პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი "ცივი ომის" ნიშნები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში
ახალი "ცივი ომის" ნიშნები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში

არა­ხა­ლია, რომ ამე­რი­კის და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კრი­ზის­ში შე­ვი­და. ექ­სპერ­ტე­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, ეს ბოლო წლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, რუ­სეთ­სა და ამე­რი­კას შო­რის ვი­თა­რე­ბის გა­ცი­ვე­ბას ყი­რი­მის ანექ­სი­ამ შე­უ­წყო ხელი... და ბო­ლოს, ამე­რი­კე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა არ ცხრე­ბა, ამე­რი­კის არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის როლ­ზე...

ასეა თუ ისე, ცივი ომის შემ­დეგ, ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბოლო წლებ­ში არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა... ამე­რი­კის მიერ რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი სან­ქცი­ე­ბი, შიდა უთან­ხმო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გრძელ­დე­ბა და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ორი სა­ხელ­მწი­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ამინდს ქმნი­ან, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის.

რუ­სეთ­ში ამე­რი­კის ყო­ფილ­მა ელჩმა და ბა­რაქ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რმა მა­იკლ მა­კ­ფოლ­მა, არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­სა და შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა, ასე­ვე შე­ე­ხო იმ თე­მა­საც, თუ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრამ­პის პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თი­სად­მი.

უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის სა­კი­თხი ამე­რი­კის დე­და­ქა­ლაქ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მაა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტრამ­პის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს, ამე­რი­კის ახ­ლან­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ჯეფ სე­შენ­სი რუ­სე­თის ელჩს მა­ნამ­დე ესა­უბ­რა, სა­ნამ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებ­და. თე­ბერ­ვალ­ში, ტრამ­პის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მა­შინ­ვე გა­დად­გა, რო­გორც კი გა­ირ­კვა, რომ ის რუ­სე­თის ელჩს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ფა­რუ­ლად ესა­უბ­რა...

"ამე­რი­კის ხმა" ბა­რაქ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რის, მა­იკლ მა­კ­ფო­ლი გა­მოს­ვლას მი­მო­ი­ხი­ლავს, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სე­თის ელჩი კის­ლი­ა­კი ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გო­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ექ­ნე­ბო­და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ეს ინ­ფორ­მა­ცია კრემ­ლის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა.

მა­კ­ფო­ლის თქმით, ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უთან­ხმო­ე­ბის წერ­ტი­ლე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ტრამპს სურს რუ­სეთ­თან "სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა", მაგ­რამ ის ერ­თმა­ნეთ­ში ურევს სა­შუ­ა­ლე­ბას და მი­ზანს. კონ­კრე­ტუ­ლად, მი­ზა­ნი სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა არ არის, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ზანს მი­აღ­წიო. თუმ­ცა, ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ტრამპს ნამ­დვი­ლად სურს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

"მე ვფიქ­რობ მას რე­ა­ლუ­რად სურს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გოს ლი­დე­რებ­თან და მარ­თლა ფიქ­რობს, ეს ამე­რი­კის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­კ­ფოლ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა რუ­სე­თის როლ­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. მისი თქმით, რუ­სე­თის მი­ზა­ნი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა არ არის, რად­გან კრემ­ლის­თვის სტა­ტუს-კვო ხელ­საყ­რე­ლია.

"ვფიქ­რობ, პუ­ტინ­მა იცის, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლა­ხა­ლი შექ­მნა ძვი­რი და­უჯ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის "ახა­ლი რუ­სე­თის" პრო­ექ­ტით სპე­კუ­ლი­რებ­და. შემ­დეგ კი მიხ­ვდა, რომ ეს ბევ­რი და­უჯ­დე­ბო­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მას ომი გა­მო­უ­ცხა­დეს... ერთი სი­ტყვით, ისი­ნი მიხ­ვდნენ, რომ ამ სა­ზღვარს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ და უკან და­ი­ხი­ეს, თუმ­ცა, რუ­სე­თის­თვის მა­ინც კომ­ფორ­ტუ­ლია სა­ზღვრე­ბის გა­ურ­კვევ­ლო­ბა... ამე­რი­კე­ლე­ბი ვცდი­ლობთ, ინ­ჟინ­რე­ბის მსგავ­სად, რომ პრობ­ლე­მა ჩვენ გა­დავ­წყვი­ტოთ და მათ მოგ­ვა­რე­ბას ვცდი­ლობთ. პუ­ტი­ნი კი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი­თა და მისი ღიად და­ტო­ვე­ბით ძალ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ მო­მა­ვალ­ში ის ამ კონ­ფლიქ­ტე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად იხე­ი­რებს," - გა­ნა­ცხა­და მა­კ­ფოლ­მა.

მა­იკლ მა­კ­ფო­ლი, ბა­რაქ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და მის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შიც ჩარ­თუ­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომზე სა­უბ­რი­სას, მან აღ­ნიშ­ნა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­და, თა­ვის მხრივ კი, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის მა­ხე­ში გა­ე­ბა.

"რუ­სე­თი კარ­გა ხნით ადრე ამ­ზა­დებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი მთავ­რო­ბის მო­სა­ტყუ­ე­ბელ გეგ­მას... ეს მისი გა­მო­ჭე­რის მცდე­ლო­ბა იყო. ვიცი, რომ ბუ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცია მას­თან მუ­შა­ობ­და ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბა რომ არ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, ეს არ მოხ­დე­ბო­და, რაც ვი­ხი­ლეთ..." - დას­ძი­ნა მან.

ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის "გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კას" შე­უდ­გა. ვა­შინგტონ­ში, მკვლე­ვარ­თა ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბამ და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბამ, პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­თვის წა­ა­ქე­ზა, რად­გან რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ჩათ­ვა­ლა, რომ მას ამის­თვის დიდი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და არ მო­უ­წევ­და.

"სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ინი­ცი­ა­ტი­ვის" მი­მომ­ხილ­ვე­ლი ჯე­ი­მი კირ­ჩი­კის თქმით, "რუ­სე­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რი­სა და ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ის და­უს­ჯე­ლად და­ტო­ვე­ბა მძი­მე შეც­დო­მა იყო. ასე­ვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ და­სავ­ლე­თის სუს­ტმა პო­ზი­ცი­ამ და­სა­ბა­მი მის­ცა მოვ­ლე­ნე­ბის სე­რი­ას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი­ვე არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვით დას­რულ­და".

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც კი ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, რუ­სეთ­თან დათ­ბო­ბის პო­ლი­ტი­კის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­მაც ნა­წი­ლობ­რივ გა­ნა­პი­რო­ბა რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა. არა­და, მა­შინ­ვე გა­სა­გე­ბი იყო, რომ და­სავ­ლე­თის პა­სუ­ხი ქმე­დი­თი არ იქ­ნე­ბო­და.

არა­ერ­თი ვერ­სი­ი­სა და ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის შტრი­ხე­ბი რუ­სე­თის მი­მართ კვლა­ვაც გა­ურ­კვე­ვე­ლია... რუ­სუ­ლი და და­სავ­ლუ­რის მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი­სად­მი ტრამ­პის პო­ზი­ცი­ის გამო, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ევ­რო­კავ­შირ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შიში აქვთ. მათი ვა­რა­უ­დით, რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია, შე­საძ­ლოა, რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გამო შე­ირ­ყეს, ნათ­ქვა­მია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის ან­გა­რიშ­ში, სა­დაც ის შიდა პო­ლი­ტი­კას მი­მო­ი­ხი­ლავს. შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას, ან­გა­რი­შის უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის კურსსა და საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში და­ნიშ­ნულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს ასა­ხე­ლე­ბენ... ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, ასე­ვე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ხე­დოს ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

"რუ­სე­თი სიფრ­თხი­ლით აკ­ვირ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს, რად­გან არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ თა­ვი­სი შიდა პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბას შეძ­ლებს...

მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ასე­ვე წე­რენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ბევ­რი ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს რუ­სე­თი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნას. მათი მო­საზ­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას არ სურს "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" პრო­ექ­ტი და პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა - უკ­რა­ი­ნას­თან, ბე­ლო­რუს­თან, მოლ­დო­ვას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან, სომ­ხეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ახალი "ცივი ომის" ნიშნები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში

ახალი "ცივი ომის" ნიშნები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში

არახალია, რომ ამერიკის და რუსეთის ურთიერთობები კრიზისში შევიდა. ექსპერტების ერთი ნაწილის თქმით, ეს ბოლო წლებში დაგროვილი სხვადასხვა ფაქტორებით იყო განპირობებული, კიდევ ერთი ვერსიით, რუსეთსა და ამერიკას შორის ვითარების გაცივებას ყირიმის ანექსიამ შეუწყო ხელი... და ბოლოს, ამერიკელი საზოგადოების აღშფოთება არ ცხრება, ამერიკის არჩევნებში რუსეთის როლზე...

ასეა თუ ისე, ცივი ომის შემდეგ, ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ბოლო წლებში არსებულთან შედარებით, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა... ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულები სანქციები, შიდა უთანხმოების მიუხედავად, მაინც გრძელდება და როგორ განვითარდება მოვლენები ორი სახელმწიფოს ადმინისტრაციას შორის, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში ამინდს ქმნიან, კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა და ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა მაიკლ მაკფოლმა, არსებული დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა, ასევე შეეხო იმ თემასაც, თუ როგორი შეიძლება იყოს ტრამპის პოლიტიკა რუსეთისადმი.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რუსეთის საკითხი ამერიკის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ცნობილი გახდა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ამერიკის ახლანდელი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი რუსეთის ელჩს მანამდე ესაუბრა, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია არჩევნებს მოიგებდა. თებერვალში, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაშინვე გადადგა, როგორც კი გაირკვა, რომ ის რუსეთის ელჩს ადმინისტრაციის ცვლილების პერიოდში ფარულად ესაუბრა...

"ამერიკის ხმა" ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრის, მაიკლ მაკფოლი გამოსვლას მიმოიხილავს, რომლის თქმითაც, რუსეთის ელჩი კისლიაკი ცდილობდა, როგორმე მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნებოდა ტრამპის ადმინისტრაციას და ეს ინფორმაცია კრემლისთვის მიეწოდებინა.

მაკფოლის თქმით, ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოების წერტილები. მისივე თქმით, ტრამპს სურს რუსეთთან "საერთო ენის გამონახვა", მაგრამ ის ერთმანეთში ურევს საშუალებას და მიზანს. კონკრეტულად, მიზანი საერთო ენის გამონახვა არ არის, ეს არის საშუალება, მიზანს მიაღწიო. თუმცა, ასევე დასძინა, რომ ტრამპს ნამდვილად სურს ურთიერთობების გაუმჯობესება.

"მე ვფიქრობ მას რეალურად სურს, რომ ურთიერთობები დაალაგოს ლიდერებთან და მართლა ფიქრობს, ეს ამერიკისთვის კარგი იქნება", - განაცხადა მაკფოლმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის როლზე და პოლიტიკაზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მისი თქმით, რუსეთის მიზანი პრობლემების მოგვარება არ არის, რადგან კრემლისთვის სტატუს-კვო ხელსაყრელია.

"ვფიქრობ, პუტინმა იცის, რომ საბჭოთა კავშირის ხელახალი შექმნა ძვირი დაუჯდება. სავარაუდოდ, ის "ახალი რუსეთის" პროექტით სპეკულირებდა. შემდეგ კი მიხვდა, რომ ეს ბევრი დაუჯდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინელებმა მას ომი გამოუცხადეს... ერთი სიტყვით, ისინი მიხვდნენ, რომ ამ საზღვარს ვერ შეინარჩუნებდნენ და უკან დაიხიეს, თუმცა, რუსეთისთვის მაინც კომფორტულია საზღვრების გაურკვევლობა... ამერიკელები ვცდილობთ, ინჟინრების მსგავსად, რომ პრობლემა ჩვენ გადავწყვიტოთ და მათ მოგვარებას ვცდილობთ. პუტინი კი კონფლიქტების გამოწვევებითა და მისი ღიად დატოვებით ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან მიაჩნია, რომ მომავალში ის ამ კონფლიქტებით აუცილებლად იხეირებს," - განაცხადა მაკფოლმა.

მაიკლ მაკფოლი, ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩართული იყო. საქართველო-რუსეთის ომზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ის საქართველოსთან ომს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, თავის მხრივ კი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რუსეთის მახეში გაება.

"რუსეთი კარგა ხნით ადრე ამზადებდა სააკაშვილისა და მისი მთავრობის მოსატყუებელ გეგმას... ეს მისი გამოჭერის მცდელობა იყო. ვიცი, რომ ბუშის ადმინისტრაცია მასთან მუშაობდა ამის თავიდან ასაცილებლად. პრეზიდენტ სააკაშვილს სამხედრო ქმედება რომ არ განეხორციელებინა, ეს არ მოხდებოდა, რაც ვიხილეთ..." - დასძინა მან.

ობამას ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვის პოლიტიკას" შეუდგა. ვაშინგტონში, მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით, რუსეთის უპასუხოდ დატოვებამ და ურთიერთობების დათბობამ, პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის წააქეზა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მას ამისთვის დიდი საფასურის გადახდა არ მოუწევდა.

"საგარეო პოლიტიკის ინიციატივის" მიმომხილველი ჯეიმი კირჩიკის თქმით, "რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ტერიტორიის ოკუპაციის დაუსჯელად დატოვება მძიმე შეცდომა იყო. ასევე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთის სუსტმა პოზიციამ დასაბამი მისცა მოვლენების სერიას, რომელიც ჩვენივე არჩევნებში რუსეთის ჩარევით დასრულდა".

მისივე თქმით, როგორც კი ობამას ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარუმატებელი მცდელობა განახორციელა, რამაც ნაწილობრივ განაპირობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. არადა, მაშინვე გასაგები იყო, რომ დასავლეთის პასუხი ქმედითი არ იქნებოდა.

არაერთი ვერსიისა და ვარაუდის გამოთქმის მიუხედავად, ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის შტრიხები რუსეთის მიმართ კვლავაც გაურკვეველია... რუსული და დასავლურის მედიის ინფორმაციით, რუსეთისადმი ტრამპის პოზიციის გამო, ევროპარლამენტარებს ევროკავშირში განხეთქილების შიში აქვთ. მათი ვარაუდით, რუსეთთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიცია, შესაძლოა, რიგი პოლიტიკური ფაქტორების გამო შეირყეს, ნათქვამია ევროპარლამენტის გენერალური დირექტორატის ანგარიშში, სადაც ის შიდა პოლიტიკას მიმოიხილავს. შესაძლო მიზეზებზე საუბრისას, ანგარიშის უცხოური გამოცემები, შეერთებული შტატების პრეზიდენტის კურსსა და საფრანგეთსა და გერმანიაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებენ... ანალიტიკოსები, ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთმა შეიძლება გადახედოს ევროკავშირთან ურთიერთობას.

"რუსეთი სიფრთხილით აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ თავისი შიდა პრობლემების გათვალისწინებით, ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებს...

მედიაორგანიზაციები ასევე წერენ, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ცდილობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნას. მათი მოსაზრებით, რამდენიმე ქვეყანას არ სურს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება - უკრაინასთან, ბელორუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?