რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ცხოვრობს სახლში, სადაც წარსული, ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. რეჟისორს ყველა ნივთი უყვარს, რომელიც იქ არის დაცული, ზოგიერთი, როგორც ამბობს, მთელ მის ცხოვრებას განასახიერებს... არაერთ უნიკალურ ნივთს შორის, ყურადღებას იპყრობს პურისგან შექმნილი ულამაზესი მინიატიურული ფიგურები. მათი ავტორი ქალბატონი ლანაა.
ამ თემაზე საუბარს ასე იწყებს: "ეს ჩემი ნახელავია... საერთოდ, ჩემი საყვარელი ჩვევა, გატაცებაა, რომელიც ყოველთვის მქონდა, - ხელში პურის პატარა გუნდა მეჭირა და ვზელდი, მერე მისგან ვაკეთებდი ჭურჭელს - ფინჯანს, თეფშებს".
ერთხელ, თელავში ყოფნისას, შვილებისთვის, რომლებიც იმ პერიოდში პატარები იყვნენ, ჩაის სერვიზი გაუკეთებია, მერე ერთად, თეთრად და ცისფრად მოუხატავთ. "ძალიან უხაროდათ, მაგრამ ფანჯრის რაფაზე გასაშრობად რომ დავდეთ, დილას აღარ დაგვხვდა, კატამ შეჭამა. ისე მოხდა, რომ ჩემი პირველი ნამუშევარი კატის მსხვერპლი გახდა". - ამბობს ქალბატონი ლანა.
- როგორ ჩნდება იდეა, რა უნდა გამოძერწოთ?
- როდესაც პურის ზელას დავიწყებ, სიტუაცია მკარნახობს, რას გავაკეთებ. დასამუშავებლად ქართული პური საუკეთესოა, ძირითადად, გულს ვიყენებ, ყუის დამუშავება რთულია. მთავარია, მასალა იყოს რბილი, რაც ძერწვისთვის აუცილებელია... წაიკითხეთ სრულად