მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი "ღიმილის ბიჭებიდან", რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს
მსახიობი "ღიმილის ბიჭებიდან", რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

გრი­გოლ (გრი­შა) კოს­ტა­ვა ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, მერე იყო ჭი­ა­თუ­რის თე­ატ­რში, ბო­ლოს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­და. შე­თავ­სე­ბით, თბი­ლი­სის თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი და­ა­არ­სა. ასე­ვე, ნა­ძა­ლა­დე­ვის სა­მოყ­ვა­რუ­ლო თე­ატ­რში დგამ­და სპექ­ტაკ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, გრი­გოლ კოს­ტა­ვას რთუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის გზა 1979 წელს, 72 წლის ასაკ­ში დას­რულ­და.

სა­მა­მუ­ლო ომის დროს არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ხსნის კო­მი­ტე­ტი" შე­იქ­მნა, რომ­ლის წევ­რებ­საც სჯე­რო­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ ომის შე­დე­გად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ი­პო­ვებ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევრ გრი­გოლ კოს­ტა­ვას ან­ტი­საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის­თვის დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს და ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. მოს­კოვ­ში პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა ბედს ვინ­მე ულ­რი­ხი წყვეტ­და. მას­თან ვი­ზიტს ექ­ვსი თვე ელო­და იმ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე. კოს­ტა­ვას დახ­ვრე­ტა 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს. გა­და­სახ­ლე­ბი­დან 1955 წელს დაბ­რუნ­და და ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

- მა­მის შეს­რუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი როლი გახ­სოვთ? - ამ შე­კი­თხვით მსა­ხი­ო­ბის ვაჟს, ფი­ზი­კოს დათო კოს­ტა­ვას მივ­მარ­თე.

- თე­ატ­რში პრე­მი­ე­რებ­ზე ხში­რად დავ­დი­ო­დი. მამა სცე­ნა­ზე "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" მახ­სოვს, იმის მერე თით­ქმის არც უთა­მა­შია, ხში­რად ავად­მყო­ფობ­და. ცხა­დად დამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ფილ­მი "ნინო" და სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა მქონ­და ერთი ეპი­ზო­დის გამო, როცა მა­მას სილა გა­აწ­ნეს. სკო­ლა­ში დამ­ცი­ნოდ­ნენ, - მა­მა­შე­ნი სახ­ლში რომ მო­ვი­და, ხუთი თითი ეტყო­ბო­დაო? არც ისე ბევ­რი ფილ­მია მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ათამ­დე იქ­ნე­ბა. ბოლო სუ­რა­თი "ეს­კუ­ლა­პეს მო­წა­ფე" იყო.

ად­რეც და ახ­ლაც, ძა­ლი­ან მომ­წონს მისი როლი ფილმში "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი". იმ დრო­ი­სათ­ვის მღვდლის წარ­მო­უდ­გენ­ლად ადა­მი­ა­ნუ­რი და არაგ­რო­ტეს­კუ­ლი სა­ხეა. მიკ­ვირს, ეგ ეპი­ზო­დი რო­გორ გა­უშ­ვეს? რეზო ჩხე­ი­ძე ფილ­მებ­ში იმი­ტომ იწ­ვევ­და, რომ რე­ზოს მამა, მწე­რა­ლი და­ვით ჩხე­ი­ძე (იგი­ვე დია ჩი­ა­ნე­ლი, რო­მე­ლიც დახ­ვრი­ტეს) და მამა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მას შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და. რე­ჟი­სო­რი ლეო ესა­კია მას ყვე­ლა თა­ვის ფილმში იღებ­და მხო­ლოდ იმის გამო, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქო­ნო­და. მა­გა­ლი­თად, ფილმში "ბაში აჩუ­კი" მა­მამ პა­ტა­რა როლი ითა­მა­შა, მაგ­რამ რო­გორც მთა­ვა­რი როლი, ისე გა­ა­ფორ­მა, რათა დიდი ჰო­ნო­რა­რი აეღო. ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და გრი­შა კოს­ტა­ვას მი­მართ. არ შე­მიძ­ლია გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე არ ვახ­სე­ნო, რო­მელ­მაც პი­რა­დი გამ­ბე­და­ო­ბის ხარ­ჯზე მი­ი­ღო ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში - იმ დროს, როცა ხუთი წლით აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და დიდ ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რე­ბა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის, თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მსახიობი "ღიმილის ბიჭებიდან", რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

მსახიობი "ღიმილის ბიჭებიდან", რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

გრიგოლ (გრიშა) კოსტავა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში მუშაობდა, მერე იყო ჭიათურის თეატრში, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. შეთავსებით, თბილისის თოჯინების თეატრში მუშაობდა, სადაც ჩრდილების თეატრი დააარსა. ასევე, ნაძალადევის სამოყვარულო თეატრში დგამდა სპექტაკლებს. საქართველოს სახალხო არტისტის, გრიგოლ კოსტავას რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა 1979 წელს, 72 წლის ასაკში დასრულდა.

სამამულო ომის დროს არალეგალური ორგანიზაცია "ხსნის კომიტეტი" შეიქმნა, რომლის წევრებსაც სჯეროდათ, რომ საქართველო ამ ომის შედეგად დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ორგანიზაციის წევრ გრიგოლ კოსტავას ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და ციმბირში გადაასახლეს. მოსკოვში პოლიტპატიმართა ბედს ვინმე ულრიხი წყვეტდა. მასთან ვიზიტს ექვსი თვე ელოდა იმჟამად მსახიობის მეუღლე მედეა ჯაფარიძე. კოსტავას დახვრეტა 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა.

- მამის შესრულებით, განსაკუთრებულად რომელი როლი გახსოვთ? - ამ შეკითხვით მსახიობის ვაჟს, ფიზიკოს დათო კოსტავას მივმართე.

- თეატრში პრემიერებზე ხშირად დავდიოდი. მამა სცენაზე "მთვარის მოტაცებაში" მახსოვს, იმის მერე თითქმის არც უთამაშია, ხშირად ავადმყოფობდა. ცხადად დამრჩა მეხსიერებაში ფილმი "ნინო" და სირცხვილის გრძნობა მქონდა ერთი ეპიზოდის გამო, როცა მამას სილა გააწნეს. სკოლაში დამცინოდნენ, - მამაშენი სახლში რომ მოვიდა, ხუთი თითი ეტყობოდაო? არც ისე ბევრი ფილმია მისი მონაწილეობით, ათამდე იქნება. ბოლო სურათი "ესკულაპეს მოწაფე" იყო.

ადრეც და ახლაც, ძალიან მომწონს მისი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები". იმ დროისათვის მღვდლის წარმოუდგენლად ადამიანური და არაგროტესკული სახეა. მიკვირს, ეგ ეპიზოდი როგორ გაუშვეს? რეზო ჩხეიძე ფილმებში იმიტომ იწვევდა, რომ რეზოს მამა, მწერალი დავით ჩხეიძე (იგივე დია ჩიანელი, რომელიც დახვრიტეს) და მამა მეგობრები იყვნენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მამას შემოსავალი არ ჰქონდა. რეჟისორი ლეო ესაკია მას ყველა თავის ფილმში იღებდა მხოლოდ იმის გამო, რომ ანაზღაურება ჰქონოდა. მაგალითად, ფილმში "ბაში აჩუკი" მამამ პატარა როლი ითამაშა, მაგრამ როგორც მთავარი როლი, ისე გააფორმა, რათა დიდი ჰონორარი აეღო. ასეთი სიყვარული ჰქონდა გრიშა კოსტავას მიმართ. არ შემიძლია გიგა ლორთქიფანიძე არ ვახსენო, რომელმაც პირადი გამბედაობის ხარჯზე მიიღო ქუთაისის თეატრში - იმ დროს, როცა ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და პროპაგანდისტული მიმართულების დაწესებულებებში, მათ შორის, თეატრში მუშაობის უფლება.

განაგრძეთ კითხვა

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო