პირველი შვილის სიხარული 40 წლის ასაკში - გიორგი დემეტრაძე მამა გახდა

პირველი შვილის სიხარული 40 წლის ასაკში - გიორგი დემეტრაძე მამა გახდა

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე საზოგადოების წინაშე წლებია აღარ გამოჩენილა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთელი დაქორწინდა და დღეს მამაც გახდა. AMBEBI.GE გიორგი დემეტრაძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რა დაარქვით პატარას?

- ჩემი შვილი დედის დღეს დაიბადა და მას ნატალია დავარქვით. 40 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ეს ისეთი ენით აუღწერელი შეგრძნება ყოფილა, მართლა არ ვიცი, ეს ემოცია როგორ გადმოვცე. უბედნიერესი ადამიანი ვარ.

- ვინ არის თქვენი რჩეული?

- ჩემი რჩეული არის თეა მოსიაშვილი. ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, არც კი მახსოვს სად გავიცანი, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო დავახლოვდით და უკვე ორი წელია ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ ვართ. თეა ძალიან კარგი გოგოა, ყველაფრით გამორჩეული ადამიანია, რითაც მომხიბლა.

- მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოხვედით, თითქმის არსად გამოჩენილხართ, რას აკეთებს გიორგი დემეტრაძე?

- რას უნდა ვაკეთებდე? ვმუშაობ ფეხბურთის ფედერაციაში და ვცხოვრობ, ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, პროფესიონალურად ვეღარ ვთამაშობ ფეხბურთს და ამაზე გული მწყდება, მაგრამ ბიჭები ყოველ საღამოს ვიკრიბებით.

- ვისთან ერთად თამაშობთ ფეხბურთს საღამოობით?

- მე, კალაძე, კობიაშვილი, მუჯირი და იაშვილი, თითქმის ყოველდღე ვახერხებთ ფეხბურთის თამაშს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი