პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა შე­ა­ჩე­რა.

ამის შე­სა­ხებ ნიკა გვა­რა­მი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. "სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­დან ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ცნო­ბა მო­ვი­და - სრუ­ლი­ად უპ­რე­ცე­დენ­ტო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლად სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში შე­ა­ჩე­რა საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ. მსგავ­სი ზომა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია არას­დროს, გარ­და იმ საქ­მე­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც ეხე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბას, საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ან ეხე­ბა ექ­სტრა­დი­რე­ბას. არც სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და არც გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით არც ერთ ვი­თა­რე­ბა­ში სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი შემ­თხვე­ვა. ერთი მხრივ, "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მემ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­ცხვი­ნო სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სა­მარ­ცხვი­ნო მთავ­რო­ბამ სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ახალ პრაქ­ტი­კას", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა - სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ექსტრადირებას. არც საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით არც ერთ ვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის ისტორიული შემთხვევა. ერთი მხრივ, "რუსთავი 2"-ის საქმემ და საქართველოს სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალ პრაქტიკას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ