე "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკა, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს. ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ჩვენ გვიწევს დავმალოთ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც - უარი ვთქვათ მასზე. ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!

ამ დამოკიდებულებების გამო, ქალებს დღემდე უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება გააჩნიათ. ამას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული კვლევის "თაობა გარდამავალ პერიოდში" შედეგებიც (ფრიდრიხ ებერტის ფონდი), სადაც ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი მაშინ, როცა იმავე პუნქტში მსგავსი გამოცდილებით მამაკაცთა 57% იწონებს თავს.

ვფიქრობთ, რომ დროა დავანახოთ სხვა ქალებს და მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი უფლებაა, ვიყოთ თავისუფლები!" -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.