პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მამა გიორგი დაკავებული იყო, მას საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც კი არ მისცეს" - ვის ადანაშაულებს ადვოკატი
"მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მამა გიორგი დაკავებული იყო, მას საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც კი არ მისცეს" - ვის ადანაშაულებს ადვოკატი

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ვა­სა­ძე იღებ­და, - ამის შე­სა­ხებ დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც დე­კა­ნო­ზი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს, მას დახ­ვდა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ვა­სა­ძე, რო­მელ­მაც პირ­და­პირ უხთ­რა, რომ მას პატ­რი­არ­ქის მო­წამ­ვლას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

"როცა მი­იყ­ვა­ნეს პრო­კუ­რა­ტუ­რის ეზო­ში, დახ­ვდა მა­მუ­კა ვა­სა­ძე, რო­მელ­მაც პირ­და­პირ უთხრა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი იყო პატ­რი­აქ­რის მო­წამ­ვლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი სხვა პრო­ცე­სუ­ა­ლურ დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­საც დე­კა­ნო­ზის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში, მათ შო­რის და­ირ­ღვა ბრალ­დე­ბუ­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ელ­და დე­კა­ნო­ზის და­კი­თხვა, ოქ­მში არაა მი­თი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და თუ არა სურ­ვი­ლი ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის, ანუ ეს უფ­ლე­ბე­ბიც დარ­ღვე­უ­ლი იყო. მას ასე­ვე არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. რაც შე­ე­ხე­ბა ზე­წო­ლებს, მამა გი­ორ­გის გად­მო­ცე­მით, ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნამ­დე ანუ 13:10 სა­ა­თამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ათი კაცი იმ­ყო­ფე­ბო­და მას­თან ერ­თად ოთახ­ში, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ მას­ზე და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის და­კა­ვე­ბუ­ლია პატ­რი­არ­ქის მო­წამ­ვლის­თვის. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მას სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ მის­ცეს, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­სუ­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ყოფ­ნი­სას დე­კა­ნო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, რის გა­მოც მის­თვის გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და აღ­მო­უ­ჩი­ნეს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ნო­ბია სად იყო დე­კა­ნო­ზის ბარ­გი, რო­მელ­შიც პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, აღ­მო­ჩე­ნი­ლია ცი­ა­ნი­დი.

"ბარ­გის ჩხრე­კა მოხ­და 16:00 სა­ათ­ზე, ანუ 9 სა­ა­თი 40 წუთი მამა გი­ორ­გის ჩან­თა სად იყო, დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია ჩვენ­თვის. ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი და­ი­კი­თხა წი­ნას­წარ, ვიდ­რე მოხ­დე­ბო­და ჩან­თის შე­მოწ­მე­ბა, რაც არის ნონ­სე­სი. ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და. ჩან­თის ჩხრე­კა არ იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ამ პი­რო­ბებ­ში და­ი­კი­თხა დე­კა­ნო­ზი, რა დრო­საც მან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მამა გიორგი დაკავებული იყო, მას საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც კი არ მისცეს" - ვის ადანაშაულებს ადვოკატი

"მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მამა გიორგი დაკავებული იყო, მას საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც კი არ მისცეს" - ვის ადანაშაულებს ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პროკურატურაში ზეწოლა ხორციელდებოდა, რაშიც მონაწილეობას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე იღებდა, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დაკავების შემდეგ, როდესაც დეკანოზი პროკურატურის შენობაში მიიყვანეს, მას დახვდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, რომელმაც პირდაპირ უხთრა, რომ მას პატრიარქის მოწამვლას ედავებოდნენ.

"როცა მიიყვანეს პროკურატურის ეზოში, დახვდა მამუკა ვასაძე, რომელმაც პირდაპირ უთხრა, რომ დაკავებული იყო პატრიაქრის მოწამვლისთვის", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი სხვა პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს, რომელსაც დეკანოზის დაკავების მომენტში, მათ შორის დაირღვა ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებები ადვოკატის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

"როდესაც განხორციელდა დეკანოზის დაკითხვა, ოქმში არაა მითითებული ჰქონდა თუ არა სურვილი ადვოკატის აყვანის, ანუ ეს უფლებებიც დარღვეული იყო. მას ასევე არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა სატელეფონო ზარი. რაც შეეხება ზეწოლებს, მამა გიორგის გადმოცემით, ადვოკატის მოთხოვნამდე ანუ 13:10 საათამდე დაახლოებით ათი კაცი იმყოფებოდა მასთან ერთად ოთახში, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ მასზე და ეუბნებოდნენ, რომ ის დაკავებულია პატრიარქის მოწამვლისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ის დაკავებული იყო, მას საშუალებაც კი არ მისცეს, რომ საპირფარეშოში გასულიყო", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურაში ყოფნისას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისთვის გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მიხეილ რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 9 საათის განმავლობაში უცნობია სად იყო დეკანოზის ბარგი, რომელშიც პროკურატურის მტკიცებით, აღმოჩენილია ციანიდი.

"ბარგის ჩხრეკა მოხდა 16:00 საათზე, ანუ 9 საათი 40 წუთი მამა გიორგის ჩანთა სად იყო, დღემდე დაუდგენელია ჩვენთვის. ასევე ბრალდებული დაიკითხა წინასწარ, ვიდრე მოხდებოდა ჩანთის შემოწმება, რაც არის ნონსესი. ერთი ინფორმაციის გარდა მტკიცებულებები არ არსებობდა. ჩანთის ჩხრეკა არ იყო ჩატარებული და ამ პირობებში დაიკითხა დეკანოზი, რა დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენა", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ