რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე

რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე

მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" კვლევის შედეგად, პარლამენტში გამოვლენილი 41 მილიონერი დეპუტატიდან ერთ-ერთი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ნატო ჩხეიძეა. კვლევის თანახმად, ჩხეიძის დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

ნატო ჩხეიძე ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლისა და ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა.

2016 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფლობს 2 ბინას თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარე - 170.13 კვადრატული მეტრი ფართობისა და ჭავჭავაძის გამზირზე - 428.30 კვადრატული მეტრი ფართობის ბინებს. ასევე ამავე მისამართებზე მდებარე 29.52 კვ. მეტრისა და 40 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხებს. მის საკუთრებაშია 1 203 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი წყნეთში; მასვე ეკუთვნის გორში, სოფელ ყელქცეულში არსებული 9 376 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 1.3%, რომლის თანამფლობელი ასევე არის როსტომ ჩხეიძე.

ჩხეიძე ფლობს ასევე 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების მქონე ორ ნივთს - პიანინოსა და ფერწერულ ტილოს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ჩხეიძეს "ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 116 823 ლარი ერიცხებოდა; "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 39 052 ლარი; ხოლო "HSBC ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 17 727 ბრიტანული ფუნტი ჰქონდა. მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით 7 500 ლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

"ანეგდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე