Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები - რას ყვება მამა გიორგი მამალაძე აეროპორტში მის აყვანაზე
დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები - რას ყვება მამა გიორგი მამალაძე აეროპორტში მის აყვანაზე

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ჩვე­ნე­ბის ნა­წილს აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ჩვე­ნე­ბა­ში მამა გი­ორ­გი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს ყვე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ის აე­რო­პორ­ტის ავ­ტო­ბუს­ში აიყ­ვა­ნეს, სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მე­ლი ეც­ვათ.

"დი­ლის 6 სა­ათ­ზე მოხ­და ჩემი აყ­ვა­ნა. იმ დი­ლით აე­რო­პორ­ტში ჩემ­მა მძღოლ­მა მი­მიყ­ვა­ნა. ჩა­ვა­ბა­რე ბარ­გი. ჩან­თა და ორი ყუ­თით სა­პატ­რი­არ­ქოს ღვი­ნო­ე­ბი მიმ­ქონ­და გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბის­თვის სა­ჩუქ­რად. გა­ვი­ა­რე რე­გის­ტრა­ცია და შემ­დეგ ფო­ი­ე­ში ვი­ჯე­ქი, ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის და­ი­წყე­ბო­და თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ხდო­მა, გა­მო­ა­ცხა­დეს ჩას­ხდო­მა, გა­ვე­დი გა­რეთ და ჩავ­ჯე­ქი ავ­ტო­ბუს­ში, რო­მელ­საც თვითმფრი­ნა­ვამ­დე უნდა მი­ვეყ­ვა­ნე.

ავ­ტო­ბუს­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იჯდა, ჩემ­თვის უცხო პი­რე­ბი იყ­ვნენ, ბუ­ნებ­რი­ვია, მე ისი­ნი მგზავ­რე­ბი მე­გო­ნა, დავ­ჯე­ქი სკამ­ზე და უცებ და­მე­ტაკ­ნენ, ერ­თმა უკ­ნი­დან პირ­ზე ხელი ამა­ფა­რა, სა­ხე­ში მომ­კი­და ხელი, მერე ხე­ლე­ბი გა­მი­კა­ვეს და ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­მა­დეს. უცებ ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვე­კი­თხე­ბო­დი, რა ხდე­ბა-მეთ­ქი. არც ერთს პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა არ ეცვა. ასე ხელ­ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი გა­მიყ­ვა­ნეს აე­რო­პორ­ტი­დან და ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დე­კა­ნო­ზის ჩვე­ნე­ბის მცი­რე ფრაგ­მენ­ტში.

ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მას თავ­და­პირ­ვე­ლად მან­ქა­ნა­ში მყოფ­მა უცხო პირ­მა უთხრა, რომ ის და­ა­კა­ვეს იმის გამო, რომ პატ­რი­არ­ქის მო­წამ­ვლა სურ­და, შემ­დეგ კი იგი­ვე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე­მაც გა­უ­მე­ო­რა.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 6 მარ­ტის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი, შე­ი­ძი­ნეთ სა­სურ­ვე­ლი პა­კე­ტი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია: "და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ჩვე­ნე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი"

დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები - რას ყვება მამა გიორგი მამალაძე აეროპორტში მის აყვანაზე

დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები - რას ყვება მამა გიორგი მამალაძე აეროპორტში მის აყვანაზე

გაზეთი "კვირის პალიტრა" დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჩვენების ნაწილს აქვეყნებს. გამოცემის მიერ გასაჯაროებულ ჩვენებაში მამა გიორგი დაკავების დეტალებს ყვება და აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებმაც ის აეროპორტის ავტობუსში აიყვანეს, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.

"დილის 6 საათზე მოხდა ჩემი აყვანა. იმ დილით აეროპორტში ჩემმა მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი. ჩანთა და ორი ყუთით საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა გერმანელი ექიმებისთვის საჩუქრად. გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე.

ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში", - აღნიშნულია დეკანოზის ჩვენების მცირე ფრაგმენტში.

ჩვენების თანახმად, მას თავდაპირველად მანქანაში მყოფმა უცხო პირმა უთხრა, რომ ის დააკავეს იმის გამო, რომ პატრიარქის მოწამვლა სურდა, შემდეგ კი იგივე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემაც გაუმეორა.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 6 მარტის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ