შქმერული ძველი რაჭული კერძია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძია ქართულ რესტორნებში. აღსანიშნავია, რომ შქმერულის სახელწოდება რაჭის სოფელ შქმერიდან მოდის.
ინგრედიენტები:
ქათამი 1 კგ
დაჭყლეტილი ნიორი 1 სკ
რძე 1 ჭიქა (250 მლ)
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ქათამი ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან სპეციალური, მძიმე თუჯის თავსახური-პრესი დავადოთ, მისი დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რათა უშუალოდ ქათამს ეხებოდეს. თუ ასეთი თავსახური არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, ზემოდან კი მძიმე ნივთი დავადოთ. განაგრძეთ კითხვა