პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი - არსებობს თიკო ბურჯალიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი
სააკაშვილი - არსებობს თიკო ბურჯალიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი

არ­სე­ბობს თიკო ბურ­ჯა­ლი­ა­ნი, მარ­თლაც უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ვი­ზე არაა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და მთელ მსოფ­ლი­ო­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ყრი­ლო­ბა­ზე ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს თინა ბო­კუ­ჩა­ვას და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ პარ­ტი­ის ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ახა­ლი სი­ცო­ცხლე ჩა­ბე­რა.

"პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ნი ვდაგ­ვართ თქვენს ენ­თუ­ზი­აზმზე, თქვენს თავ­და­დე­ბა­ზე, თქვენს ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, თქვენს ინ­ტე­ლექ­ტზე, თქვენს გამ­ბე­და­ო­ბა­ზე და იმა­ზე, რომ თქვენ ვე­რა­ვინ და­გა­ში­ნებთ და სწორ გზას ვერ აგაც­დენთ. რად­გან გარ­და ყვე­ლაფ­რი­სა, გაქვთ სწო­რი ინ­ტუ­ი­ცია და სწო­რი ინ­სტინ­ქტე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა სხვებს არ ჰქონ­დეთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მან ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­ა­კე­თა თა­ვის დრო­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში, პარ­ლა­მენ­ტში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე ყო­ფი­ლიყ­ვნენ მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი ქა­ლე­ბი.

"ამის გამო ძა­ლი­ან დავ­ზა­რალ­დი კი­დეც. ხანს რას გვი­გო­ნებ­დნენ და ხან - რას. მე მახ­სოვს, 26 მა­ისს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ტრი­ბუ­ნა­ზე ვდგა­ვარ, იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა - რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტო­ნი, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტი - თა­ვი­სი არ­ცთუ ისე ბო­ლომ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­მჯდო­მა­რით, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა. სი­მარ­თლე არის ის, რომ მე მარ­თლაც დიდ პა­ტივს გცემთ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და მა­ში­ნაც ეს სა­უ­ბა­რი იმის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო, რომ უნდა ეთ­მა­შა თუ არა ქალს დიდი როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლო მა­შინ სა­ბო­ლო­ოდ და შე­უქ­ცე­ვად წავა წინ, როცა ქა­ლის როლი ის კი არ იქ­ნე­ბა ფორ­მა, რომ მოდი, ფა­სა­დის­თვის გვყავ­დეს წინ, არა­მედ რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­უ­ლი, რა­დაგ დე­დის ინ­სტინ­ქტი მა­ინც ის არის, რაც სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნას. სა­ქარ­თვე­ლო არის ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა. ბოლო დღე­ებ­ში თქვენ ნა­ხეთ, ისევ რაც ხდე­ბა "რუს­თა­ვი 2"- ზე", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამ კონ­ტექ­სტში მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე თინა ბურ­ჯა­ლი­ა­ნი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის არის მსოფ­ლიო მას­შტა­ბის და მსოფ­ლიო კლა­სის იუ­რის­ტი.

"სირ­ცხვი­ლია, რომ თი­კოს უხ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში სი­ა­რუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. მსოფ­ლიო მას­შტა­ბის და მსოფ­ლიო კლა­სის იუ­რის­ტი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით მო­უ­გო რუ­სეთს რამ­დე­ნი­მე სარ­ჩე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა

მან აქვე ისა­უბ­რა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ან­ზე. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ფუნ­ქცია არის რომ რო­გორ­მე სა­ქარ­თვე­ლო გამ­ტყუნ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში.

"პრაქ­ტი­კუ­ლად, ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვი­ტეს გა­მო­ძი­ე­ბა მა­გა­ლი­თად, ჰა­ა­გის სარ­ჩე­ლებ­ზე, რომ იქ­ნებ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­ამ­ტყუ­ნოს ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში და ა.შ. ეს არის ის, რა­საც გვი­კე­თე­ბენ. არ­სე­ბობს თიკო ბურ­ჯა­ლი­ა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დამ­შვრა­ლი და მარ­თლაც უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ვის­ზე არაა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და მთელ მსოფ­ლი­ო­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც მთელ მსოფ­ლი­ო­ზე გაბ­რა­ზე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ზე იძი­ებს შურს თა­ვის პატ­რონ­თან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სააკაშვილი - არსებობს თიკო ბურჯალიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი

სააკაშვილი - არსებობს თიკო ბურჯალიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი

არსებობს თიკო ბურჯალიანი, მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის მეორე ყრილობაზე ჩართვისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიის ქალთა ორგანიზაციას ახალი სიცოცხლე ჩაბერა.

"პრაქტიკულად ყველანი ვდაგვართ თქვენს ენთუზიაზმზე, თქვენს თავდადებაზე, თქვენს ერთგულებაზე, თქვენს ინტელექტზე, თქვენს გამბედაობაზე და იმაზე, რომ თქვენ ვერავინ დაგაშინებთ და სწორ გზას ვერ აგაცდენთ. რადგან გარდა ყველაფრისა, გაქვთ სწორი ინტუიცია და სწორი ინსტინქტები, რაც შეიძლება სხვებს არ ჰქონდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა თავის დროზე, რომ საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში, ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ყოფილიყვნენ მაქსიმალურად წარმოდგენილები ქალები.

"ამის გამო ძალიან დავზარალდი კიდეც. ხანს რას გვიგონებდნენ და ხან - რას. მე მახსოვს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ტრიბუნაზე ვდგავარ, იქ წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობა - რამდენიმე ქალბატონი, ძალიან ღირსეული, ძალიან წარმატებული, პარლამენტი - თავისი არცთუ ისე ბოლომდე წარმატებული თავმჯდომარით, როგორც მოგვიანებით გაირკვა. სიმართლე არის ის, რომ მე მართლაც დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ და მაშინაც ეს საუბარი იმის გამოვლინება იყო, რომ უნდა ეთმაშა თუ არა ქალს დიდი როლი საზოგადოებაში. საქართველო მაშინ საბოლოოდ და შეუქცევად წავა წინ, როცა ქალის როლი ის კი არ იქნება ფორმა, რომ მოდი, ფასადისთვის გვყავდეს წინ, არამედ რეალურად იქნება გადამწყვეტი და ჩამოყალიბეული, რადაგ დედის ინსტინქტი მაინც ის არის, რაც სჭირდება ყველაზე მეტად რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას. საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა. ბოლო დღეებში თქვენ ნახეთ, ისევ რაც ხდება "რუსთავი 2"- ზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ კონტექსტში მან იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის არის მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო კლასის იურისტი.

"სირცხვილია, რომ თიკოს უხდება მთელ მსოფლიოში სიარული, პრაქტიკულად ვერ ჩამოდის საქართველოში. მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო კლასის იურისტი, კვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ცარიელი ხელებით მოუგო რუსეთს რამდენიმე სარჩელი საერთაშორისო სასამართლოებში", - განაცხადა სააკაშვილმა

მან აქვე ისაუბრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე. სააკაშვილის თქმით, თეა წულუკიანის ფუნქცია არის რომ როგორმე საქართველო გამტყუნდეს საერთაშორისო სასამართლოებში.

"პრაქტიკულად, ხელოვნურად შეწყვიტეს გამოძიება მაგალითად, ჰააგის სარჩელებზე, რომ იქნებ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს ჰააგის სასამართლოში და ა.შ. ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ. არსებობს თიკო ბურჯალიანი - საქართველოსთვის დამშვრალი და მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავისზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც რატომღაც მთელ მსოფლიოზე გაბრაზებას საქართველოზე იძიებს შურს თავის პატრონთან ერთად", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს