მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა აარჩიოთ პური სწორად და როდისაა ეს აუცილებელი პროდუქტი საშიში
როგორ უნდა აარჩიოთ პური სწორად და როდისაა ეს აუცილებელი პროდუქტი საშიში

პური - პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა, ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებთ. ის სა­უზ­მის, სა­დი­ლის, ვახ­შმის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა პური ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის? რო­მე­ლი პუ­რის სა­ხე­ო­ბაა სა­უ­კე­თე­სო? რა სა­შიშ­რო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს გემ­რი­ე­ლი, მაგ­რამ უამ­რა­ვი და­ნა­მა­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პური ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის? რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ პუ­რის ყიდ­ვის დროს? - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" ამ პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით.

პური შე­ი­ცავს ჯამ­რთე­ლო­ბი­სათ­ვის და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თვის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა კომ­პო­ნენტს, ეს არის: ნახ­შირ­წყა­ლი, მცე­ნა­რე­უ­ლი ცილა, ცხი­მე­ბი, უჯრე­დი­სი, B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი და ბი­ო­ტი­ნი, ასე­ვე პური გა­მო­ირ­ჩე­ვა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის ფარ­თო სპექტრით. ამას­თა­ნა­ვე ცნო­ბი­ლია, რომ პური გახ­ლავთ ერენ­გე­ტი­კუ­ლად ღი­რე­ბუ­ლი მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტი. თუმ­ცა, ეს სა­სარ­გებ­ლო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი თავ­მოყ­რი­ლია ხორ­ბლის მარ­ცვლის გარსში და ჩა­ნა­სახ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, მარ­ცვლის ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი ნა­წი­ლი ნარ­ჩე­ნებ­ში მი­დის, რჩე­ბა მხო­ლოდ სა­ხა­მე­ბე­ლი, რომ­ლის­გა­ნაც შედ­გე­ბა "უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლი".

გა­ი­გეთ უფრო მეტი პურ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია

თუ თქვენ ყი­დუ­ლობთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვილს, ან მის­გან გა­მომ­ცხვარ პურს, იცო­დეთ, რომ ის გა­მოც­ლი­ლია თით­ქმის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან, რაც ხორ­ბალ­ში შე­დის. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლის მი­სა­ღე­ბად მარ­ცვა­ლი ჯერ იფ­ქვე­ბა, შემ­დეგ იც­რე­ბა. მარ­ცვლის წვრი­ლად დაფ­ქვი­სას ნად­გურ­დე­ბა მას­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ასე­ვე უჯრე­დი­სის შემ­ცვე­ლი გარ­სი და მარ­ცვლის ჩა­ნა­სა­ხიც, ამ და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ რჩე­ბა მხო­ლოდ მარ­ცვლის შუა შრე, ანუ სა­ხა­მე­ბე­ლი.

გარ­კვე­უ­ლი ცდე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად თეთრ პურს მო­იხ­მა­რენ, მე­ო­რე ჯგუ­ფის დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი მე­ტია, ვიდ­რე იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სხვა სა­ხე­ო­ბის პურს იღე­ბენ.

კი­დევ ერთი სა­შიშ­რო­ე­ბა პუ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. გემ­რი­ე­ლი პუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი სა­ფუ­ა­რია, რომ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა, ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს.

ქეთი ასა­თი­ა­ნი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი: "რაც შე­ე­ხე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ პუ­რის მი­ღე­ბა და­უშ­ვათ, ხომ არ იწ­ვევს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, ვფიქ­რობ, ეს მო­საზ­რე­ბა ეფუძ­ნე­ბა იმას, რომ პური და თეთ­რი პური ძი­რი­თა­დად არის სა­ხა­მე­ბე­ლი და საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად ათ­ვი­სე­ბა­დი კა­ლო­რი­ე­ბის წყა­როა. ამას­თა­ნა­ვე, პურს აქვს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სი, ანუ პუ­რის მირ­თმე­ვი­სას სის­ხლში ხდე­ბა გლუ­კო­ზის ანუ შაქ­რის მყი­სი­ე­რი მა­ტე­ბა, რა­საც თან სდევს კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლი­დან, ანუ პანკრე­ა­სი­დან ინ­სუ­ლი­ნის უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­მუშ­ვე­ბა და წყდე­ბა ცხი­მის დაშ­ლის პრო­ცე­სი. ამას­თა­ნა­ვე, თეთ­რი ფური არის უჯრე­დი­სით საკ­მა­ოდ ღა­რი­ბი და ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმ მო­საზ­რე­ბას, რომ პუ­რის ყო­ველ­დღი­უ­რი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა შე­საძ­ლოა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყოს.

მკვლე­ვარ­თა ერთი ნა­წი­ლი თვლის, რომ სა­ფუ­ა­რი არის თერ­მო­ფი­ლუ­რი, ანუ რო­დე­საც მისი დაშ­ლა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე არ ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ეს და­უშ­ლე­ლი სა­ფუ­ა­რი მოხ­ვდე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, მას შეს­წევს უნა­რი და­ა­ზი­ა­ნოს კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მიკროფ­ლო­რა, ანუ იწყე­ბა ერ­თგვა­რი არა­სა­სურ­ვე­ლი ლპო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი, ცუდი ბაქ­ტე­რი­ე­ბის დონე იმა­ტებს, ხოლო სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის დონე ქვე­ით­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ამ სა­ფუ­არს შე­უძ­ლია გახ­დეს წი­ნა­პი­რო­ბა კუ­ჭის, თორ­მეტ­გო­ჯა-ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ნაღ­ვლკენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის, სა­ფუ­ა­რის მსგავ­სი გამ­რავ­ლე­ბა კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კალ­ცი­უ­მის შე­წო­ვას, შე­სა­ბა­მი­სად, დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბის, მიკ­რო ელე­მენ­ტე­ბის უკ­მა­რო­ბა და ამ თვალ­საზ­რი­სით ვფიქ­რობ, უსა­ფუ­ა­რო პურს ყო­ვე­ლი­ვე ეს საფრ­თხე და ზი­ა­ნი თან არ სდევს და რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია მი­ვირ­თვათ უსა­ფუ­ა­რო პური.

პუ­რის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გა­მა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლე­ბია. იმის­თვის, რომ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის პური გემ­რი­ე­ლი და გა­რეგ­ნუ­ლა­დაც მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, ფქვილ­ში გა­მა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლე­ბის და­მა­ტე­ბა ხდე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თუ თა­ვად დაფ­ქვავთ ხორ­ბალს და მის­გან პურს თა­ვად გა­მო­ა­ცხობთ, ნა­ხავთ, რომ ის მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი პუ­რის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან თქვენ მას­ში გა­მა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლე­ბი არ და­გი­მა­ტე­ბი­ათ. ქათ­ქა­თა თეთ­რი პური სწო­რედ გა­მა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლე­ბის და­მა­ტე­ბის შე­დე­გია.

პრო­დუქ­ტში და­ნა­მა­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა მომ­ხმა­რებ­ლებ­ში ეჭ­ვებს აჩენს, მა­შინ როცა ვი­ცით, რომ ფქვი­ლის გა­სა­თეთ­რებ­ლად და მისი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყე­ნებ­დნენ ქლო­რის დი­ოქ­სიდს, კალ­ცი­უ­მის და ბენ­ზო­ლის ზეჟანგს, აზო­ტის დი­ოქ­სიდს, ნატ­რი­უ­მის პი­რო­სულ­ფიტს და სხვა ქი­მი­ურ ნა­ერ­თებს. სწო­რედ ამ შე­მად­გენ­ლო­ბის გა­მა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლებს იყე­ნე­ბენ მთელს მსოფ­ლი­ო­ში პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად. ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­რე­ცხ ფხვნი­ლებ­ში და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ა­ში გა­სა­თეთ­რებ­ლად და დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სათ­ვის, ასე­ვე გზე­ბის და­სა­ხაზ სა­ღე­ბა­ვებ­ში.

  • თეთ­რი პუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­სარ­გებ­ლოა ცეხ­ვი­ლი და ქა­ტოს პური. ქა­ტოს პური მარ­ცვლის გა­რე­თა გარ­სის ფქვი­ლის­გა­ნაა გა­მომ­ცხვა­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ში არ არის სა­ხა­მე­ბე­ლი და ის მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ცეხ­ვი­ლი პური კი მთლი­ა­ნი ხორ­ბლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხორ­ბა­ლი და­ღერ­ღი­ლია და ასე­თი ფქვი­ლის­გან გა­მომ­ცხვარ პურ­ში სა­ხა­მებ­ლის გარ­და, სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­ცაა. ამი­ტომ თუ გინ­დათ ჭა­მოთ სა­სარ­გებ­ლო პური, მისი ამორ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭოთ უხე­შად და­ღერ­ღი­ლი მარ­ცვლის­გან გა­მომ­ცხვარ პურს. უხე­ში და­მუ­შა­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ფქვი­ლი ინარ­ჩუ­ნებს მარ­ცვლის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია გარ­სი და ჩა­ნა­სა­ხი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი და უჯრე­დი­სი.
  • ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ჭვა­ვის პური. ჭვა­ვის პური დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უჯრე­დისს, მი­ნე­რა­ლურ მა­რი­ლებს და ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცავს. ჭვა­ვის ფქვი­ლი შე­ი­ცავს ორ­ჯერ მეტ მაგ­ნი­უმს და კა­ლი­უმს, ვიდ­რე ხორ­ბლის და 30%-ით მეტ რკი­ნას. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­სა, ჭვა­ვის პუ­რის ხში­რი მი­ღე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის.
  • რო­გორც უკვე იცით, ჭვა­ვის, ქა­ტოს და მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის პური გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოა, ვიდ­რე თეთ­რი, თუმ­ცა ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ სა­სურ­ვე­ლი მუქი ფე­რის მი­სა­ღე­ბად პურს მწარ­მო­ებ­ლე­ბი სა­ღე­ბავს ამა­ტებ­დნენ, დი­დია. ასე­თი ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად ცივ წყალ­ში ჩა­ყა­რეთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი პუ­რის ნაჭ­რე­ბი, მო­უ­რი­ეთ, თუ პურ­მა წყა­ლი გა­ა­ფე­რა­და, ის შე­ღე­ბი­ლია.
  • თუ მა­ინც თეთ­რი პუ­რის მირ­თმე­ვა გირ­ჩევ­ნი­ათ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, პური არ უნდა იყოს ქათ­ქა­თა თეთ­რი, იცო­დეთ, ასე­თი სი­ქათ­ქა­თე მას იმ გა­მა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით აქვს, რო­მე­ლიც სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.
  • პური უნდა იყოს მძი­მე. თუ მა­ღა­ზი­ა­ში ორი ერთი ზო­მის პური დევს, არ­ჩე­ვა­ნი მძი­მე პრო­დუქტზე გა­ა­კე­თეთ, რად­გან მსუ­ბუ­ქი პრო­დუქ­ტი მო­ცუ­ლო­ბა­ში ზედ­მე­ტი სა­ფუ­ა­რი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ხარ­ჯზეა გაზ­რდი­ლი, გარ­და ამი­სა, ზე­წო­ლი­სას პური მარ­ტი­ვად უნდა იბ­რუ­ნებ­დეს პირ­ვან­დელ ფორ­მას.
  • პურ­ში არ უნდა იყოს დიდი ნას­ვრე­ტე­ბი - ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მას­ში ზედ­მე­ტი სა­ფუ­ა­რია, სა­უ­კე­თე­სოა პური, რო­მელ­საც თა­ნა­ბა­რი, პა­ტა­რა ნას­ვრე­ტე­ბი აქვს.
  • პუ­რის კანი უნდა იყოს ერ­თგვა­რო­ვა­ნი, პრი­ა­ლა და კა­ნის მოძ­რო­ბი­სას, მას უნდა გაყ­ვეს გუ­ლიც, რო­გორც ამ პუ­რის შემ­თხვე­ვა­ში. თუ პუ­რის კანი მარ­ტი­ვად ძვრე­ბა გულს, ასე­თი პური არ არის კარ­გი.
  • კარ­გად და­აკ­ვი­დით პურს, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში. ის დაძ­ვე­ლე­ბი­სას უნდა ხმე­ბო­დეს და ობ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა სიძ­ვე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, პური არ უნდა იყოს წე­ბო­ვა­ნი. წე­ბო­ვა­ნე­ბა მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ პურ­ში კარ­ტო­ფი­ლის ჩხი­რია, რაც სა­ში­შია ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.
თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. პუ­რის ხმო­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ნე­ლებ­ლად მწარ­მო­ებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ და­ნა­მა­ტებს, რომ­ლე­ბიც ანე­ლე­ბენ პრო­დუქ­ტის ხმო­ბას, და ასე­ვე კონ­სერ­ვან­ტებს, რომ­ლე­ბიც პუ­რის გულ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის და სო­კოს გამ­რავ­ლე­ბას უშ­ლის ხელს. ამი­ტომ იცო­დეთ, პური, რო­მელ­საც ეტი­კეტ­ზე დიდი ვადა აწე­რია, დიდი ალ­ბა­თო­ბით კონ­სერ­ვან­ტებს შე­ი­ცავს. პური უმ­ჯო­ბე­სია შე­ი­ძი­ნოთ შე­ფუთ­ვა­ში, რად­გან ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა შე­უ­ფუ­თავ პურ­ში დი­დია.

"არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" - ყვე­ლა­ფე­რი პურ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

როგორ უნდა აარჩიოთ პური სწორად და როდისაა ეს აუცილებელი პროდუქტი საშიში

როგორ უნდა აარჩიოთ პური სწორად და როდისაა ეს აუცილებელი პროდუქტი საშიში

პური - პროდუქტი, რომელსაც თითქმის ყველა, ყოველდღიურად ვიღებთ. ის საუზმის, სადილის, ვახშმის განუყოფელი ნაწილია.

აუცილებელია თუ არა პური ჩვენი ორგანიზმისთვის? რომელი პურის სახეობაა საუკეთესო? რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს გემრიელი, მაგრამ უამრავი დანამატებით გაჯერებული პური ჩვენი ჯანმრთელობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ პურის ყიდვის დროს? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" ამ პროდუქტის შესახებ ყველა საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

პური შეიცავს ჯამრთელობისათვის და ნივთიერებათა ცვლის სრულფასოვნად წარმართვისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს, ეს არის: ნახშირწყალი, მცენარეული ცილა, ცხიმები, უჯრედისი, B ჯგუფის ვიტამინები და ბიოტინი, ასევე პური გამოირჩევა მიკროელემენტებისა და მინერალების ფართო სპექტრით. ამასთანავე ცნობილია, რომ პური გახლავთ ერენგეტიკულად ღირებული მაღალკალორიული პროდუქტი. თუმცა, ეს სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებები თავმოყრილია ხორბლის მარცვლის გარსში და ჩანასახში. თანამედროვე დამუშავების პროცესში, მარცვლის ყველაზე ფასეული ნაწილი ნარჩენებში მიდის, რჩება მხოლოდ სახამებელი, რომლისგანაც შედგება "უმაღლესი ხარისხის ფქვილი".

გაიგეთ უფრო მეტი პურზე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია

თუ თქვენ ყიდულობთ უმაღლესი ხარისხის ფქვილს, ან მისგან გამომცხვარ პურს, იცოდეთ, რომ ის გამოცლილია თითქმის ყველა სასარგებლო ნივთიერებებისგან, რაც ხორბალში შედის. უმაღლესი ხარისხის ფქვილის მისაღებად მარცვალი ჯერ იფქვება, შემდეგ იცრება. მარცვლის წვრილად დაფქვისას ნადგურდება მასში შემავალი ვიტამინები, მინერალები, ასევე უჯრედისის შემცველი გარსი და მარცვლის ჩანასახიც, ამ დამუშავების შემდეგ რჩება მხოლოდ მარცვლის შუა შრე, ანუ სახამებელი.

გარკვეული ცდების შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად თეთრ პურს მოიხმარენ, მეორე ჯგუფის დიაბეტის განვითარების რისკი მეტია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც სხვა სახეობის პურს იღებენ.

კიდევ ერთი საშიშროება პურის შემადგენლობაში. გემრიელი პურის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი საფუარია, რომლის ყოველდღიური მიღება, ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

ქეთი ასათიანი, ენდოკრინოლოგი: "რაც შეეხება მოსაზრებას, რომ პურის მიღება დაუშვათ, ხომ არ იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, ვფიქრობ, ეს მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ პური და თეთრი პური ძირითადად არის სახამებელი და საკმაოდ ადვილად ათვისებადი კალორიების წყაროა. ამასთანავე, პურს აქვს საკმაოდ მაღალი გლიკემიური ინდექსი, ანუ პურის მირთმევისას სისხლში ხდება გლუკოზის ანუ შაქრის მყისიერი მატება, რასაც თან სდევს კუჭქვეშა ჯირკვლიდან, ანუ პანკრეასიდან ინსულინის უფრო მეტი რაოდენობით გამომუშვება და წყდება ცხიმის დაშლის პროცესი. ამასთანავე, თეთრი ფური არის უჯრედისით საკმაოდ ღარიბი და ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს იმ მოსაზრებას, რომ პურის ყოველდღიური დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს.

მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ საფუარი არის თერმოფილური, ანუ როდესაც მისი დაშლა მაღალ ტემპერატურაზე არ ხდება. შესაბამისად, როდესაც ეს დაუშლელი საფუარი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, მას შესწევს უნარი დააზიანოს კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროფლორა, ანუ იწყება ერთგვარი არასასურველი ლპობითი პროცესები, ცუდი ბაქტერიების დონე იმატებს, ხოლო სასარგებლო ბაქტერიების დონე ქვეითდება. ამასთანავე, ამ საფუარს შეუძლია გახდეს წინაპირობა კუჭის, თორმეტგოჯა-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების განვითარებისთვის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების ჩამოყალიბებისთვის, საფუარის მსგავსი გამრავლება კუჭნაწლავის ტრაქტში ასევე ეწინააღმდეგება კალციუმის შეწოვას, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ვიტამინების, მიკრო ელემენტების უკმარობა და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, უსაფუარო პურს ყოველივე ეს საფრთხე და ზიანი თან არ სდევს და რა თქმა უნდა, უმჯობესია მივირთვათ უსაფუარო პური.

პურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გამაუმჯობესებლებია. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის პური გემრიელი და გარეგნულადაც მიმზიდველი აღმოჩნდეს, ფქვილში გამაუმჯობესებლების დამატება ხდება. სინამდვილეში, თუ თავად დაფქვავთ ხორბალს და მისგან პურს თავად გამოაცხობთ, ნახავთ, რომ ის მაღაზიაში ნაყიდი პურისგან საკმაოდ განსხვავებულია, რადგან თქვენ მასში გამაუმჯობესებლები არ დაგიმატებიათ. ქათქათა თეთრი პური სწორედ გამაუმჯობესებლების დამატების შედეგია.

პროდუქტში დანამატების არსებობა მომხმარებლებში ეჭვებს აჩენს, მაშინ როცა ვიცით, რომ ფქვილის გასათეთრებლად და მისი გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად შეიძლება იყენებდნენ ქლორის დიოქსიდს, კალციუმის და ბენზოლის ზეჟანგს, აზოტის დიოქსიდს, ნატრიუმის პიროსულფიტს და სხვა ქიმიურ ნაერთებს. სწორედ ამ შემადგენლობის გამაუმჯობესებლებს იყენებენ მთელს მსოფლიოში პურის მწარმოებლები ყველაზე ხშირად. ეს ნივთიერებები კი გამოიყენება სარეცხ ფხვნილებში და საყოფაცხოვრებო ქიმიაში გასათეთრებლად და დეზინფექციისათვის, ასევე გზების დასახაზ საღებავებში.

  • თეთრი პურისგან განსხვავებით, სასარგებლოა ცეხვილი და ქატოს პური. ქატოს პური მარცვლის გარეთა გარსის ფქვილისგანაა გამომცხვარი, შესაბამისად, მასში არ არის სახამებელი და ის მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებითაა გაჯერებული. ცეხვილი პური კი მთლიანი ხორბლისგანაა დამზადებული, თუმცა უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ხორბალი დაღერღილია და ასეთი ფქვილისგან გამომცხვარ პურში სახამებლის გარდა, სასარგებლო ნივთიერებებიცაა. ამიტომ თუ გინდათ ჭამოთ სასარგებლო პური, მისი ამორჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უხეშად დაღერღილი მარცვლისგან გამომცხვარ პურს. უხეში დამუშავებით მიღებული ფქვილი ინარჩუნებს მარცვლის სასარგებლო თვისებებს, შენარჩუნებულია გარსი და ჩანასახი, ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი.
  • ასევე ძალიან სასარგებლოა ჭვავის პური. ჭვავის პური დიდი რაოდენობით უჯრედისს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს შეიცავს. ჭვავის ფქვილი შეიცავს ორჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს, ვიდრე ხორბლის და 30%-ით მეტ რკინას. თუმცა მიუხედავად ასეთი დადებითი თვისებებისა, ჭვავის პურის ხშირი მიღება კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის.
  • როგორც უკვე იცით, ჭვავის, ქატოს და მუქი შეფერილობის პური გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე თეთრი, თუმცა ალბათობა იმისა, რომ სასურველი მუქი ფერის მისაღებად პურს მწარმოებლები საღებავს ამატებდნენ, დიდია. ასეთი ფალსიფიკაციის გამოსავლენად ცივ წყალში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი პურის ნაჭრები, მოურიეთ, თუ პურმა წყალი გააფერადა, ის შეღებილია.
  • თუ მაინც თეთრი პურის მირთმევა გირჩევნიათ, გაითვალისწინეთ, პური არ უნდა იყოს ქათქათა თეთრი, იცოდეთ, ასეთი სიქათქათე მას იმ გამაუმჯობესებლების დამსახურებით აქვს, რომელიც სარეცხ საშუალებებში გამოიყენება.
  • პური უნდა იყოს მძიმე. თუ მაღაზიაში ორი ერთი ზომის პური დევს, არჩევანი მძიმე პროდუქტზე გააკეთეთ, რადგან მსუბუქი პროდუქტი მოცულობაში ზედმეტი საფუარისა და დანამატების ხარჯზეა გაზრდილი, გარდა ამისა, ზეწოლისას პური მარტივად უნდა იბრუნებდეს პირვანდელ ფორმას.
  • პურში არ უნდა იყოს დიდი ნასვრეტები - ეს მიანიშნებს, რომ მასში ზედმეტი საფუარია, საუკეთესოა პური, რომელსაც თანაბარი, პატარა ნასვრეტები აქვს.
  • პურის კანი უნდა იყოს ერთგვაროვანი, პრიალა და კანის მოძრობისას, მას უნდა გაყვეს გულიც, როგორც ამ პურის შემთხვევაში. თუ პურის კანი მარტივად ძვრება გულს, ასეთი პური არ არის კარგი.
  • კარგად დააკვიდით პურს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ის დაძველებისას უნდა ხმებოდეს და ობდებოდეს, თუმცა სიძველის მიუხედავად, პური არ უნდა იყოს წებოვანი. წებოვანება მიანიშნებს იმაზე, რომ პურში კარტოფილის ჩხირია, რაც საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. პურის ხმობის პროცესის შესანელებლად მწარმოებლები იყენებენ დანამატებს, რომლებიც ანელებენ პროდუქტის ხმობას, და ასევე კონსერვანტებს, რომლებიც პურის გულში ბაქტერიების და სოკოს გამრავლებას უშლის ხელს. ამიტომ იცოდეთ, პური, რომელსაც ეტიკეტზე დიდი ვადა აწერია, დიდი ალბათობით კონსერვანტებს შეიცავს. პური უმჯობესია შეიძინოთ შეფუთვაში, რადგან ბაქტერიული დაბინძურების ალბათობა შეუფუთავ პურში დიდია.

"არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი პურზე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი