პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - 8 მარტს, სექსუალური თავისუფლებების მოთხოვნით, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყობა
"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - 8 მარტს, სექსუალური თავისუფლებების მოთხოვნით, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყობა

ფე­მი­ნის­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის - Independent Group of Feminists ინი­ცი­ა­ტი­ვით, "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა მწვა­ნე­ე­ბი","ქალ­თა მზე­რა", "ვის­გი" და ფე­მი­ნის­ტი აქ­ტი­ვის­ტე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით 8 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, სა­ი­და­ნაც მარ­შით გა­ე­მარ­თე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტის­კენ და შე­უ­ერ­თდე­ბი­ან ქალ­თა სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტთან.

"2017 წლის 8 მარ­ტის მსვლე­ლო­ბა­ზე "ფე­მი­ნის­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის" ინი­ცი­ა­ტი­ვით ქა­ლე­ბი ვერ­თი­ან­დე­ბით, რომ ხმა­მაღ­ლა მო­ვი­თხო­ვოთ ის უფ­ლე­ბე­ბი, რაც ჩვენს სხე­ულ­სა და სექ­სუ­ა­ლო­ბას ეხე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ გვინ­და ვამ­ხი­ლოთ ის პრაქ­ტი­კე­ბი, რაც ამ უფ­ლე­ბებს გვი­ზღუ­დავს", - ამ­ბო­ბენ "ფე­მი­ნის­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის" წევ­რე­ბი.

"ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ აძ­ლევს ქალს უფ­ლე­ბას, გან­კარ­გოს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი და სექ­სუ­ა­ლო­ბა, რის გა­მოც ჩვენ გვი­წევს დავ­მა­ლოთ სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ან სუ­ლაც - უარი ვთქვათ მას­ზე. ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის გა­დარ­ჩე­ნა/კვლავ­წარ­მო­ე­ბა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ჩვე­ნი სექ­სუ­ა­ლო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას­თან, რის გა­მოც ჩვენს სხე­ულ­ზე კონ­ტრო­ლი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის სა­კი­თხი ხდე­ბა!

ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, ქა­ლებს დღემ­დე უჭირთ აღი­ა­რონ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ამას ადას­ტუ­რებს 2017 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვის "თა­ო­ბა გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში" შე­დე­გე­ბიც (ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დი), სა­დაც ქალ რეს­პონ­დენ­ტთა მხო­ლოდ 1% ამ­ბობს, რომ ჰყო­ლია ერ­თზე მეტი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი მა­შინ, როცა იმა­ვე პუნ­ქტში მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბით მა­მა­კაც­თა 57% იწო­ნებს თავს.

ვფიქ­რობთ, რომ დროა და­ვა­ნა­ხოთ სხვა ქა­ლებს და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვე­ნი სხე­უ­ლი ჩვენ გვე­კუთ­ვნის. ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა, ვი­ყოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბი!

ჩვენ ჯერ კი­დევ:

► გვა­შან­ტა­ჟე­ბენ ჩვე­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით

► სექ­სუ­ა­ლუ­რად გვა­ვიწ­რო­ვე­ბენ სა­მუ­შაო ად­გი­ლას და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში

► უხე­შად ერე­ვი­ან ჩვენს პი­რად სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, მათ შო­რის "ოჯა­ხის სა­ხე­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად"

► ამავდრო­უ­ლად, იგი­ვე ოჯახ­ში, გვა­ვალ­დე­ბუ­ლე­ბენ, ან, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, გვა­ი­ძუ­ლე­ბენ გვქონ­დეს სექ­სი მა­შინ, როცა არ გვინ­და

►ჩვენ ხში­რად არ გვაძ­ლე­ვენ უფ­ლე­ბას, თა­ვად გა­დავ­წყვი­ტოთ, რო­დის, ვის­თან და რო­გორ გვექ­ნე­ბა ან არ გვექ­ნე­ბა სექ­სი

► ჩვენს სექ­სუ­ა­ლო­ბას მუ­დამ მა­მა­კაც­თან მი­მარ­თე­ბა­ში გან­სა­ზღვრა­ვენ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლო­ბის და­წე­სე­ბით, ხოლო ზი­ზღით ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რე­ბენ ლეს­ბო­სე­ლო­ბას

► ჩვენ დამ­ნა­შა­ვედ გვთვლი­ან მა­ში­ნაც, რო­დე­საც ჩვენ­ზე ძა­ლა­დო­ბენ, გვა­უ­პა­ტი­უ­რე­ბენ ან გვკლა­ვენ

ჩვენ გვი­წე­სე­ბენ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მა­შინ რო­დე­საც:

► არ მიგ­ვიწ­ვდე­ბა ხელი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებ­ზე არც კერ­ძო და არც სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვით, რაც გვი­ზღუ­დავს სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე კონ­ტროლს

► სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კე­ბი უარს გვე­უბ­ნე­ბი­ან აბორ­ტის სერ­ვი­სის მო­წო­დე­ბა­ზე რე­ლი­გი­უ­რი თუ ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბით

►სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, გვთხო­ვენ ქმრის ნე­ბარ­თვას

►ჩვენ და ჩვენს შვი­ლებს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ უზ­რუნ­ველ­გვყოფს გა­ნათ­ლე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - 8 მარტს, სექსუალური თავისუფლებების მოთხოვნით, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყობა

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - 8 მარტს, სექსუალური თავისუფლებების მოთხოვნით, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყობა

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის - Independent Group of Feminists ინიციატივით, "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები","ქალთა მზერა", "ვისგი" და ფემინისტი აქტივისტები სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით 8 მარტს, 13:00 საათზე ფილარმონიის წინ შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით გაემართებიან პარლამენტისკენ და შეუერთდებიან ქალთა სოლიდარობის აქციას პარლამენტთან.

"2017 წლის 8 მარტის მსვლელობაზე "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკები, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს", - ამბობენ "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" წევრები.

"ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას, განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ჩვენ გვიწევს დავმალოთ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც - უარი ვთქვათ მასზე. ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა/კვლავწარმოება გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!

ამ დამოკიდებულებების გამო, ქალებს დღემდე უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება გააჩნიათ. ამას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული კვლევის "თაობა გარდამავალ პერიოდში" შედეგებიც (ფრიდრიხ ებერტის ფონდი), სადაც ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი მაშინ, როცა იმავე პუნქტში მსგავსი გამოცდილებით მამაკაცთა 57% იწონებს თავს.

ვფიქრობთ, რომ დროა დავანახოთ სხვა ქალებს და მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი უფლებაა, ვიყოთ თავისუფლები!

ჩვენ ჯერ კიდევ:

► გვაშანტაჟებენ ჩვენი სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრებით

► სექსუალურად გვავიწროვებენ სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში

► უხეშად ერევიან ჩვენს პირად სქესობრივ ცხოვრებაში, მათ შორის "ოჯახის სახელის შესანარჩუნებლად"

► ამავდროულად, იგივე ოჯახში, გვავალდებულებენ, ან, რიგ შემთხვევებში, გვაიძულებენ გვქონდეს სექსი მაშინ, როცა არ გვინდა

►ჩვენ ხშირად არ გვაძლევენ უფლებას, თავად გადავწყვიტოთ, როდის, ვისთან და როგორ გვექნება ან არ გვექნება სექსი

► ჩვენს სექსუალობას მუდამ მამაკაცთან მიმართებაში განსაზღვრავენ სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის დაწესებით, ხოლო ზიზღით ან არასერიოზულად უყურებენ ლესბოსელობას

► ჩვენ დამნაშავედ გვთვლიან მაშინაც, როდესაც ჩვენზე ძალადობენ, გვაუპატიურებენ ან გვკლავენ

ჩვენ გვიწესებენ საკუთარი სხეულის რეპროდუქციული მიზნით გამოყენების ვალდებულებას, მაშინ როდესაც:

► არ მიგვიწვდება ხელი კონტრაცეპტივებზე არც კერძო და არც სახელმწიფო დაზღვევით, რაც გვიზღუდავს საკუთარ სხეულზე კონტროლს

► სხვადასხვა კლინიკები უარს გვეუბნებიან აბორტის სერვისის მოწოდებაზე რელიგიური თუ ტრადიციული მოსაზრებებით

►სტერილიზაციის სურვილის შემთხვევაში, გვთხოვენ ქმრის ნებართვას

►ჩვენ და ჩვენს შვილებს განათლების სისტემა არ უზრუნველგვყოფს განათლებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?