საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი..." - გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური გამონათქვამები
"მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი..." - გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური გამონათქვამები

დღეს გაბ­რი­ელ (ხოსე დე ლა კონ­კორ­დია) გარ­სია მარ­კე­სი 90 წლის გახ­დე­ბო­და. რო­მა­ნის­ტი, ნო­ვე­ლის­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი, სცე­ნა­რის­ტი, დრა­მა­ტურ­გი, მწე­რა­ლი, გა­მომ­ცე­მე­ლი, პო­ე­ტი, ად­ვო­კა­ტი და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი 1927 წლის 6 მარტს არა­კა­ტა­კა­ში და­ი­ბა­და და 87 წლის ასაკ­ში, 2014 წლის 17 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა... კო­ლუმ­ბი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ხუან მა­ნუ­ელ სან­ტოს­მა მწე­რალს გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს "ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე დიდი კო­ლუმ­ბი­ე­ლი" უწო­და.

მარ­კე­სი XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი დიდი მწე­რა­ლია. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ნე­იშ­ტა­დტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია, 1982 წელს კი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. მხარს უჭერ­და თვით­გა­ნათ­ლე­ბას, რაც იმით დას­რულ­და, რომ თავი და­ა­ნე­ბა სა­მარ­თლის სკო­ლას და ჟურ­ნა­ლის­ტურ კა­რი­ე­რას შე­უდ­გა. ამ სფე­რო­ში, თა­ვი­დან აკ­რძალ­ვე­ბის გა­რე­შე აკ­რი­ტი­კებ­და კო­ლუმ­ბი­ი­სა და უცხო­ურ პო­ლი­ტი­კას. 1958 წელს მარ­კე­სი და­ქორ­წინ­და მერ­სე­დეს ბარ­ჩა­ზე, მათ ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში წერ­და ბევრ ხმა­უ­რი­ან არამ­ხატ­ვრულ ნაშ­რომ­სა და მო­თხრო­ბას. თუმ­ცა, ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და რო­მა­ნე­ბით: "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი," "პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მა" და "სიყ­ვა­რუ­ლი ჟა­მი­ა­ნო­ბის დროს".

მარ­კე­სის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი წარ­სუ­ლი მის სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ბაზა აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სი ბელ-ვი­ლი­ა­და აღ­ნიშ­ნავ­და: "ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის წყა­ლო­ბით, მარ­კე­სი ამ­ჟა­მად მცხოვ­რებ ყვე­ლა მწე­რალ­ზე დი­დე­ბუ­ლია, ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა ყო­ველ­დღი­ურ რე­ა­ლო­ბას­თან".

მის­მა ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია და მას­შტა­ბურ კო­მერ­ცი­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ძი­რი­თა­დად, ლი­ტე­რა­ტუ­რის იმ სტი­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, რო­მელ­საც მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მი უწო­დეს. ეს სტი­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ, რე­ა­ლის­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან ერ­თად, იყე­ნებს მა­გი­ურ ელე­მენ­ტებ­სა და მოვ­ლე­ნებს. მარ­კე­სის ზო­გი­ერ­თი ნა­მუ­შევ­რის მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა გა­მო­გო­ნილ სო­ფელ მა­კონ­დო­ში (რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად შთა­გო­ნე­ბუ­ლია მარ­კე­სის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ არა­კა­ტა­კა­თი) და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­ტო­ო­ბის თე­მა­ტი­კას მიჰ­ყვე­ბა.

გთა­ვა­ზობთ მარ­კე­სის რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნათ­ქვამს, რო­მე­ლიც დროს ნამ­დვი­ლად უს­წრებს.

• მე არ მწამს ღმერ­თის, მაგ­რამ მე­ში­ნია მისი.

• ცხოვ­რე­ბა იდე­ა­ლუ­რი მწე­რა­ლია და მან ყვე­ლა­ზე უკეთ იცის, თუ სად უნდა დას­ვას თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი წერ­ტი­ლი.

• ორი ცოლი უნდა ჰყავ­დეს კაცს: ერთი სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის და ერ­თიც იმის­თვის, რომ ღი­ლე­ბი და­უ­კე­როს.

• თუ გინ­და სი­ბე­რე­ში სიმ­შვი­დეს მი­აღ­წიო, ერ­თგუ­ლად უნდა და­უ­მე­გობ­რდე მარ­ტო­ო­ბას.

• გახ­სოვ­დეთ, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ში მთა­ვა­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბაა და არა ბედ­ნი­ე­რე­ბა.

• მე არ ვარ მდი­და­რი. მე ვარ ღა­რი­ბი კაცი, რო­მელ­საც აქვს ფული - ეს ორი ცნე­ბა კი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

• ზო­გი­ერ­თე­ბი გა­მო­ი­კე­ტე­ბი­ან მარ­ტო­ო­ბა­ში, სიყ­ვა­რულ­ში და ამ სიყ­ვა­რუ­ლის მარ­ტო­ო­ბა­ში, ხოლო მათი სიყ­ვა­რუ­ლი ამ სიყ­ვა­რულ­ში­ვეა ჩა­ძი­რუ­ლი და ჩა­ფერ­ფლი­ლი და ცხოვ­რო­ბენ ერთ დიდ, უკაც­რი­ელ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია ერ­თა­დერ­თი და მა­რა­დი­უ­ლი რე­ა­ლო­ბა და ერთ არ­სე­ბად ქცე­ულ­ნი ნელ-ნელა იძი­რე­ბი­ან მარ­ტო­ო­ბა­ში.

• აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ყვე­ლას უთხრათ სი­მარ­თლე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც იტყვით, უნდა იყოს სი­მარ­თლე.

• მე შენ მიყ­ვარ­ხარ, არა იმი­ტომ რომ შენ ხარ, არა­მედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერ­დით ვარ.

• არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ იმ­სა­ხუ­რებს ცრემ­ლებს, ხოლო ვინც იმ­სა­ხუ­რებს, არა­სო­დეს აგა­ტი­რებს შენ.

• მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცას არ უყ­ვარ­ხარ ისე, რო­გორც შენ გინ­და რომ უყ­ვარ­დე, იმას არ ნიშ­ნავს, იმ ადა­მი­ანს მთე­ლი გუ­ლით არ უყ­ვარ­ხარ.

• ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი ის არის, რო­მელ­საც უჭი­რავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

• ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მო­ნატ­რე­ბაა, იყო მის გვერ­დით და აც­ნო­ბი­ე­რებ­დე, რომ ის არას­დროს იქ­ნე­ბა შენი.

• არას­დროს მო­ი­შო­რო სა­ხე­ზე ღი­მი­ლი მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სევ­დი­ან გან­წყო­ბა­ზე ხარ, ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა შენი ღი­მი­ლი შე­უყ­ვარ­დეს.

• შე­იძ­ლე­ბა ამ სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნი ხარ, მაგ­რამ ვი­ღა­ცის­თვის მთე­ლი სამ­ყა­რო ხარ.

• არ ფან­ტო დრო იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც არ ის­წრაფ­ვის იმის­კენ, რომ დრო შენ­თან ერ­თად ატა­როს.

• შე­იძ­ლე­ბა ღმერ­თს სურს, რომ ხვდე­ბო­დეთ უვარ­გის ადა­მი­ა­ნებს მა­ნამ, სა­ნამ შეხ­ვდე­ბი იმ ერ­თა­დერ­თს... იმი­ტომ, რომ როცა ეს მოხ­დე­ბა, ჩვენ მად­ლი­ერ­ნი ვი­ყოთ.

• ნუ ტირი იმი­ტომ, რომ ეს დამ­თავ­რდა, გა­ი­ღი­მე იმი­ტომ, რომ ეს იყო.

• ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ისი­ნი, ვინც ტკი­ვილს მო­გა­ყე­ნე­ბენ, მაგ­რამ არ უნდა და­კარ­გო რწმე­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, უბ­რა­ლოდ, ცოტა ფრთხი­ლად იყა­ვი.

• გახ­დი უკე­თე­სი და შენ­ვე მიხ­ვდი თუ ვინ ხარ, სა­ნამ შეხ­ვდე­ბი ახალ ადა­მი­ანს იმ იმე­დით, რომ შენ ის გა­გი­გებს, შე­გიც­ნობს.

• ნუ გა­მო­ავ­ლენ ესო­დენ ძა­ლის­ხმე­ვას, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა.

• უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შვს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ცხოვ­რობ­და ჩვენ­ში, რო­მე­ლიც იყა­ვი ოდეს­ღაც და ახ­ლაც არ­სე­ბობს სა­დღაც შენს სიღ­რმე­ში. თუ მას მო­ვუს­მენთ, ჩვე­ნი თვა­ლე­ბი ისევ გაბრ­წყინ­დე­ბა, თუ მის მოს­მე­ნას არ შევ­წყვეტთ, არ შევ­წყვეტთ ცხოვ­რე­ბას­თან კავ­შირ­საც.

• იმ დღეს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლი კლა­სით იმ­გზავ­რე­ბენ, ხოლო წიგ­ნებს სატ­ვირ­თო ვა­გო­ნით ატა­რე­ბენ, მა­შინ დად­გე­ბა სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი.

• ასა­კის ის არ არის, თუ რამ­დე­ნი წლის ხარ, არა­მედ ის, თუ რო­გორ გრძნობ მას.

• სა­ბო­ლო­ოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გახ­დე ის, ვი­ნა­დაც გთვლის ყვე­ლა.

• უძ­ლე­ვე­ლი ძალა, რომ­ლი­თაც დე­და­მი­წა ბრუ­ნავს, ბედ­ნი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი კი არა, უბე­დუ­რი სიყ­ვა­რუ­ლია.

• უსიყ­ვა­რუ­ლო სექ­სი აწყნა­რებს მას, ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­მო­უც­დია.

• ადა­მი­ანს მხო­ლოდ მა­შინ აქვს უფ­ლე­ბა ზე­მო­დან უც­ქი­როს მე­ო­რეს, როცა მას წა­მოდ­გო­მა­ში ეხ­მა­რე­ბა.

• აიხ­დი­ნე შენი ოც­ნე­ბე­ბი, ახლა სწო­რედ ამის დროა.

• ყო­ვე­ლი ნივ­თი ცო­ცხა­ლია, მხო­ლოდ უნდა გა­აღ­ვი­ძო მისი სული.

• ყო­ვე­ლი წამი ცხოვ­რე­ბის კი­დევ ერთი შან­სია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი..." - გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური გამონათქვამები

"მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი..." - გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური გამონათქვამები

დღეს გაბრიელ (ხოსე დე ლა კონკორდია) გარსია მარკესი 90 წლის გახდებოდა. რომანისტი, ნოველისტი, ჟურნალისტი, სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი, გამომცემელი, პოეტი, ადვოკატი და ავტობიოგრაფი 1927 წლის 6 მარტს არაკატაკაში დაიბადა და 87 წლის ასაკში, 2014 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა... კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მწერალს გარდაცვალების დღეს "ყველა დროის ყველაზე დიდი კოლუმბიელი" უწოდა.

მარკესი XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მწერალია. მიღებული აქვს ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 1982 წელს კი ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ თავი დაანება სამართლის სკოლას და ჟურნალისტურ კარიერას შეუდგა. ამ სფეროში, თავიდან აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. 1958 წელს მარკესი დაქორწინდა მერსედეს ბარჩაზე, მათ ორი ვაჟი შეეძინათ.

ჟურნალისტობის პერიოდში წერდა ბევრ ხმაურიან არამხატვრულ ნაშრომსა და მოთხრობას. თუმცა, ცნობილი მწერალი პოპულარული გახდა რომანებით: "მარტოობის ასი წელიწადი," "პატრიარქის შემოდგომა" და "სიყვარული ჟამიანობის დროს".

მარკესის ჟურნალისტური წარსული მის სამწერლო კარიერაში სერიოზული ბაზა აღმოჩნდა. როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი ბელ-ვილიადა აღნიშნავდა: "ჟურნალისტური გამოცდილების წყალობით, მარკესი ამჟამად მცხოვრებ ყველა მწერალზე დიდებულია, ერთადერთია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ყოველდღიურ რეალობასთან".

მისმა ჟურნალისტურმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია და მასშტაბურ კომერციულ წარმატებას მიაღწია, ძირითადად, ლიტერატურის იმ სტილის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც მაგიური რეალიზმი უწოდეს. ეს სტილი ჩვეულებრივ, რეალისტურ სიტუაციებთან ერთად, იყენებს მაგიურ ელემენტებსა და მოვლენებს. მარკესის ზოგიერთი ნამუშევრის მოქმედება ხდება გამოგონილ სოფელ მაკონდოში (რომელიც ძირითადად შთაგონებულია მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკათი) და მათი უმრავლესობა მარტოობის თემატიკას მიჰყვება.

გთავაზობთ მარკესის რამდენიმე გამონათქვამს, რომელიც დროს ნამდვილად უსწრებს.

• მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი.

• ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.

• ორი ცოლი უნდა ჰყავდეს კაცს: ერთი სიყვარულისათვის და ერთიც იმისთვის, რომ ღილები დაუკეროს.

• თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას.

• გახსოვდეთ, რომ ქორწინებაში მთავარი სტაბილურობაა და არა ბედნიერება.

• მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული - ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

• ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რეალობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში.

• აუცილებელი არ არის, ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით, უნდა იყოს სიმართლე.

• მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ.

• არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ.

• მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.

• ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

• ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი.

• არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.

• შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.

• არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.

• შეიძლება ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ ერთადერთს... იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი ვიყოთ.

• ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.

• ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი.

• გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს.

• ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.

• უნდა მოვუსმინოთ ბავშვს, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენში, რომელიც იყავი ოდესღაც და ახლაც არსებობს სადღაც შენს სიღრმეში. თუ მას მოვუსმენთ, ჩვენი თვალები ისევ გაბრწყინდება, თუ მის მოსმენას არ შევწყვეტთ, არ შევწყვეტთ ცხოვრებასთან კავშირსაც.

• იმ დღეს, როდესაც ადამიანები პირველი კლასით იმგზავრებენ, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონით ატარებენ, მაშინ დადგება სამყაროს აღსასრული.

• ასაკის ის არ არის, თუ რამდენი წლის ხარ, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ მას.

• საბოლოოდ შეუძლებელია არ გახდე ის, ვინადაც გთვლის ყველა.

• უძლეველი ძალა, რომლითაც დედამიწა ბრუნავს, ბედნიერი სიყვარული კი არა, უბედური სიყვარულია.

• უსიყვარულო სექსი აწყნარებს მას, ვისაც სიყვარული არ გამოუცდია.

• ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უცქიროს მეორეს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება.

• აიხდინე შენი ოცნებები, ახლა სწორედ ამის დროა.

• ყოველი ნივთი ცოცხალია, მხოლოდ უნდა გააღვიძო მისი სული.

• ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ნუ დაახარჯავ დროს მას, ვინც მის შენთან გატარებას არ აპირებს" - მარკესის 57 "ოქროს წესი"

„ბიბლუსში“ საახალწლო სამზადისი დაიწყო - ფასდაკლებები და სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" 24 ნოემბრამდე სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი