პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი რუსულ "ნიჭიერში" - ჟიურის წევრების დისკრიმინაციული შეფასება და ტელევიზიიდან გაგდებული თანამშრომელი
სკანდალი რუსულ "ნიჭიერში" - ჟიურის წევრების დისკრიმინაციული შეფასება და ტელევიზიიდან გაგდებული თანამშრომელი

რუ­სულ შო­უ­ში "Минута славы", რო­მე­ლიც "ნი­ჭი­ე­რის" ანა­ლო­გია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი სკან­და­ლის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის" თა­ნამ­შრო­მე­ლი.

რო­გორც რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო "Медуза" წერს, სწო­რედ მან გა­უშ­ვა ეთერ­ში ჟი­უ­რის წევ­რის - რე­ნა­ტა ლიტ­ვი­ნო­ვას დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კო­მენ­ტა­რი შოუს მო­ნა­წი­ლის ევ­გე­ნი სმირ­ნო­ვი­სად­მი. ამ კად­რებ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გა­და­ცე­მის 4 მარ­ტის გა­მოშ­ვე­ბა­ში შშმ მო­ცეკ­ვა­ვე ევ­გე­ნი სმირ­ნო­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­მაც ცალი ფეხი ავა­რი­ის შე­დე­გად და­კარ­გა. მო­ცეკ­ვა­ვემ ტრავ­მის მი­უ­ხე­და­ვად პარტნი­ორ­თან ერ­თად ურ­თუ­ლე­სი ილე­თე­ბი და სა­ცეკ­ვაო ელე­მენ­ტე­ბი შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა, მის­მა წარ­მოდ­გე­ნამ ჟი­უ­რის წევ­რებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ვლა­დი­მერ პოზ­ნერ­მა მას მო­რიგ ტურ­ში გა­დას­ვლა­ზე უარი უთხრა და მის ნო­მერს "აკ­რძა­ლუ­ლი ილე­თი" უწო­და. "რო­დე­საც სცე­ნა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის, რო­გო­რიც თქვენ ხართ, უფე­ხო, შე­უძ­ლე­ბე­ლია უა­რის თქმა. ამის ძალა არა­ვის აქვს", - გან­მარ­ტა პოზ­ნერ­მა.

რე­ჟი­სორ რე­ნა­ტა ლიტ­ვი­ნო­ვას კო­მენ­ტა­რი კი ყო­ველ­გვარ სა­ზღვარს გას­ცდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რა მო­რიგ ტურ­ში მო­ცეკ­ვა­ვის გა­დას­ვლას, ჟი­უ­რის წევ­რმა სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­გე­ნი სმირ­ნოვ­მა ამ თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა არ უნდა სცა­დოს. ჟი­უ­რის წევ­რმა მო­ცეკ­ვა­ვეს ისიც კი შეს­თა­ვა­ზა, რომ სა­მო­მავ­ლოდ პრო­თე­ზი მი­ი­მაგ­როს, რათა თა­ვი­სი ტრავ­მის აფი­ში­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნოს.

შოუს პრო­დი­უ­სე­რე­ბი კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ერ­თა­დერ­თი რაც ცნო­ბი­ლი გახ­და ისაა, რომ "პირ­ვე­ლი არ­ხის" მუ­სი­კა­ლურ-გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ცი­ამ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც "Минута славы"-ის ტრანსლა­ცი­ა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

იხი­ლეთ გა­მოს­ვლის ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სკანდალი რუსულ "ნიჭიერში" - ჟიურის წევრების დისკრიმინაციული შეფასება და ტელევიზიიდან გაგდებული თანამშრომელი

სკანდალი რუსულ "ნიჭიერში" - ჟიურის წევრების დისკრიმინაციული შეფასება და ტელევიზიიდან გაგდებული თანამშრომელი

რუსულ შოუში "Минута славы", რომელიც "ნიჭიერის" ანალოგია, რამდენიმე დღის წინ მომხდარი სკანდალის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს რუსეთის "პირველი არხის" თანამშრომელი.

როგორც რუსული სააგენტო "Медуза" წერს, სწორედ მან გაუშვა ეთერში ჟიურის წევრის - რენატა ლიტვინოვას დისკრიმინაციული კომენტარი შოუს მონაწილის ევგენი სმირნოვისადმი. ამ კადრებმა ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.

გადაცემის 4 მარტის გამოშვებაში შშმ მოცეკვავე ევგენი სმირნოვი მონაწილეობდა, რომელმაც ცალი ფეხი ავარიის შედეგად დაკარგა. მოცეკვავემ ტრავმის მიუხედავად პარტნიორთან ერთად ურთულესი ილეთები და საცეკვაო ელემენტები შეასრულა, თუმცა, მისმა წარმოდგენამ ჟიურის წევრებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა მას მორიგ ტურში გადასვლაზე უარი უთხრა და მის ნომერს "აკრძალული ილეთი" უწოდა. "როდესაც სცენაზე ისეთი ადამიანი გამოდის, როგორიც თქვენ ხართ, უფეხო, შეუძლებელია უარის თქმა. ამის ძალა არავის აქვს", - განმარტა პოზნერმა.

რეჟისორ რენატა ლიტვინოვას კომენტარი კი ყოველგვარ საზღვარს გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა მორიგ ტურში მოცეკვავის გადასვლას, ჟიურის წევრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ევგენი სმირნოვმა ამ თემით მანიპულირება არ უნდა სცადოს. ჟიურის წევრმა მოცეკვავეს ისიც კი შესთავაზა, რომ სამომავლოდ პროთეზი მიიმაგროს, რათა თავისი ტრავმის აფიშირება არ მოახდინოს.

შოუს პროდიუსერები კომენტარს არ აკეთებენ. ერთადერთი რაც ცნობილი გახდა ისაა, რომ "პირველი არხის" მუსიკალურ-გასართობი პროგრამების დირექციამ ადამიანი, რომელიც "Минута славы"-ის ტრანსლაციაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იხილეთ გამოსვლის ვიდეო

ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ულამაზესი ქალიშვილი ანა - მოდის სამყაროში, თაკოს შემდეგ, მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

"სხვა მიზეზით ჩამოვედი, ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა, მინდოდა, ჩემი ძმის და დედის საფლავები მომენახულებინა" - როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ ცისკარიძე პოზნერის სკანდალურ დაბადების დღეზე

"თხემით ტერფამდე არტისტები იყვნენ" - 3 ქართველი მსახიობი ქალი, რომლებსაც წელს 100 წელი შეუსრულდებოდათ