სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში სკოლის საპირფარეშოდან 6 წლის მოსწავლე გადახტა - რა მოხდა სასწავლებელში?
ქუთაისში სკოლის საპირფარეშოდან 6 წლის მოსწავლე გადახტა - რა მოხდა სასწავლებელში?

ქუ­თა­ის­ში, ერთ-ერთი კერ­ძო სკო­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან 6 წლის მოს­წავ­ლე გა­დახ­ტა. შემ­თხვე­ვა ქუ­თა­ის­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭუ­ნა კლა­სე­ლებ­მა სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­კე­ტეს და შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით გა­დახ­ტა.

არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბავ­შვმა მას­წავ­ლე­ბელს სა­პირ­ფა­რე­შო­ში გას­ვლა სთხო­ვა, დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­დეგ კი პე­და­გოგ­მა თა­ვად გა­ა­კი­თხა მოს­წავ­ლეს, თუმ­ცა ის უკვე გა­დამხტა­რი იყო. ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია.

სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი პი­რად სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ბავ­შვი ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა, თუმ­ცა უარ­ყო­ფენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მოს­წავ­ლე სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­კე­ტი­ლი იყო.

"ბავ­შვი სა­ჭი­რო ოთახ­ში თა­ვად გა­დის, გა­ყო­ლით არა­ვინ არ მიყ­ვე­ბა. გად­მოხ­ტა თვი­თონ. რა­ტომ გა­დახ­ტა არ ვი­ცით, არ დავ­სწრე­ბი­ვართ და­კი­თხვას. ბავ­შვს ნამ­დვი­ლად არ აქვს მო­ტე­ხი­ლო­ბა, ტვი­ნის შერ­ყე­ვა, და­ჟე­ჟი­ლო­ბა. ალ­ბათ ორ კვი­რა­ში და­უბ­რუნ­დე­ბა სკო­ლას", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი პე­და­გო­გი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 124-ე მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი გუ­ლის­ხმობს ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს. უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, რომ სა­მი­ნის­ტრო საქ­მის კურ­სშია.

"ზო­გა­დად, სა­მი­ნის­ტროს ფუნ­ქცია არის ის, რომ ასეთ დროს გა­მო­ვი­ძა­ხოთ პატ­რუ­ლი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტან­ცია ჩა­ვა­ყე­ნოთ საქ­მის კურ­სში. რო­გორც ვიცი, უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩვე­ნი ფუნ­ქცი­აა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს, იქ­ნე­ბა ეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო თუ სხვა. მაგ­რამ ეს კერ­ძო სკო­ლაა, სა­დაც ჩვენ მან­და­ტუ­რიც არ გვყავს, ამი­ტომ უნდა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას", - გვი­თხრეს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ირაკ­ლი აკო­ბია, თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქუთაისში სკოლის საპირფარეშოდან 6 წლის მოსწავლე გადახტა - რა მოხდა სასწავლებელში?

ქუთაისში სკოლის საპირფარეშოდან 6 წლის მოსწავლე გადახტა - რა მოხდა სასწავლებელში?

ქუთაისში, ერთ-ერთი კერძო სკოლის მეორე სართულიდან 6 წლის მოსწავლე გადახტა. შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნა კლასელებმა საპირფარეშოში ჩაკეტეს და შეშინებული ბავშვი შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან თავის დაღწევის მიზნით გადახტა.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ბავშვმა მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა სთხოვა, დაგვიანების შემდეგ კი პედაგოგმა თავად გააკითხა მოსწავლეს, თუმცა ის უკვე გადამხტარი იყო. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

სკოლის პედაგოგები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ ბავშვი ფანჯრიდან გადახტა, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას, რომ მოსწავლე საპირფარეშოში ჩაკეტილი იყო.

"ბავშვი საჭირო ოთახში თავად გადის, გაყოლით არავინ არ მიყვება. გადმოხტა თვითონ. რატომ გადახტა არ ვიცით, არ დავსწრებივართ დაკითხვას. ბავშვს ნამდვილად არ აქვს მოტეხილობა, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა. ალბათ ორ კვირაში დაუბრუნდება სკოლას", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი პედაგოგი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობას.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სამინისტრო საქმის კურსშია.

"ზოგადად, სამინისტროს ფუნქცია არის ის, რომ ასეთ დროს გამოვიძახოთ პატრული და ყველა შესაბამისი ინსტანცია ჩავაყენოთ საქმის კურსში. როგორც ვიცი, უკვე მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. საჯარო სკოლაში ჩვენი ფუნქციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევატყობინოთ შესაბამის სტრუქტურებს, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო თუ სხვა. მაგრამ ეს კერძო სკოლაა, სადაც ჩვენ მანდატურიც არ გვყავს, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას", - გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.

ირაკლი აკობია, თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი