"რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი..." - "ნიჭიერის" გამარჯვებულს, ნონა გიუნაშვილს დახმარება ესაჭიროება

"რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი..." - "ნიჭიერის" გამარჯვებულს, ნონა გიუნაშვილს დახმარება ესაჭიროება

"ნიჭირის" ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებულს ნონა გიუნაშვილს, რომელმაც საზოგადოება ქვიშით შექმნილი ნახატებით აღაფრთოვანა, დახმარება ესაჭიროება. როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ნონამ "ფეისბუქზე" შემდგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

"მეგობრებო ალბათ ნახეთ ჩემი ფეისბუქის გვერდზე ვიდეო. ვიცი გაინტერესებთ რა ხდება და რა მჭირს, მინდა ყველას გიპასუხოთ. რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ძალიან მერიდება და არ მინდოდა არავის შეწუხება. ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ არის.მე მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მჭირდება ოპერაცია. სამწუხაროდ ეს ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი დახმარება კონცერტის სახით.ძალიან ვღელავ... მომიტევეთ!". Ambebi.ge ნონას დაუკავშირდა:

- ნონა, რა პრობლემა გაქვთ ხერხემალზე?

- ბავშვობაში მივიღე მძიმე ტრავმა, ხიდან ჩამოვვარდი და მაქვს ხერხემლის ტრავმული სპონდილოპათია. გადაღლა და მძიმე ფიზიკური სამუშაო ჩემთვის არ შეიძლება. ამ შემთხვევაში გაუსაძლისი ტკივილები მეწყება. ჩემი საქმე მუდმივად ფეხზე დრომას მოითხოვს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლება, ამიტომ უკვე შემაწუხა გაუსაძლისმა ტკივილებმა. ვიყავი სპეციალუსტთან, რომელმაც მითხრა, რომ სასწრაფოდ მესაჭიროება ოპერაცია, რისი საშუალებაც მე არ მაქვს.

- რა თანხა გჭირდებათ?

- 17 000 ლარი ღირს ოპერაცია. მინდოდა დამოიკიდებლად მომეგვარებინა ეს პრობლემა, როგორც აქამდე ვახერხებდი ამას, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ შევძელი. მოგეხსენებათ "მაესტროში" ვმუშაობ და დაზღვეულიც ვარ, მაგრამ როცა სადაზღვევოს მივმართე დაფინანსებაზე, მითხრეს ამ თანხას ვერ აგინაზღაურებთ, რადგან დაზღვევამდე მიღებული ტრავმაო. ამის შემდეგ მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, მათ იმ მიზეზით მითხრეს უარი, რომ დაზღვეული ვარ და ასე დავრჩი მარტო საკუთარ ტრავმასთან. იმ შემთხვევაში თუ ვერ შევაგროვებ ამ თანხას, ვეღარ შევძლებ ხატვას და მუშაობას. გორის მუნიციპალიტეტს ვუხდი დიდ მადლობას, მათ გადაწყვიტეს 17 მარტს ჩემს დასახმარებლად კონცერტის ჩატარება, კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩემს ოპერაციას მოხმარდება.

მათ, ვისაც ნონა გიუნაშვილის დახმარება სურს, თანხა შეუძლიათ გადარიცხონ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი - GE42BG0000000850779100

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

"დედა რომ გარდაიცვალა, მამა სამსახურში აღარ დადიოდა... გადაგვატანინა ეს ტრაგედია" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახზე მისი ქალიშვილი

"ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე