პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსმა მესაზღვრეებმა ირონიით გვითხრეს, დასრულდა დრო, როცა "საზღვარზე" თქვენს ნებაზე დადიოდითო..." - საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელები ჩაიკეტა
"რუსმა მესაზღვრეებმა ირონიით გვითხრეს, დასრულდა დრო, როცა "საზღვარზე" თქვენს ნებაზე დადიოდითო..." - საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელები ჩაიკეტა

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, ე.წ. გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და­ი­კე­ტა და მხო­ლოდ ერთი, ენ­გუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ხიდი დარ­ჩა... გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბამ 5 მარტს, ორ­სან­ტია-ოტო­ბა­ი­ას და ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვის სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­კე­ტა. გა­ლის ე.წ. და­ბა­ლი ზო­ნის სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ზუგ­დიდ­ში მო­სახ­ვედ­რად მათ 20-45 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა მო­უ­წევთ, რაც და­მა­ტე­ბით დროს და ხარჯს სა­ჭი­რო­ებს. გარ­და ამი­სა, ერთი გა­და­სას­ვლე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ეს გა­მო­იწ­ვევს რი­გებს, მით უფრო, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­ან პრობ­ლე­მას და ბა­რი­ერს...

პუნ­ქტე­ბის შე­საძ­ლო და­ხურ­ვა გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში გა­აპ­რო­ტეს­ტა. მა­შინ მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში და ენ­გუ­რის ხიდ­თან შე­იკ­რი­ბა, რა დრო­საც მათ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შეხ­ვდა, რის შემ­დე­გაც, ისი­ნი და­ი­შალ­ნენ, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ლის დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, "სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის" წესი არ და­არ­ღვი­ოს და 5 მარ­ტი­დან მხო­ლოდ ენ­გუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ხი­დით ისარ­გებ­ლონ.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბამ, "სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრის შე­სა­ხებ" "კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში შე­ი­ტა­ნა. ის სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან ერ­თად სა­ო­კუ­პა­ციო სა­ზღვრის უკეთ გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბის შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. სო­ხუმ­მა ახა­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო, როცა გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ზუგ­დი­დის სო­ფელ შამ­გო­ნას მო­სა­ზღვრე თა­გი­ლონ­თან და წა­ლენ­ჯი­ხის სო­ფელ ფა­ხუ­ლა­ნის მო­სა­ზღვრე ლე­კუ­ხო­ნა­ში გა­ა­უქ­მა.

დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე მოქ­მე­დი ოთხი სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან (ენ­გუ­რის ხიდი, ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვი, ორ­სან­ტია-ოტო­ბა­ია, ფა­ხუ­ლა­ნი-სა­ბე­რიო) ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 1 500 ადა­მი­ა­ნი გა­და­დი­ო­და და გალ­ში ბრუნ­დე­ბო­და.

გა­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ეს მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს. ისე­ვე რო­გორც გა­უ­რას­დე­ბა იმ აფხა­ზე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად გად­მო­დი­ოდ­ნენ ქარ­თულ მხა­რეს და აქა­უ­რი სერ­ვი­სით სარ­გებ­ლობ­დნენ. ასე­ვე, სა­უ­ბა­რია იმათ­ზეც, ვინც სა­არ­სე­ბო წყა­როს ენ­გუ­რის ხი­დის გავ­ლით შო­უ­ლობ­და...

"ისი­ნი ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ჩვენ, ვინც მათ­თან ერ­თად, ლა­მის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად დავ­დი­ო­დით "ლი­ლოს ბა­ზარ­ში", ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ამ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­დეგ ისი­ნი ლუკ­მა-პუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ბი­ან და ვერც ფსო­უს სა­ზღვარს "მი­ა­წყდე­ბი­ან", რად­გან ეს ხარ­ჯებ­თან, დროს­თან და სხვა ხე­ლოვ­ნურ და ყო­ფით პრობ­ლე­მებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, შიმ­ში­ლი­სა და სიკ­ვდი­ლის­თვის გა­წი­რა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თულ მხა­რეს გა­და­სარ­ჩე­ნად გად­მო­დი­ო­და... ეს თვი­თო­ნაც იცი­ან, მაგ­რამ რუ­სე­ბის ნე­ბას მიჰ­ყვე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა რუს მე­სა­ზღვრე­ებს, მათ ად­რეც გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ სა­კუ­თა­რი ნე­ბით მოგ­ვი­წევს აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა, ახლა კი, ირო­ნი­ით გვი­თხრეს დას­რულ­და ის დრო, რო­დე­საც ჩვენს გე­მო­ზე, როცა გვინ­დო­და და რო­გორც გვინ­დო­და ისე მი­მოვ­დი­ო­დით. არ­ჩე­ვა­ნი, უკვე აღარ გვაქვს და ჩვე­ნი, გა­ლე­ლე­ბი­სა და ჩვენს მიერ "აყო­ლი­ე­ბუ­ლი" აფხა­ზე­ბის "მორ­ჯუ­ლე­ბის" დრო და­ი­წყო" - ამ­ბობს ნა­ბა­კე­ვის მკვიდ­რი...

სუს­ტი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა აფხა­ზე­ბის­გან მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, იმის ნაც­ვლად, რომ "ქვე­ყა­ნა­ში" მო­აგ­ვა­როს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი, ასე­ვე, მძი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ის ახალ-ახალ ბლოკპოს­ტებს აშე­ნებს და სი­რაქ­ლე­მის პო­ზა­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს...

"თით­ქოს არ ეს­მო­დეთ, რომ ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი გვაქვს. ახალ­გაზ­რდე­ბი გა­დი­ან ქვეყ­ნი­დან სა­მუ­შა­ოდ და გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბას და უკან არ ბრუნ­დე­ბი­ან... ქარ­თულ მხა­რეს გა­და­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი ჰქონ­და. კი ცდი­ლო­ბენ და ზოგ­ჯერ გვა­ი­ძუ­ლე­ბენ რუ­სე­თის პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე­ებს იქა­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვით ვი­სარ­გებ­ლოთ, რაც ნიშ­ნავს, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მო­ა­წე­რო თვით­მკვლე­ლო­ბას..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნის სოფ­ლებ­ში, ნა­ბა­კევ­სა და ოტო­ბა­ი­ა­ში, ე.წ. გა­და­სას­ვლე­ლი პუნ­ქტე­ბის და­ხურ­ვის ფაქტს გმობს და მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უხე­შად არ­ღვევს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის, პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და ემ­სა­ხუ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნის და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო­სა­გან იზო­ლი­რე­ბას.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­წყვი­ტოს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, პა­ტი­ვი სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პებს ისე­ვე, რო­გორც 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­კითხს.

სა­გა­რეო უწყე­ბა მი­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, ჯე­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს ე.წ. გა­და­სას­ვლე­ლი პუნ­ქტე­ბის და­ხურ­ვი­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის იზო­ლი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ას, ასე­ვე 9 აპ­რილს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და­ნიშ­ნულ ე.წ. რე­ფე­რენ­დუმს და ქმე­დი­თი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფი­სა­კენ მი­მარ­თულ რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ნა­ბი­ჯებ­ზე.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რუსმა მესაზღვრეებმა ირონიით გვითხრეს, დასრულდა დრო, როცა "საზღვარზე" თქვენს ნებაზე დადიოდითო..." - საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელები ჩაიკეტა

"რუსმა მესაზღვრეებმა ირონიით გვითხრეს, დასრულდა დრო, როცა "საზღვარზე" თქვენს ნებაზე დადიოდითო..." - საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელები ჩაიკეტა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ხაზზე, ე.წ. გადასასვლელები დაიკეტა და მხოლოდ ერთი, ენგურის ცენტრალური ხიდი დარჩა... გალის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 5 მარტს, ორსანტია-ოტობაიას და ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტები საბოლოოდ ჩაკეტა. გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის თქმით, ზუგდიდში მოსახვედრად მათ 20-45 კილომეტრის გავლა მოუწევთ, რაც დამატებით დროს და ხარჯს საჭიროებს. გარდა ამისა, ერთი გადასასვლელის შემთხვევაში, ეს გამოიწვევს რიგებს, მით უფრო, რომ უმეტეს შემთხვევაში, რუსი მესაზღვრეები ხელოვნურად ქმნიან პრობლემას და ბარიერს...

პუნქტების შესაძლო დახურვა გალის მოსახლეობამ ჯერ კიდევ თებერვალში გააპროტესტა. მაშინ მოსახლეობა სოფელ ნაბაკევში და ენგურის ხიდთან შეიკრიბა, რა დროსაც მათ საინიციატივო ჯგუფიც ჩამოაყალიბეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათ ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეხვდა, რის შემდეგაც, ისინი დაიშალნენ, თუმცა, მალევე გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა, "სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების" წესი არ დაარღვიოს და 5 მარტიდან მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით ისარგებლონ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, "სახელმწიფოს საზღვრის შესახებ" "კანონში" ცვლილება ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეიტანა. ის სხვა ღონისძიებებთან ერთად საოკუპაციო საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობდა. სოხუმმა ახალი კანონის აღსრულება ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში დაიწყო, როცა გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონთან და წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გააუქმა.

დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან (ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ორსანტია-ოტობაია, ფახულანი-საბერიო) ყოველდღიურად, სამეგრელოს რეგიონში დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადადიოდა და გალში ბრუნდებოდა.

გალის მცხოვრებლების თქმით, ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს. ისევე როგორც გაურასდება იმ აფხაზების მდგომარეობა, რომლებიც რეგულარულად გადმოდიოდნენ ქართულ მხარეს და აქაური სერვისით სარგებლობდნენ. ასევე, საუბარია იმათზეც, ვინც საარსებო წყაროს ენგურის ხიდის გავლით შოულობდა...

"ისინი ვერაფერს ამბობენ, მაგრამ ჩვენ, ვინც მათთან ერთად, ლამის ყოველკვირეულად დავდიოდით "ლილოს ბაზარში", ყველამ ვიცით, რომ ამ შეზღუდვების შემდეგ ისინი ლუკმა-პურის გარეშე დარჩებიან და ვერც ფსოუს საზღვარს "მიაწყდებიან", რადგან ეს ხარჯებთან, დროსთან და სხვა ხელოვნურ და ყოფით პრობლემებთან არის დაკავშირებული... შეიძლება ითქვას, აფხაზეთის ხელისუფლებამ თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილი, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილისა და სიკვდილისთვის გაწირა, რადგან ძალიან ბევრი ქართულ მხარეს გადასარჩენად გადმოდიოდა... ეს თვითონაც იციან, მაგრამ რუსების ნებას მიჰყვებიან. რაც შეეხება რუს მესაზღვრეებს, მათ ადრეც გაგვაფრთხილეს, რომ საკუთარი ნებით მოგვიწევს აქაურობის დატოვება, ახლა კი, ირონიით გვითხრეს დასრულდა ის დრო, როდესაც ჩვენს გემოზე, როცა გვინდოდა და როგორც გვინდოდა ისე მიმოვდიოდით. არჩევანი, უკვე აღარ გვაქვს და ჩვენი, გალელებისა და ჩვენს მიერ "აყოლიებული" აფხაზების "მორჯულების" დრო დაიწყო" - ამბობს ნაბაკევის მკვიდრი...

სუსტი პროტესტი მოჰყვა აფხაზებისგან მათი ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, იმის ნაცვლად, რომ "ქვეყანაში" მოაგვაროს უსაფრთხოების საკითხები, ასევე, მძიმე კრიმინალური და სოციალური პრობლემები, ის ახალ-ახალ ბლოკპოსტებს აშენებს და სირაქლემის პოზაში ყოფნას ამჯობინებს...

"თითქოს არ ესმოდეთ, რომ ურთულესი წლები გვაქვს. ახალგაზრდები გადიან ქვეყნიდან სამუშაოდ და განათლების მისაღებას და უკან არ ბრუნდებიან... ქართულ მხარეს გადადიოდნენ ადამიანები, ვისაც გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდა. კი ცდილობენ და ზოგჯერ გვაიძულებენ რუსეთის პასპორტების მქონეებს იქაური სამედიცინო დაზღვევით ვისარგებლოთ, რაც ნიშნავს, საკუთარი სურვილით მოაწერო თვითმკვლელობას..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადგილზე ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების საკითხს.

საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე