პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები..." - ნუცა მახვილაძის მამის სულისშემძვრელი მიმართვა
"მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები..." - ნუცა მახვილაძის მამის სულისშემძვრელი მიმართვა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" რე­ჟი­სო­რი, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძის მამა ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძე, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც მად­ლო­ბას უხ­დის თა­ნად­გო­მის­თვის იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც მძი­მე წუ­თებ­ში დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს მის ოჯახს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ მსგავ­სი მი­მარ­თვის და­წე­რა მო­მი­წევ­და სა­კუ­თარ შვილ­ზე. მააა, ამა­საც შენი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ.

ვე­რა­ნა­ი­რი სი­ტყვე­ბი და მად­ლო­ბა ეყო­ფა იმას, რაც ჩვენ­მა ოჯახ­მა იგ­რძნო და მი­ი­ღო ამ დღე­ე­ბის გან­ვა­ლო­ბა­ში. პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის და რუს­თა­ვი 2-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ასე­თი არ­ნა­ხუ­ლი თა­ნად­გო­მის­თვის და დახ­მა­რე­ბის­თვის. თქვენ ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ თუ რა ძა­ლას გვმა­ტებ­და ეს ჩვენ.

მად­ლო­ბა, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, პი­რა­დად კონ­სულს ქ-ონ სინ­დი სკრი­ვენს და ბ-ნ პრე­მი­ერს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს. ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ჩვენ რომ ბოლო წა­მამ­დე ნუ­ცას გვერ­დით ვი­ყა­ვით.

მად­ლო­ბა, ნუ­ცას მე­გობ­რებს, კურ­სე­ლებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და უცხო ადა­მი­ა­ნებს საფ­რან­გეთ­ში, ნუ­ცას­თან რომ გა­ა­ტა­რეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წუ­თე­ბი. მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძეს, მა­რი­ამ მე არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა რაც შენ ნუ­ცას­თვის გა­ა­კე­თე. შენ დიდი ადა­მი­ა­ნი ხარ.

მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს საფ­რან­გეთ­ში, მის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, ქ-ონ ეკა სი­რა­ძე-დე­ლო­ნეს და ბ-ნ გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვილს. ჩვენს ჩას­ვლამ­დე თქვენ იყა­ვით ნუ­ცას მშობ­ლე­ბი და შემ­დე­გაც თქვენ ერთ დღე­ში შე­ძე­ლით გა­გე­კე­თე­ბი­ი­ნათ ის რა­საც ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე კვი­რა ჭირ­დე­ბა.

არ­ქი­მან­დრიტ ან­ტონ კან­დე­ლაკს, მად­ლო­ბა მამა ან­ტონ სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი თა­ნად­გო­მის­თვის. თქვენ ხართ სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი თუ რო­გო­რი უნდა იყოს ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის­მსა­ხუ­რი.

მად­ლო­ბა პა­რი­ზის ჰოს­პი­ტა­ლის მედ­პერ­სო­ნალს, თქვენ ბოლო წა­მამ­დე იბ­რძო­ლეთ ნუ­ცას­თვის. მე და­ვი­ნა­ხე რო­გორ მძი­მედ გა­ნი­ცა­დეთ ეს და­მარ­ცხე­ბა.

მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზებს და ეკი­პაჟს. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, თქვენ ფაქ­ტობ­რი­ვად შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ უკან ფრე­ნა.

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს და გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ვინც ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რა ეს ტკი­ვი­ლი.

მად­ლო­ბა პატ­რი­არ­ქს, მად­ლო­ბა თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ იმ გუ­ლი­თა­დი თა­ნად­გო­მის­თვის და და­ლოც­ვის­თვის რაც ჩვენ მი­ვი­ღეთ თქვენ­გან.

მად­ლო­ბა ჩემს დიდ ოჯახს, ჩვენ ერ­თად უნდა გა­ვუმკლავ­დეთ ამ ტკი­ვილს.

და მად­ლო­ბა შენ ნატა, მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის. ჩვენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად მოგ­ვი­წევს ამ დიდი ტკი­ვი­ლის ტა­რე­ბა.

მა­ა­აა, სა­ნამ მე ვიქ­ნე­ბი შენ სულ ჩემ­თან იქ­ნე­ბი. მა­ა­აა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ" - წერს მახ­ვი­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­მად­ლო­ბე­ლი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა ნუცა მახ­ვი­ლა­ძის დე­დამ, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაია ასა­თი­ან­მაც.

18 წლის ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 23 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები..." - ნუცა მახვილაძის მამის სულისშემძვრელი მიმართვა

"მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები..." - ნუცა მახვილაძის მამის სულისშემძვრელი მიმართვა

ტელეკომპანია "იმედის" რეჟისორი, ტრაგიკულად დაღუპული ნუცა მახვილაძის მამა ირაკლი მახვილაძე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მადლობას უხდის თანადგომისთვის იმ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე წუთებში დახმარება გაუწიეს მის ოჯახს.

იხილეთ ვიდეო

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი მიმართვის დაწერა მომიწევდა საკუთარ შვილზე. მააა, ამასაც შენი დიდი სიყვარულით ვაკეთებ.

ვერანაირი სიტყვები და მადლობა ეყოფა იმას, რაც ჩვენმა ოჯახმა იგრძნო და მიიღო ამ დღეების განვალობაში. პირველ რიგში მადლობა ტელეკომპანია იმედის და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს ასეთი არნახული თანადგომისთვის და დახმარებისთვის. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ რა ძალას გვმატებდა ეს ჩვენ.

მადლობა, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პირადად კონსულს ქ-ონ სინდი სკრივენს და ბ-ნ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს. ეს თქვენი დამსახურებაა ჩვენ რომ ბოლო წამამდე ნუცას გვერდით ვიყავით.

მადლობა, ნუცას მეგობრებს, კურსელებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და უცხო ადამიანებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები. მარიამ გეგუჩაძეს, მარიამ მე არასოდეს დამავიწყდება რაც შენ ნუცასთვის გააკეთე. შენ დიდი ადამიანი ხარ.

მადლობა საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, მის თითოეულ თანამშრომელს, ქ-ონ ეკა სირაძე-დელონეს და ბ-ნ გოჩა ჯავახიშვილს. ჩვენს ჩასვლამდე თქვენ იყავით ნუცას მშობლები და შემდეგაც თქვენ ერთ დღეში შეძელით გაგეკეთებიინათ ის რასაც ხანდახან რამდენიმე კვირა ჭირდება.

არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკს, მადლობა მამა ანტონ სულიერი და ფიზიკური თანადგომისთვის. თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღვთისმსახური.

მადლობა პარიზის ჰოსპიტალის მედპერსონალს, თქვენ ბოლო წამამდე იბრძოლეთ ნუცასთვის. მე დავინახე როგორ მძიმედ განიცადეთ ეს დამარცხება.

მადლობა საქართველოს ავიახაზებს და ეკიპაჟს. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ ფაქტობრივად შესვენების გარეშე განახორციელეთ უკან ფრენა.

მადლობა თითოეულ ადამიანს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს და განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს ვინც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს ტკივილი.

მადლობა პატრიარქს, მადლობა თქვენო უწმინდესობავ იმ გულითადი თანადგომისთვის და დალოცვისთვის რაც ჩვენ მივიღეთ თქვენგან.

მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ ტკივილს.

და მადლობა შენ ნატა, მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად მოგვიწევს ამ დიდი ტკივილის ტარება.

მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები. მაააა, ძალიან მიყვარხარ" - წერს მახვილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ სამადლობელი მიმართვა გაავრცელა ნუცა მახვილაძის დედამ, ტელეწამყვანმა მაია ასათიანმაც.

18 წლის ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს