პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრიდან მოსწავლეებს ისევ გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით მოუწევთ სწავლა - რაზე ვერ თანხმდებიან გამომცემლები და განათლების სამინისტრო
სექტემბრიდან მოსწავლეებს ისევ გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით მოუწევთ სწავლა - რაზე ვერ თანხმდებიან გამომცემლები და განათლების სამინისტრო

გა­მომ­ცემ­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის წეს­ზე ვერ თან­ხმდე­ბი­ან. გა­მომ­ცემ­ლე­ბის თქმით, მე­ორ­დე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი პრაქ­ტი­კა, როცა გა­მომ­ცემ­ლებს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭდ­ვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვეს და ბავ­შვებს უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და­უ­რი­გეს. თუმ­ცა "უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის" პრო­ექ­ტმა სახე ძა­ლი­ან მალე იც­ვა­ლა და ყო­ველ წელს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მერ­ხებ­ზე, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ძვე­ლი და სწავ­ლის­თვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ხვდე­ბო­დათ, რის გა­მოც მათი შე­ძე­ნა "შავ ბა­ზარ­ზე" მშობ­ლებს უწევ­დათ. ამის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ სა­მი­ნის­ტრო წლი­დან წლამ­დე სულ უფრო ნაკ­ლებ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ბეჭ­დავ­და, თუმ­ცა ჯი­უ­ტად არც იმას აღი­ა­რებ­და, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს დაქ­სე­რო­ქ­სე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბით უწევ­და სწავ­ლა.

მოქ­მე­დი მი­ნის­ტრის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და­პი­რე­ბა სწო­რედ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და წო­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ეხე­ბო­და. თუმ­ცა გა­მომ­ცემ­ლებ­თან გა­მარ­თუ­ლი 28 შეხ­ვედ­რის შემ­დე­გაც კი ვერ ხერ­ხდე­ბა­ შე­თან­ხმე­ბა მთა­ვარ­ზე - გრი­ფი­რე­ბის წეს­ზე. გა­მომ­ცემ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ნის­ტრო მათ­გან­ ისევ­ მხო­ლოდ ე.წ. კონ­ტენტს ითხოვს,­ ხოლო წიგ­ნე­ბის ბეჭდ­ვის უფ­ლე­ბას თა­ვად იტო­ვებს. ეს კი გა­მომ­ცემ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის "შავ ბა­ზარს" წა­ა­ხა­ლი­სებს, ხელს შე­უ­წყობს კო­რუფ­ცი­ულ გა­რე­მო­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი მო­ნო­პო­ლი­ე­ბის შექ­მნას.

ვიდ­რე გა­მომ­ცემ­ლე­ბი და სა­მი­ნის­ტრო შეხ­ვედ­რებს უშე­დე­გოდ მარ­თა­ვენ, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის ვერ მო­ეს­წრე­ბა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის და­ბეჭდ­ვა I-VI კლა­სე­ბის­თვის, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს ისევ ძვე­ლი და ზოგ­ჯერ, ალ­ბათ, დაქ­სე­რო­ქ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლა მო­უ­წევთ.

"წარ­მა­ტე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, არ ვი­ცით, შე­ი­ძენს თუ არა სა­მი­ნის­ტრო ჩვენ­გან სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს"

თი­ნა­თინ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, "ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის" დი­რექ­ტო­რი: "1996 წლი­დან და­ი­წყო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის რე­ფორ­მა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის გახ­სნა. მა­ნამ­დე ერთი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი ის­წავ­ლე­ბო­და ყვე­ლა სკო­ლა­ში. ვი­თა­რე­ბა თან­და­თან შე­იც­ვა­ლა. ჯერ და­უშ­ვეს ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ხოლო შემ­დეგ - რამ­დე­ნი­მე. ამას მოჰ­ყვა ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა. ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას შე­ეძ­ლო არ­ჩე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შო­რის. ყვე­ლა ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ის იყო, რომ მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ღოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­ზე და შექ­მნი­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მიერ. მთე­ლი ეს ოცწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა, თუ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნის პრო­ცესს ჩა­მო­შორ­დე­ბი­ან.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სექტემბრიდან მოსწავლეებს ისევ გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით მოუწევთ სწავლა - რაზე ვერ თანხმდებიან გამომცემლები და განათლების სამინისტრო

სექტემბრიდან მოსწავლეებს ისევ გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით მოუწევთ სწავლა - რაზე ვერ თანხმდებიან გამომცემლები და განათლების სამინისტრო

გამომცემლები და განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების წესზე ვერ თანხმდებიან. გამომცემლების თქმით, მეორდება გიორგი მარგველაშვილის დროინდელი პრაქტიკა, როცა გამომცემლებს სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება ჩამოართვეს და ბავშვებს უფასო სახელმძღვანელოები დაურიგეს. თუმცა "უფასო სახელმძღვანელოების" პროექტმა სახე ძალიან მალე იცვალა და ყოველ წელს სკოლის მოსწავლეებს მერხებზე, ხშირ შემთხვევაში, ძველი და სწავლისთვის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები ხვდებოდათ, რის გამოც მათი შეძენა "შავ ბაზარზე" მშობლებს უწევდათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სამინისტრო წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლებ სახელმძღვანელოს ბეჭდავდა, თუმცა ჯიუტად არც იმას აღიარებდა, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს დაქსეროქსებული წიგნებით უწევდა სწავლა.

მოქმედი მინისტრის ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებასა და წონის შემსუბუქებას ეხებოდა. თუმცა გამომცემლებთან გამართული 28 შეხვედრის შემდეგაც კი ვერ ხერხდება­ შეთანხმება მთავარზე - გრიფირების წესზე. გამომცემლების განმარტებით, სამინისტრო მათგან­ ისევ­ მხოლოდ ე.წ. კონტენტს ითხოვს,­ ხოლო წიგნების ბეჭდვის უფლებას თავად იტოვებს. ეს კი გამომცემლების შეფასებით, სახელმძღვანელოების "შავ ბაზარს" წაახალისებს, ხელს შეუწყობს კორუფციულ გარემოსა და ხელოვნური მონოპოლიების შექმნას.

ვიდრე გამომცემლები და სამინისტრო შეხვედრებს უშედეგოდ მართავენ, ცნობილი ხდება, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭდვა I-VI კლასებისთვის, ამიტომ მოსწავლეებს ისევ ძველი და ზოგჯერ, ალბათ, დაქსეროქსებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ.

"წარმატებული გრიფირების შემთხვევაშიც, არ ვიცით, შეიძენს თუ არა სამინისტრო ჩვენგან სახელმძღვანელოებს"

თინათინ მამულაშვილი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი: "1996 წლიდან დაიწყო სახელმძღვანელოების რეფორმა და თავისუფალი ბაზრის გახსნა. მანამდე ერთი სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა ყველა სკოლაში. ვითარება თანდათან შეიცვალა. ჯერ დაუშვეს ორი ალტერნატიული სახელმძღვანელო, ხოლო შემდეგ - რამდენიმე. ამას მოჰყვა ქართველი ავტორებისა და გამომცემლების კვალიფიკაციის ამაღლება, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება, კონკურენტული გარემოს შექმნა. ნებისმიერ სკოლას შეეძლო არჩევა რამდენიმე სახელმძღვანელოს შორის. ყველა ამ ეტაპზე ქართველი გამომცემლები აქტიურად იყვნენ ჩართული და პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ განათლების სამინისტროსთან. საბოლოო მიზანი ის იყო, რომ მოსწავლეებს მიეღოთ თანამედროვე ხარისხიანი სახელმძღვანელო, დაფუძნებული თანამედროვე სტანდარტებზე და შექმნილი ქართველი ავტორების მიერ. მთელი ეს ოცწლიანი გამოცდილება წყალში ჩაიყრება, თუ გამომცემლობები სახელმძღვანელოების შექმნის პროცესს ჩამოშორდებიან.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი