მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქიბარ ხალვაში და რა ქონებას ფლობს იგი - ბიზნესმენის ოჯახური ფოტოები
ვინ არის ქიბარ ხალვაში და რა ქონებას ფლობს იგი - ბიზნესმენის ოჯახური ფოტოები

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ქი­ბარ ხალ­ვაშს მი­ა­კუთ­ვნა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო, სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მხრი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ნა­წილ­ში დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა. ამას გარ­და, სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში არ და­ტო­ვა აღ­სრუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც 2017 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია ქი­ბარ ხალ­ვაშს აღარ გა­და­უ­ფორმ­და.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო რე­ესტრმა ხალ­ვა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნიის მე­სა­კუთ­რედ უკვე და­ა­რე­გის­ტრი­რა. მისი მო­თხოვ­ნით, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი­დან ნიკა გვა­რა­მია გა­თა­ვი­სუფ­ლდა და აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პა­ა­ტა სა­ლია და­ი­ნიშ­ნა.

ვინ არის ქი­ბარ ხალ­ვა­ში და რა ქო­ნე­ბას ფლობს მისი ოჯა­ხი - ბიზ­ნეს­მენს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი ჰყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. მისი ოჯა­ხი ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობს. თა­ვად ქი­ბარ ხალ­ვა­ში დრო­დად­რო ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად მშობ­ლი­ურ აჭა­რა­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­თაც არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნე­ბას, Allnews.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა კა­პი­ტალს ფლობს ქი­ბარ ხალ­ვა­ში. სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქი­ბარ ხალ­ვა­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი და მე­წი­ლეა.

ის შპს "პა­ნო­რა­მას" ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი და "სხი­ვი Xxi-ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. იგი ასე­ვე შპს "კონ­ტუ­რის" წი­ლის 33%-ს, შპს "არ­ტის" 28%-ს, შპს "აი დის" 35%ს, შპს "არტი ჯგუ­ფის" 44%-ს, შპს "ეს-ტუ­რის" 40%-ს, შპს "რო­სე­რის" 33% და შპს "ვატ­მან ჯორ­ჯი­ას" 70%-ს ფლობს.

ჩა­მოთ­ვლი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ე­ბი სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქ­ტით ვაჭ­რო­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ად­გი­ლე­ბის მო­წყო­ბა, ყვე­ლა სა­ხის სა­ქონ­ლის ან მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის იმ­პორ­ტი, ექ­სპორ­ტი, წარ­მო­ე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორტ-იმ­პორ­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა-გა­ქი­რა­ვე­ბა, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბე­ბია.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქი­ბარ ხალ­ვა­ში ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო, - "ხალ­ვა­ში "პრო­ქ­ტერ & გემბლის" სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსელს და "პეპ­სის" ფლობ­და. 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში, მას მერე, რაც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა და­ტო­ვა, ხალ­ვა­შის კომ­პა­ნი­ის სა­ცა­ვე­ბი ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა," - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ს" ეხე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­ბარ ხალ­ვა­შის ბიზ­ნეს პარტნი­ო­რე­ბი თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე, ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლი, გუ­რამ გო­გუა, ნიაზ ხალ­ვა­ში, თა­მაზ ბე­რი­აშ­ვი­ლი, ივა­ნე რუ­ა­ძე, მუსა ენ­გი­ნი, შოთა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, მეჰ­მეთ შე­ქე­რი და მე­რაბ კი­ლა­ძე არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის "რუს­თა­ვი 2"-ისა და "მზის" გამო, 2008 წელს, პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა, რათა აღ­ნიშ­ნულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­ში მისი კუთ­ვნი­ლი წი­ლე­ბის "ჩა­მორ­თმე­ვის" ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

ვინ არის ქიბარ ხალვაში და რა ქონებას ფლობს იგი - ბიზნესმენის ოჯახური ფოტოები

ვინ არის ქიბარ ხალვაში და რა ქონებას ფლობს იგი - ბიზნესმენის ოჯახური ფოტოები

სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. ამას გარდა, სასამართლომ ძალაში არ დატოვა აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს აღარ გადაუფორმდა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ხალვაში ტელეკომპანიის მესაკუთრედ უკვე დაარეგისტრირა. მისი მოთხოვნით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამია გათავისუფლდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პაატა სალია დაინიშნა.

ვინ არის ქიბარ ხალვაში და რა ქონებას ფლობს მისი ოჯახი - ბიზნესმენს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. მისი ოჯახი ამჟამად გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს. თავად ქიბარ ხალვაში დროდადრო ჩამოდის საქართველოში. "ფეისბუქზე" ხშირად მშობლიურ აჭარაში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ ბიზნესმენი სოფლის მეურნეობითაც არის გატაცებული.

რაც შეეხება ქონებას, Allnews.ge დაინტერესდა, რა კაპიტალს ფლობს ქიბარ ხალვაში. სხვადასხვა მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში რამდენიმე კომპანიის მფლობელი და მეწილეა.

ის შპს "პანორამას" ასპროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი და "სხივი Xxi-ის" დამფუძნებელია. იგი ასევე შპს "კონტურის" წილის 33%-ს, შპს "არტის" 28%-ს, შპს "აი დის" 35%ს, შპს "არტი ჯგუფის" 44%-ს, შპს "ეს-ტურის" 40%-ს, შპს "როსერის" 33% და შპს "ვატმან ჯორჯიას" 70%-ს ფლობს.

ჩამოთვლილი კომპანიების საქმიანობის სფეროები სამომხმარებლო პროდუქტით ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვების ადგილების მოწყობა, ყველა სახის საქონლის ან მოწყობილობების იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, ინვესტიციების განხორციელება, ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტი, იურიდიული კონსულტაციები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, სარემონტო სამუშაოები და სხვა საქმიანობებია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო, - "ხალვაში "პროქტერ & გემბლის" სადისტრიბუციო ქსელს და "პეპსის" ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა," - ნათქვამია ორგანიზაციის 2013 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ეხებოდა.

საქართველოში ქიბარ ხალვაშის ბიზნეს პარტნიორები თამაზ ნიჟარაძე, ჯემალ ინაიშვილი, გურამ გოგუა, ნიაზ ხალვაში, თამაზ ბერიაშვილი, ივანე რუაძე, მუსა ენგინი, შოთა ხარაზიშვილი, მეჰმეთ შექერი და მერაბ კილაძე არიან. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "მზის" გამო, 2008 წელს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა აღნიშნულ ტელეკომპანიებში მისი კუთვნილი წილების "ჩამორთმევის" ფაქტების გამოძიება მომხდარიყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ